გვარდიოლა ისტორიული რეკორდის შემდეგ კომენტარს აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა ისტორიული რეკორდის შემდეგ კომენტარს აკეთებს


გვარდიოლა ისტორიული რეკორდის შემდეგ კომენტარს აკეთებს
"მანჩესტერ სიტიმ" "სუონსისთან" პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-15 შეხვედრა მოიგო და ისტორიული რეკორდი დაამყარა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"ზედიზედ მე-15 მატჩის მოგება ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან რწმენა გვაძლევს. თუ ხალხი ჩვენი თამაშით კმაყოფილია, ეს სიტისთვის დიდი საჩუქარია.

რაც შეეხება დავიდ სილვას, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ის ძალიან კარგ ფორმაშია და იმედია, ასე გააგრძელებს", - აცხადებს გვარდიოლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები