ისკო: "ერთი დღე ღმერთი ხარ, თუმცა თუ შემდეგ 5 პასი ვერ გააკეთე, ყველა შენ გაკრიტიკებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ისკო: "ერთი დღე ღმერთი ხარ, თუმცა თუ შემდეგ 5 პასი ვერ გააკეთე, ყველა შენ გაკრიტიკებს"


ისკო:
მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველი ისკო "ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.

"რეალისთვის ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, შესაბამისად ტოტენჰემს უნდა მოვუგოთ.

რეალში თამაშით ბედნიერი ვარ, სასურველ პოზიციაზე ვთამაშობ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. რაც შეეხება, ოქროს ბურთს, ამაზე ფიქრი ნაადრევია.

ფაქტი ერთია, როდესაც კარგ მატჩს ატარებ, ერთ დღ​ეს ღმერთი ხარ, ხოლო თუ შემდეგ მატჩში 5 პასი ვერ გააკეთე, ყველა შენ გაკრიტიკებს", - აცხადებს ისკო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები