ხორვატიაში მჭედლიშვილის დებიუტი შედგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხორვატიაში მჭედლიშვილის დებიუტი შედგა


ხორვატიაში მჭედლიშვილის დებიუტი შედგა

ხორვატიის მეორე ლიგაში გაიმართა დაძაბული მატჩი "კუსტოსიასა" და "გორიცას" შორის, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

ამ შეხვედრაში "გორიცას" ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მჭედლიშვილის დებიუტი შედგა. "გორიცას" რიგებში მას აქამდე მხოლოდ ამხანაგური მატჩები ჰქონდა ნათამაშები.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი ხორვატიაში ზამთარში გადავიდა. ბოლოს ის "სამტრედიაში" ირიცხებოდა.

რაც შეეხება "გორიცას", 21 ტურის შემდეგ გუნდი მეორე ადგილზეა და აქტიურად იბრძვის მთავარ ლიგაში გადასასვლელად.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები