გატუზომ ინგლისური ფეხბურთი გააკრიტიკა: "მსგავსი ქმედებები იქ ნორმალურია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გატუზომ ინგლისური ფეხბურთი გააკრიტიკა: "მსგავსი ქმედებები იქ ნორმალურია"


გატუზომ ინგლისური ფეხბურთი გააკრიტიკა:

"არსენალთან" წაგებული 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა.

"არ გაგვიმართლა, თუმცა ახლა მსაჯებზე საუბარი არ მსურს. ველბეკი კი კარგი ფეხბურთელია და რაც მან გააკეთა, მისაღები არ არის, მაგრამ ინგლისურ ფეხბურთში მსგავსი ქმედებები ნორმალურია.

დავმარცხდით, მაგრამ ჩემი აზრით, მილანს 3:1 არ უნდა წაეგო. მარტივი გოლები გავუშვით, განსაკუთრებით, ბოლო გოლი", - ამბობს გატუზო.

როცა "მილანი" 1:0 იგებდა, მათი კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დაინიშნა. უმრავლესობა თვლის, რომ ველბეკზე პენალტი არ იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები