მონტელა: "მილანით ძალიან ვამაყობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "მილანით ძალიან ვამაყობ"


მონტელა:
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, დერბი დელა მადონინა შეაფასა და საკუთარი გუნდი შეაქო.

"დ'ამბროზიო ძალიან ჭკვიანურად მოიქცა...ასე თამაშის წაგება 90-ე წუთზე მომხდარი მსგავსი ინციდენტის გამო ნამდვილი კატასტროფაა - ამის კიდევ ერთხელ ნახვა აღარ მსურს.

მეორე ტაიმში დიდებული თამაში ვაჩვენეთ და ვამაყობ, რომ ეს იყო ნამდვილი "მილანი" - გუნდი, რომელის ხილვაც მსურს. სირცხვილია, რომ საბოლოოდ ქულაც კი ვერ მოვიპოვეთ.

თუმცა ფეხბურთელებმა სწორი რეაგირება მოახდინეს და ვფიქრობ, ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. ამ პროექტში მომავალს ვხედავ და საქმის გაგრძელების დიდი სურვილი მაქვს", - განაცხადა 43 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

"როსონერიმ" პრინციპულ მეტოქესთან დრამატულ ორთაბრძოლაში 2:3 წააგო და გადამწყვეტი ბურთი ბოლო წუთზე პენალტით გაუშვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ვინჩენცო მონტელა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები