ლევანდოვსკი: "ვერდერს პირველივე წუთებიდან აქტიურად უნდა შევუტიოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკი: "ვერდერს პირველივე წუთებიდან აქტიურად უნდა შევუტიოთ"


ლევანდოვსკი:

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი, "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი გამოჯანმრთელდა და მზადაა მიუნხენურ გრანდს გერმანიის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ვერდერთან" საშინაო შეხვედრაში დაეხმაროს.

"პირველივე წუთებიდან აქტიურად უნდა შევუტიოთ. სანამ გავიტანთ, თამაში ჩვენთვის შეიძლება ძალიან უსიამოვნო გამოდგეს".

"რაც შემეხება მე, თავს კარგად ვგრძნობ. ჯანმრთელი ვარ და მზად ვარ 100 პროცენტით დავიხარჯო", - თქვა ლევანდოვსკიმ ბავარიელთა საკლუბო ტელეარხთან ინტერვიუში.

ზემოთნახსენები დაპირისპირება დღეს, 21 იანვარს, მიუნხენში, თბილისის დროით 18:30 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები