კაკა რეალში გატარებულ პერიოდზე: "მოურინიო ჩემთვის რთული მწვრთნელი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაკა რეალში გატარებულ პერიოდზე: "მოურინიო ჩემთვის რთული მწვრთნელი იყო"


კაკა რეალში გატარებულ პერიოდზე:

2007 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი, კაკა აცხადებს, რომ კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი "მილანიდან" "რეალში" გადასვლის შემდეგ დაუდგა.

ბრაზილიელის თქმით, მადრიდელთა მაშინდელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა ვერ დაალაგა.

"რეალში" გადასვლის შემდეგ სრულიად დავიკარგე. იტალიაში ყველას ვუყვარდი, ესპანეთში კი ყველას უნდოდა, რომ წავსულიყავი", - ციტირებს კაკას სიტყვებს UOL.

"ჟოზე მოურინიო ჩემთვის რთული მწვრთნელი იყო. როცა ვფიქრობდი, რომ შანსს მომცემდა, ეს არ ხდებოდა. ვერ დავუმტკიცე კარგ ფორმაში ყოფნა. ვვარჯიშობდი და ვლოცულობდი".

"მასთან ერთად მუშაობით კმაყოფილი ვერ ვიყავი, "რეალიდან" წასვლის შემდეგ ძალიან გამიხარდა, როცა მოურინიომ თქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვარ მათ შორის, ვინც გაუწვრთნია", - დასძინა ბრაზილიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები