ბუფონმა დაადასტურა - ჯიჯიმ იუვენტუსი დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონმა დაადასტურა - ჯიჯიმ იუვენტუსი დატოვა


ბუფონმა დაადასტურა - ჯიჯიმ იუვენტუსი დატოვა

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა კაპიტანმა და მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, დღევანდელ საგანგებო პრესკონფერენციაზე თავისი საბოლოო გადაწყვეტილება გაახმაურა.

"ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ახლა სრულ სიმშვიდესა და სიხარულს განვიცდი. ეს გრძნობები მეუფლება იმ ფანტასტიკური გზის წყალობით, რომელიც ნამდვილად ახლო ადამიანებთან ერთად გამოვიარე. მათ მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობდი. ამისათვის ყოველთვის ვიბრძოდი, ვცდილობდი გამეკეთებინა საუკეთესოდ ის, რაც გამომდის.

შაბათის მატჩი "ვერონას" წინააღმდეგ "იუვენტუსის" მაისურით ჩემთვის ბოლო იქნება. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთი ფანტასტიკური მოგზაურობის დასასრულებლად.

მეშინოდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდებოდა მოთამაშის რანგში, რომელსაც ძირითადში მხოლოდ ზრდილობის გამო აყენებენ, ვინაიდან მისი ძრავი უკვე დიდი ხნის წინ გაფუჭდა. ახლა კი შემიძლია განვაცხადო, რომ ყველაფერი სხვანაირად დასრულდა.

ვამაყობ, რომ ბოლომდე ვიასპარეზე იმ დონეზე, რომელიც შესაძლოა ყველაზე მაღალი არ არის, მაგრამ სრულიად საკმარისია "იუვენტუსის" ღირსებიას დასაცავად.

ეს ყველაფერი ჩემში უდიდესი კმაყოფილების გრძნობას აღძრავს. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან ასეთ დონეზე ამდენი ხანი თამაში - რაღაც განსაკუთრებულია.

ჩემი მომავალი? უკვე მივიღე წინადადებები კარიერის, როგორც მოედანე, ისე მოედანს მიღმა გაგრძელებაზე. გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მივიღებ", - აღნიშნა 40 წლის იტალიელმა.

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინული გრანდის ღირსებას 2001 წლიდან იცავდა და 655 ოფიციალურ თამაშში მიიღო მონაწილეობა. მან "იუვესთან" ერთად 19 ტიტული მოიგო, მათ შორის 9 სკუდეტო.

ასევე იხილეთ: იუვენტუსის მენეჯერი: "ვინ შეცვლის ბუფონს შემდეგ სეზონში?"
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ჯანლუიჯი ბუფონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები