"დანებებას არ აპირებს", - ზიდანმა ამ სეზონში ბენზემას თამაში შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"დანებებას არ აპირებს", - ზიდანმა ამ სეზონში ბენზემას თამაში შეაფასა



"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ თავდამსხმელ კარიმ ბენზემასი კვლავ სჯერა.

30 წლის ფრანგმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 39 მატჩში მხოლოდ 9 გოლი გაიტანა.

"ბენზემას გოლების გატანა უნდა", - ციტირებს ზიდანის სიტყვებს AS.

"უკვე ვიცით, რომ კარგი ფეხბურთელია, რომელიც სხვებს იზიდავს. ეს სეზონი მისთვის გოლების თვალსაზრისით რთული აღმოჩნდა, მაგრამ დანებებას არ აპირებს", - დასძინა "სამეფო კლუბის" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები