ნაპოლიმ ბოლო 29 წელიწადში საუკეთესო სტარტი აიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ ბოლო 29 წელიწადში საუკეთესო სტარტი აიღო


ნაპოლიმ ბოლო 29 წელიწადში საუკეთესო სტარტი აიღო

"ნაპოლიმ" 2017/18 წლების სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, რასაც სტატისტიკაც მოწმობს.

დღეს მაურიციო სარის გუნდმა იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში "სამპდორია" შინ 3:2 დაამარცხა და 18 სათამაშო კვირის შედეგად 45 ქულა დაუგროვდა.

18 ტურის შემდეგ "ნაპოლიმ" სერია ა-ში 14 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მარცხი განიცადა, რაც ბოლო 29 წლის განმავლობაში კლუბის საუკეთესო შედეგია.

1987/88 წლების სეზონში ნეაპოლურმა კლუბმა სერია ა-ს 18 ტურში ზუსტად იგივე შედეგი დააფიქსირა, საბოლოოდ კი მეორე პოზიციას დასჯერდა და სკუდეტო "მილანს" დაუთმო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები