ვალენსიამ საკლუბო რეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალენსიამ საკლუბო რეკორდი გაიმეორა


ვალენსიამ საკლუბო რეკორდი გაიმეორა
"ვალენსიამ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ბეტისს" (6:3) ექვსი გოლი გაუტანა.

ასე და ამგვარად, "ღამურებმა" ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით საკლუბო რეკორდი გაიმეორეს.

"ვალენსიას" აქამდე მეტოქეთა კარი ექვსჯერ 1950, 1951 და 2004 წლებში ჰქონდა აღებული. 2003/04 წლების სეზონში "ღამურებმა" ესპანეთის ჩემპიონატში "მალაგა" გაანადგურეს - 6:1.

ცნობისთვის, ამ სეზონში "ვალენსიას" უკვე 18 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. ლიდერი "ბარსელონაა", კატალონიელთა აქტივში 22 ქულაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები