"რეალმა დამიწუნა, ბარსელონაში კი რეჟიმი იყო და არ გადავედი", - იაპონელის ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რეალმა დამიწუნა, ბარსელონაში კი რეჟიმი იყო და არ გადავედი", - იაპონელის ისტორია


დავიდ სილვას სრულფასოვნად ესპანელს ვერ ვუწოდებთ, რადგან დედის მხრიდან ის იაპონელია. თამაშის სტილი, რომელიც მას "ვალენსიას" აკადემიაში ასწავლეს კი ნამდვილად ესპანურია. 31 წლის ასაკში დავიდს "მანჩესტერ სიტი" უმაღლესი მწვერვალებისკენ მიჰყავს.

ის კვლავ არის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიმეიქერი და ძალიან მალე "ფურია როხას" ყველა დროის ტოპ-3 ბომბარდირთა შორისაც მოხვდება. სილვა აღმოსავლური აზროვნების პიროვნებაა, რომელსაც თავისი ცხოვრების წესი აქვს. სწორედ იაპონური მენტალიტეტის დამსახურებაა იმაში, რომ დავიდი უკვე დიდი ხანია, რაც სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაშობს.

"რეალმა დამიწუნა, ბარსელონაში კი რეჟიმი იყო და არ გადავედი", - იაპონელის ისტორია

იყავი ცივსისხლიანი

"დედაჩემი იაპონელია. პროვინციაში, სადაც მე დავიბადე ეთნოგრაფიაში ვერ ერკვეოდნენ და მათთვის იაპონელი, ვიეტნამელი და ჩინელი ერთი და იგივე იყო. 16 წლამდე მე ვცდილობდი მათთვის ახსნას და ეროვნებების გარჩევას, თუმცა მოგვიანებით ამ საქმეს შევეშვი. კეთილი, დამიძახეთ ჩინელი, "

აზიური გარეგნობის გამო პატარა დავიდს მეგობრები თითქმის არ ჰყავდა და ის არაკომუნიკაბელური ბავშვი იყო. ამის გარდა, თანატოლებს სილვასი შურდათ, რადგან მისი მამა ფერნანდო ხიმენესი ფეხბურთს თამაშობდა და ხუან კარლოს ვალერონის თანაგუნდელი იყო. პატარა დავიდი დროის უმეტეს ნაწილს უფროსებთან ატარებდა.

"რეალმა დამიწუნა, ბარსელონაში კი რეჟიმი იყო და არ გადავედი", - იაპონელის ისტორია

სილვა სწრაფი და ტექნიკური ბავშვი იყო, თუმცა ფიზიკურად ძალიან სუსტი. ამ ნაკლის გამო, 14 წლის ასაკში, ის "რეალის" აკადემიაში არ მიიღეს, სამაგიეროდ, მისი ტალანტი სრულფასოვნად დაინახეს "ვალენსიაში". იმ დროს "ღამურების" აკადემიაში ოთხი მოზარდი ირიცხებოდა გვარად ხიმენესი, სწორედ ამის გამო აიღო მან თავის მეორე გვარი და გახდა დავიდ სილვა.

იყავი მუდამ გულახდილი

ძალიან მალე ტექნიკური მოზარდი "ბარსელონამ" შენიშნა, თუმცა "ბლაუგრანაში" გადასვლას სილვა არ ჩქარობდა, რადგან მას არ მოსწონდა იქაური ვარჯიშის მეთოდები.

"ჩემს თანატოლებს იქ სასტიკად ექცეოდნენ. პატარა დარღვევის გამო დასვენების დღეს გიუქმებდნენ, ცუდი ნიშნის გამო კი მშობლების ნახვას გიკრძალავდნენ. ფეხბურთის თამაშის უფლებას დღეში მხოლოდ 2 საათით გაძლევდნენ, რითაც ბურთს გაწყურებდნენ. მშვიდ გარემოში მინდოდა ყოფნა, სწორედ ამიტომ გადავედი "ეიბარში" 2004 წელს, "

"რეალმა დამიწუნა, ბარსელონაში კი რეჟიმი იყო და არ გადავედი", - იაპონელის ისტორია

მომავალში სილვა კიდევ რამდენიმე გულახდილ განცხადებას გააკეთებს. "სიტიში" გადასვლის შემდეგ, მას ჰკითხავენ "რეალსა" და "ბარსელონაზე", ის კი უპასუხებს:

"მადრიდსა და კატალონიაში შემტევი ნახევარმცველები ისედაც მრავლად არიან. რა თქმა უნდა, არსებობენ სხვა ესპანური გუნდებიც, მაგალითად "სევილია", თუმცა ისინი ჩემს ტრანფერს ვერ გაწვდებიან. საინტერესო იქნებოდა ბილბაოს "ატლეტიკში" თამაში, მაგრამ მე იაპონელი ვარ და არა ბასკი, "

გულახდილობის გარდა, დავიდი კიდევ კეთილსინდისიერებითაც გამოირჩევა. "სიტის" ახალგაზრდა შემტევის მანუ გარსიასთვის გაკეთებული ყურადღების ჟესტი ამას ნათლად ასახავს.

"რეალმა დამიწუნა, ბარსელონაში კი რეჟიმი იყო და არ გადავედი", - იაპონელის ისტორია

"ლიგის ფინალის მოგების შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მკითხა, მომცეს თუ არა ჯილდო მეც, მივუგე, რომ არა. მან მოიხსნა თავის მედალი და მე მაჩუქა. დავიდი ძალიან კეთილია, ის მუდამ მაძლევს სასარგებლო რჩევებს. ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები,"

პატივი ეცი მეტოქეს

დავიდი ყოველთვის იყო ბინძური თამაშის წინააღმდეგი, რადგან პატიოსნება მისთვის პირველ ადგილზეა. სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთ მატჩში მისი "ეიბარი" "ლერიდასთან" არკვევდა პრიმერაში კიდევ ერთი გამსვლელის ვინაობას. სილვა მეკარესთან პირისპირ იყო გასული, თუმცა ბოლო წამს ბურთი აუტზე გადააგდო, რადგან მომენტით ადრე მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშემ მძიმე ტრავმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ "ეიბარმა" საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა და ლა ლიგის მიღმა დარჩა.


მომავალში "რეალი" მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ჩამოვა, თუმცა მტკიცე უარს მიიღებს. "ბარსელონა" კი მის საუკეთესო მეგობარს დავიდ ვილას წაიყვანს, თავად სილვა თანაგუნდელის გზას არ გაჰყვება. ამის მიუხედავად, დავიდს არასდროს მოუხსენებია ესპანური გრანდები ნეგატიურ კონტექსტში, პირიქით, მისი კუმირები დღემდე მიქაელ ლაუდრუპი და კარლეს პუიოლი არიან.

"რეალმა დამიწუნა, ბარსელონაში კი რეჟიმი იყო და არ გადავედი", - იაპონელის ისტორია

"ფეხბურთელობის, კაპიტნობისა და ადამიანობის ეტალონები. გაოგნებული ვარ მათი ეთიკით, პროფესიონალიზმითა და შრომის მოყვარეობით,"

გუნდური მოთამაშე

"სელტაში" გატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, "ვალენსიამ" თავისი აღზრდილის დაბრუნება გადაწყვიტა. იმ დროს გუნდიდან წავიდა პაბლო აიმარი და "ღამურებს" ახალი ფლეიმეიქერი ესაჭიროებოდათ. სილვამ ბრწყინვალედ შეცვალა მესის კუმირი, რითაც ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა. "ფურია როხაში" სამურაი ეპოქალური გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა, რომელმაც ახალი ისტორია დაწერა თანამედროვე ფეხბურთში. ახლა სილვა 35 გოლით ნაკრების ყველა დროის მე-4 ბომბარდირია, რომელიც 4 ბურთის გატანის შემდეგ, ფერნანდო ტორესს გაასწრებს. ამის მიუხედავად, მისი გოლები მეორე ხარისხოვანი მიღწევაა, რადგან დავიდი 100%-ით გუნდური მოთამაშეა.


სილვა ბოლომდე მართლაც, რომ "ათრევდა" "ვალენსიას" იქამდე, სანამ თავად კლუბმა არ გაყიდა ის ფინანსური კრიზის გამო. სილვამ უმაღლესი კლასი "სიტიშიც" აჩვენა, სადაც ყოველთვის გიჟური კონკურენციაა. მის გარშემო აწყობდა თამაშს რობერტო მანჩინი, მანუელ პელეგრინი და ახლა უკვე პეპ გვარდიოლაც. უკვე მეორე სეზონია, რაც სამურაის მოსწავლე გამოუჩნდა კევინ დე ბრუინის სახით. პარტნიორები მუდამ აღფრთოვანებულები არიან სილვას თამაშით.

"რეალმა დამიწუნა, ბარსელონაში კი რეჟიმი იყო და არ გადავედი", - იაპონელის ისტორია

"დავიდი ბურთით საოცრებებს აკეთებს. მას ტყუილად არ ეძახიან პატარა ჯადოქარს. სილვას ნებისმიერ ეპიზოდში შეუძლია ბურთის მიღება, კონტროლი და ზუსტი გადაცემის გაკეთება. ის საუკეთესოა, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია, " - იხსენებს ედინ ჯეკო.

"სილვა დაუფასებელი ფეხბურთელია. "რეალსა" ან "ბარსელონაში" თამაშის შემთხვევაში ის უფრო დიდი ყურადღების ცენტრში იქნებოდა, " - ეს კი ნოლიტოს სიტყვებია.

სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა

"ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც "სიტიში" მოვედი არის სილვასთან მუშაობა. მისი ხილვა ჯერ კიდევ "ბარსელონაში" მსურდა. ის განსაკუთრებული მოთამაშეა. ყველაზე მეტად მასში სრულყოფილებისკენ სწრაფვას ვაფასებ, " - ესე ახასიათებს თავის შეგირდს პეპ გვარდიოლა.

"როდესაც ახალ გარემოში ხვდები, ვალდებული ხარ, რომ ეს გამოწვევა მიიღო. თითოეული საფეხბურთო კულტურისგან საუკეთესო ავიღე. ინგლისურ სისწრაფეს ესპანურ ტექნიკას ვუხამებ, " - ეს არის სილვას თამაშის სტილის საიდუმლო.

"რეალმა დამიწუნა, ბარსელონაში კი რეჟიმი იყო და არ გადავედი", - იაპონელის ისტორია

გვარდიოლას მწვრთნელობით სილვა კიდევ უფრო გაიხსნება. მიმდინარე სეზონში ის უფრო ხშირად არტყამს კარისკენ, რადგან მენტორი შეგირდისგან გოლების გატანასაც ითხოვს. ხოსეპი და დავიდი იმდენად უგებენ ერთმანეთს, რომ სილვა ვარცხნილობითაც კი დაემსგავსა გვარდიოლას. 2018 წლის მაისში გამოვიტანთ დასკვნას იმასთან დაკავშირებით გახსნა თუ არა ბოლომდე კატალონიელმა თავისი სამურაის პოტენციალი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები