მესიმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტები დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესიმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტები დაასახელა


მესიმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტები დაასახელა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ ფეხბურთელებს მიიჩნევს "ოქროს ბურთის" მოგების მთავარ პრეტენდენტებად.

"დღეს მსოფლიოში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლებსაც "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლიათ".

"ბოლო წლებში ასეთი მხოლოდ ორი იყო, მაგრამ ახლა ნეიმარს, კილიან მბაპესა და ლუის სუარესს შეუძლიათ კონკურენცია გაგვიწიონ", - ციტირებს მესის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში "ოქროს ბურთი" 5-5-ჯერ მესიმ და "რეალის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ დაისაკუთრეს.

ნეიმარმა ორჯერ დაიკავა მესამე ადგილი - 2015 და 2017 წლებში, მბაპე და სუარესი ლიდერთა სამეულში არასოდეს არ მოხვედრილან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები