ტოტენჰემმა საუთჰემპტონი ვერ დაამარცხა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოტენჰემმა საუთჰემპტონი ვერ დაამარცხა [VIDEO]


ტოტენჰემმა საუთჰემპტონი ვერ დაამარცხა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში ლონდონის "ტოტენჰემმა" სტუმრად "საუთჰემპტონთან" დაკარგა ქულები და ოთხეულს ჩამორჩა.

მატჩში გატანილი ორივე ბურთი სწრაფად გავიდა. მე-15 წუთზე დავიდსონ სანჩესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, სამ წუთში კი ჰარი კეინმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა 45 ქულა დააგროვა და "ლივერპულს", რომელიც მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 2 ქულით ჩამორჩა.

საუთჰემპტონი 1:1 ტოტენჰემი

გოლები: 1:0 - სანჩესი (15' ავტოგოლი), 1:1 - კეინი (18').

შემადგენლობები

საუთჰემპტონი: მაკარტი; სედრიკი, სტეფენსი, ჰუტი, ბერტრანი; რომეუ, ლემინა (სტივ დევისი 80'); ვორდ-პროუსი, ჰოიბერგი (ბუფალი 65'), ტადიჩი; გაბიადინი (ობაფემი 82').

ტოტენჰემი: ვორმი; ორიე (ტრიპიერი 72'), სანჩესი, ვერტონგენი, ბენ დევისი; დაიერი, დემბელე (ვანიამა 85'); სისოკო, ალი, სონი (ლამელა 70'); კეინი.

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები