მარკინიოსმა ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარკინიოსმა ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა


მარკინიოსმა ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა

"პსჟ"-ს მცველმა, მარკინიოსმა აღნიშნა, რომ ნეიმარზე "რეალში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებული ჭორები გავლენას არ ახდენს.

მოგეხსენებათ, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე სწორედ მადრიდულ გრანდს დაუპირისპირდებიან.

"ნეიმარი დესტაბილიზირებული არ არის", - ციტირებს მარკინიოსის სიტყვებს AFP.

"თავის ემოციებს კარგად აკონტროლებს და ზეწოლას უმკლავდება. ჩინებული ფეხბურთელია, პროფესიონალი, რომელსაც დიდებული გარშემომყოფები ჰყავს".

"ყველამ თავი დაანება და მხოლოდ მოედანზე მუშაობაზე ფიქრობს. პარიზში იმისათვის მოვიდა, რათა დიდ მიზნებს მიაღწიოს", - დასძინა პარიზელთა უკანახაზელმა.

"რეალი" - "პსჟ" დღეს, 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები