სოკრატისი: "ბორუსიამ ბუნდესლიგაში მეორე ადგილი უნდა დაიკავოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სოკრატისი: "ბორუსიამ ბუნდესლიგაში მეორე ადგილი უნდა დაიკავოს"


სოკრატისი:

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი, მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში წინ მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნი" უნდა გაუშვას.

"ბოში? ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ თემაზე, რომ კლუბის შიდა სამზარეულოს არ შევეხები.

ვფიქრობ, დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგაში მეორე ადგილი უნდა დაიკავოს. გარდა ამისა, ევროპის ლიგას სიამოვნებით მოვიგებდი", - აღნიშნა 29 წლის ბერძენმა.

პირველი წრე დორტმუნდელებმა 28 ქულით მესამე ადგილზე დაასრულეს და "შალკეს" 2 ქულით ჩამორჩნენ, ხოლო ლიდერ "ბაიერნს" - მთელი 13 ქულით.

ჩემპიონთა ლიგაზე "ბორუსია" ჯგუფში ჩარჩა, ამიტომ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა და 1/32 ეტაპზე "ატალანტას" შეხვდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია სოკრატისი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები