"ბევრი დიდი მოთამაშე იყო აქ", - რაფინია ინტერში გადავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბევრი დიდი მოთამაშე იყო აქ", - რაფინია ინტერში გადავიდა



რაფინიამ სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით "ბარსელონა" დატოვა და "ინტერში" გადავიდა.

"ნერაძურის" ზაფხულში ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება.

"მოხარული ვარ, რომ გადმოვედი გუნდში, სადაც ბევრი დიდი მოთამაშე თამაშობდა. ეს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდია.

"ბარსელონაში" 2006 წელს გადმოვედი, მაშინ მხოლოდ 13 წლის ბავშვი ვიყავი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ კლუბში ასეთ გამოცდილებას მივიღებდი.

ფეხბურთის შესახებ თითქმის ყველაფერი ვისწავლე და შემეძლო თინეიჯერულ ასაკში ოცნება ამეხდინა. ახლა დროა, ცხოვრებაში ახალ გზას დავადგე", - განაცხადა რაფინიამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები