მესი მანჩესტერ სიტიში გადასვლაზე ფიქრობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი მანჩესტერ სიტიში გადასვლაზე ფიქრობს


მესი მანჩესტერ სიტიში გადასვლაზე ფიქრობს
"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი სამუშაო ადგილის შეცვლაზე ფიქრობს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

ფორვარდს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება, კატალონიურ კლუბში კარიერის გაგრძელების საჭიროებაში ეჭვი ეპარება.

არგენტინელი წასვლაზე ნეიმარის "პსჟ"-ში გადაბარგებამ, ერნესტო ვალვერდეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნამ და კატალონიაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დააფიქრა.

30 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს.

შეგახსენებთ, მესი კატალონიელთა სისტემაში 2000 წლიდან ირიცხება. "ბარსელონას" ფეხბურთელი ხუთჯერ გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი, რვაჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ხუთჯერ - ქვეყნის თასი, ოთხჯერ - ჩემპიონთა ლიგა. სულ არგენტინელის ანგარიშზე 30 საკლუბო ტიტულია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები