კლუივერტის შვილი: "ვინ ვარ, რომ რეალს უარი ვუთხრა?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლუივერტის შვილი: "ვინ ვარ, რომ რეალს უარი ვუთხრა?"


კლუივერტის შვილი:

პატრიკ კლუივერტის შვილმა ჯასტინ კლუივერტმა მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

მამამისი "ბარსელონას" ღირსებას იცავდა და ვარაუდობდნენ, რომ შვილი "სამეფო კლუბის" გზას არ აირჩევდა, თუმცა ის სხვაგვარად ფიქრობს.

"ბარსელონა ჩემს გულშია, თუმცა ვინ ვარ მე, რომ მადრიდის "რეალის" შეთავაზებაზე უარი ვთქვა?

შემოთავაზებები პრემიერ ლიგიდანაც მქონდა. "არსენალი", "ტოტენჰემი", "ჩელსი" და "მანჩესტერი" მომწონს.

როდესაც სატრანსფერო თემაზე მექნება გადაწყვეტილება მისაღები, თავად მივიღებ და ამაში მამაჩემი არ ჩაერევა", - განაცხადა ჯასტინ კლუივერტმა.

გაცნობებთ, რომ 18 წლის შემტევი ჰოლანდიელი 2016 წლიდან "აიაქსის" პირველ გუნდში გამოდის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები