ბოლოს როდის გაუშვა იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშში 2 გოლი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოლოს როდის გაუშვა იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშში 2 გოლი?


ბოლოს როდის გაუშვა იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშში 2 გოლი?

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და მაყურებელმა ტურინში ფანტასტიკური შეხვედრა იხილა - "იუვენტუსმა" და "ტოტენჰემმა" ბრწყინვალე დღესასწაული მოაწყვეს - 2:2.

"ბებერმა ქალბატონმა" საწყის 10 წუთში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ამის შემდეგ დაცვაში ჩაჯდა, რის გამოც დაისაჯა და საბოლოოდ კომფორტული უპირატესობა გაანიავა.

საინტერესოა, რომ "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში 2 ბურთი 2 წლის განმავლობაში არ ჰქონია გაშვებული. ბოლო ევროპული კლუბი, რომელმაც ტურინში ორი გოლი გაიტანა, მიუნხენის "ბაიერნი" იყო.

გერმანულმა გრანდმა "იუვენტუს სთედიუმზე" ორი ბურთის გატანა 2015/16 წლების სეზონში, ასევე მერვედფინალურ ეტაპზე, მოახერხა და პირველი მატჩი მაშინაც ფრედ 2:2 დასრულდა, მიუნხენში კი "იუვემ" დამატებით დროში 2:4 წააგო.

"იუვენტუსისა" და "ტოტენჰემის" განმეორიბით 1/8 ფინალური მატჩი "უემბლიზე" 7 მარტს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები