რეალის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედანი მე-15 წუთზე დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედანი მე-15 წუთზე დატოვა


რეალის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედანი მე-15 წუთზე დატოვა

ესპანეთის თასის მატჩში მადრიდის "რეალი" "ლეგანესს" ესტუმრა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

ახალგაზრდა მცველი ხესუს ვალეხო ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მან მოედანზე მხოლოდ 15 წუთი დაჰყო.

მე-16 წუთზე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და უმალვე შესაცვლელი გახდა. ზიდანმა მის ნაცვლად მატჩში ნაჩო ფერნანდესი ჩართო.

ვალეხომ მარჯვენა ფეხზე წვივი დაიზიანა. რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა ჯერ-ჯერობით უცნობია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები