ჯორკაეფი: "თუ პსჟ რეალს გაივლის, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯორკაეფი: "თუ პსჟ რეალს გაივლის, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"


ჯორკაეფი:
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ-ს" ყოფილმა მოთამაშემ, იური ჯორკაეფმა, ჩემპიონთა ლიგაზე პარიზელთა შანსები შეაფასა.

"სიმართლე გითხრათ, "რეალი" იყო ერთადერთი კლუბი, რომლისაც კენჭისყრის დროს მეშინოდა. კვალიფიციურობის თვალსაზრისით, "პსჟ" ბევრ მერვედფინალისტს აღემატება, მაგრამ "რეალი" - ძალიან რთული გამოცდაა.

მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული ბოლო 4 წელიწადში სამჯერ მოიგეს. მიუხედავად ამისა, რაღაცეებს პოზიტიური კუთხითაც უნდა შევხედოთ - ამ დაპირისპირებას მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალ-ყურს.

თუ პარიზელები "რეალს" გაივლიან, მაშინ ვგრძნობ, რომ ბოლომდეც გავლენ, ვინაიდან ეს გამარჯვება მათ თავდაჯერებულობას შემატებს. სამაგიეროდ, თუ "პსჟ" მომდევნო ეტაპზე ვერ გავა, სეზონის ბოლო ნაწილი უფრო გრძელი და მოსაწყენი გახდება. ეს პარიზელებისთვის კოშმარი იქნება", - განაცხადა მსოფლიოსა და ევროპის ყოფილმა ჩემპიონმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ იური ჯორკაეფი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები