ოფიციალურად: დორტმუნდმა ბოში გაუშვა და ახალი მწვრთნელი მოიყვანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: დორტმუნდმა ბოში გაუშვა და ახალი მწვრთნელი მოიყვანა


ოფიციალურად: დორტმუნდმა ბოში გაუშვა და ახალი მწვრთნელი მოიყვანა
როგორც მოსალოდნელი იყო, "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პიტერ ბოში გაათავისუფლეს.

ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობაც. ამიერიდან ბორუსიულ კლუბში პიტერ შტოგერი იმუშავებს, რომელიც აქამდე "კიოლნის" მწვრთნელი იყო.

ბოშის გათავისუფლების მიზეზი საშინელი შედეგებია. სექტემბრის შემდეგ "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში არ მოუგია, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფში ჩარჩა.

51 წლის შტოგერს მწვრთნელობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი კარიერა ძირითადად ავსტრიას უკავშირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები