პიანიჩი: "როცა რომაში ვთამაშობდი, ტოტენჰემში გადასვლის შესაძლებლობა მქონდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პიანიჩი: "როცა რომაში ვთამაშობდი, ტოტენჰემში გადასვლის შესაძლებლობა მქონდა"


პიანიჩი:

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით „ტოტენჰემთან“ გასამართი პირველი 1/8 ფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ ტურინელებს გამარჯვება სწყურიათ.

გარდა ამისა, ტურინელთა ჰავბეკმა ისიც თქვა, რომ იმ პერიოდში, როცა „რომაში“ ასპარეზობდა, ლონდონურ გუნდში გადასვლა იუარა.

„როცა „რომაში“ ვთამაშობდი, „ტოტენჰემში“ გადასვლის შესაძლებლობა მქონდა“, - ციტირებს პიანიჩის სიტყვებს Daily Telegraph.

„იმ მომენტში მათ ვუთხარი, რომ რომში ბედნიერი ვიყავი, ამიტომაც კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. იქამდე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, კარგად დავფიქრდი“.

„ჩემპიონთა ლიგა? ძალიან კონკურენტუნარიანები ვართ და გამარჯვება გვწყურია. „ტოტენჰემის“ დამარცხება ნამდვილად გვინდა, თუმცა „დეზები“ შესანიშნავები არიან“, - დასძინა მირალემმა.

შეგახსენებთ, „იუვენტუსისა“ და „ტოტენჰემის“ პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება დღეს, 13 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები