იუვენტუსმა ბუფონის მემკვიდრეს მიაგნო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსმა ბუფონის მემკვიდრეს მიაგნო


იუვენტუსმა ბუფონის მემკვიდრეს მიაგნო

ტურინის "იუვენტუსმა" ახალი სეზონისთვის ჯანლუიჯი ბუფონის მემკვიდრის ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Gazzetta dello Sport" იტყობინება, რომ ლეგენდარული ჯიჯის ადგილს მომდევნო სეზონიდან ახალგაზრდა მატია პერინი დაიკავებს.

ბოლო ინფორმაციით, ტურინული გრანდი 25 წლის იტალიელ გოლკიპერს უკვე მოელაპარაკა და ახლა ტრანსფერის დეტალები "ჯენოას" უნდა შეუთანხმოს.

მატია პერინის მოქმედი კონტრაქტი გენუურ კლუბთან მხოლოდ 2019 წლამდეა გათვლილი, ამიტომ "ბებერი ქალბატონი" იმედოვნებს, რომ მას მხოლოდ 12 მილიონ ევროდ შეიძენს.

მატია პერინმა იტალიის სერია ა-ს ამ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაუშვა. მის ანგარიშზე 12 მშრალი მატჩია.

ასევე იხილეთ: იუვენტუსის მენეჯერი: "ვინ შეცვლის ბუფონს შემდეგ სეზონში?"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები