გატუზო: "დონარუმასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გატუზო: "დონარუმასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს"


გატუზო:
"მილანის" მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, ჯანლუიჯი დონარუმას ახალი კონტრაქტის შესაძლო გაუქმებას გამოეხმაურა.

"ჯიჯისთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. რაიმე რომ მომხდარიყო, ფასონე და მირაბელი ამას საიდუმლოდ, ჩემგან ფარულად, არ შეინახავდნენ.

დონარუმას ყოველდღე ვხვდები, ვესაუბრები და რაიმე სახის ცვლილება ნამდვილად არ შემიმჩნევია. ერთადერთი, "ბენევენტოსთან" დაკარგული ქულების შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული იყო", - განაცხადა 39 წლის იტალიელმა.

იტალიურ პრესაში დღეს დაიწერა, რომ "როსონერის" 18 წლის გოლკიპერის აგენტმა, მინო რაიოლამ, კლუბს ამ ზაფხულს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება მოთხოვა, ვინაიდან დონარუმას "მილანის" დატოვება სურს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები