დუგლას კოშტა: "ჰიონესმა ცოტათი მაწყენინა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დუგლას კოშტა: "ჰიონესმა ცოტათი მაწყენინა"


დუგლას კოშტა:
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი ვინგერი, დუგლას კოშტა, რომელიც ახლა იჯარის წესით ტურინის "იუვენტუსში" ირიცხება, ული ჰიონესის კომენტარს გამოეხმაურა.

"ძალიან უბრალო, უშუალო ადამიანი ვარ და ჰიონესის გაკრიტიკებას ნამდვილად არ ვაპირებ. ასეთ თამაშებში მონაწილეობის მიღება არ მსურს. თუმცა ყველამ კარგად უნდა გაათვითცნობიეროს თუ რას ლაპარაკობს და პასუხისმგებელი იყოს იმაზე, რაც შესაძლოა მის სიტყვებს მოჰყვეს.

ულის ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, შესაძლოა მეც მეთქვა რამდენიმე სიტყვა საჯაროდ. თუმცა იმის თქმა, რომ მე ფულის შოვნა მინდოდა ცოტათი ზედმეტი იყო და იმედგაცრუებული დავრჩი", - აღნიშნა კოშტამ "Sky Germany-სთან" საუბრისას.

26 წლის სამხრეთ ამერიკელმა გერმანული გრანდი ამ ზაფხულს ორწლიანი იჯარის წესით დატოვა და როგორც "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, აღნიშნა, მას ხელფასის მომატება სურდა და კლუბმა კოშტას ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი დუგლას კოშტა ული ჰიონესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები