ოფიციალურად: უოლკოტი ევერტონის ფეხბურთელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: უოლკოტი ევერტონის ფეხბურთელია


ოფიციალურად: უოლკოტი ევერტონის ფეხბურთელია

"ევერტონმა" ლონდონის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველის, თეო უოლკოტის, ტრანსფერი დაადასტურა.

მერსესაიდული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 28 წლის ინგლისელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და "ლურჯებთან" 3,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ევერტონის" რიგებში უოლკოტი 11 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს და ახალ გუნდს უკვე ხვალიდან შეუერთდება.

"Sky Sports-ს" ინფორმაციით, თეოს ტრანსფერი "კანფეტების" ხელმძღვანელობას 20 მილიონ გირვანქა-სტერლინგამდე დაუჯდა.

თეო უოლკოტი "არსენალის" ღირსებას 12 წელი (2006-2018) იცავდა და "მეთოფეების" მაისურით 397 თამაშში 108 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები