ვალვერდე: "კოპა დელ რეის მოგება, ლიგაზე კრახის გადასაფარად კარგი გზა იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე: "კოპა დელ რეის მოგება, ლიგაზე კრახის გადასაფარად კარგი გზა იქნება"


ვალვერდე:

შაბათს, 23:30 საათზე, ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" "სევილიას" ხვდება.

შეხვედრის წინ ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

"კოპა დელ რეის მოგება, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კრახის უკან მოსატოვებლად კარგი გზა იქნება.

როდესაც "ბარსელონა" ხარ ვალდებული ხარ, რომ ესპანეთის თასიც, ლა ლიგაც და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ასეთია დიდი გუნდების გზა.

რა თქმა უნდა, პრესინგი იქნება, როგორც სხვა ყველა ფინალის დროს.

ვფიქრობ, რომ "სევილიასთან" ფავორიტები ვიქნებით, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზეც ფავორიტები ვიყავით, ახლა კი იქ აღარ ვართ", - განაცხადა ვალვერდემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები