კარლოსმა ბრაზილიის ნაკრების ლიდერები დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარლოსმა ბრაზილიის ნაკრების ლიდერები დაასახელა


კარლოსმა ბრაზილიის ნაკრების ლიდერები დაასახელა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა განაპირა მცველმა, რობერტო კარლოსმა, დაასახელა ის მოთამაშეები, რომელთაც შეუძლიათ, რომ რუსეთის მუნდიალზე გუნდს ულიდერონ.

"ჩვენ გვყავს მსოფლიო კლასის მოთამაშეები და ლიდერები, ნეიმარის, ვილიანისა და ტიაგო სილვას, სახით. ისინი გამოცდილი მოთამაშეები არიან და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობისკენ გაუძღვნენ.

მე, როგორც ბრაზილიელს, ძალიან მინდა, რომ ტურნირი ჩემი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა მოიგოს, მაგრამ არგენტინა, გერმანია და ესპანეთიც ფავორიტებს შორის იქნებიან", - განაცხადა ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა.

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ტიტეს მოსვლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ბრწყინვალედ გაიარა. ბრაზილიელებმა მუნდიალი ბოლოს 2002 წელს მოიგეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები