სამტრედია კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა - ამჯერად, ყოფილი ლივერპულელით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სამტრედია კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა - ამჯერად, ყოფილი ლივერპულელით


სამტრედია კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა - ამჯერად, ყოფილი ლივერპულელით

ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, მათ "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს.

27 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვინსენტ ლუკას ვეილი ამიერიდან "სამტრედიაში" ითამაშებს.

“სამტრედიამ ახალი ფეხბურთელები დაიმატა სამტრედიამ” ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვინსენტ ლუკას ვეილი დაიმატა.

გუნდის რიგებს ასევე შეემატა ცენტრალური მცველი, გივი ქარქუზაშვილი. სამტრედია განაგრძობს გაძლიერებას!", - წერია განცხადებაში.

ვეილი "ლივერპულში" 2 წელი ირიცხებოდა, თუმცა ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. ბოლოს ის მალაიზიაში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "სამტრედიამ" "ინტერის" ყოფილი მოთამაშე, ივან ფატიჩი დაიმატა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები