როგორ ემზადება მაკგრეგორი წლის მთავარი ბრძოლისთვის? - ირლანდიელი ახალ ილეთებს ითვისებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როგორ ემზადება მაკგრეგორი წლის მთავარი ბრძოლისთვის? - ირლანდიელი ახალ ილეთებს ითვისებს


როგორ ემზადება მაკგრეგორი წლის მთავარი ბრძოლისთვის? - ირლანდიელი ახალ ილეთებს ითვისებს

6 ოქტომბერს UFC კვლავ მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, მიზეზი - წლის ბრძოლა, რომელშიც კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი მსუბუქ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ.

დაპირისპირებამდე რამდენიმე თვით ადრე ირლანდიელი პრაქტიკულად გამქრალი იყო რადარებიდან. ის არ იძლეოდა ინტერვიუებს და არ ტვირთავდა ვარჯიშის ვიდეოებს თავის სოციალურ ქსელებში.

დუმილი სამშაბათს დაირღვა - მაკგრეგორი დაბრუნდა, თანაც ჩვეულ სტილში. კონორმა გამოაქვეყნა რამდენიმე სურათი პათოსური წარწერებითა და ეპიკური კადრებით. მაგალითად: "ირლანდიელი ცხოველი გალიაში", "მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი განსჯის უფლება" და ა.შ.

როგორ ემზადება მაკგრეგორი წლის მთავარი ბრძოლისთვის? - ირლანდიელი ახალ ილეთებს ითვისებს

ამის გარდა კონორმა ატვირთა კოლაჟი, რომელშიც ის სპარინგობს, ჭიდაობს, ვარჯიშობს ველოსიპედით და ერთი სიტყვით საკმაოდ ინტენსიურად ემზადება მოახლოებული ბრძოლისთვის.

ვიდეოზე ჩვენ ვხედავთ რამდენიმე ნაწყვეტს, სადაც ირლანდიელი ითვისებს ჭიდაობის ილეთებს, ანუ იმას, რაც მაკგრეგორს დიდად არ უყვარს, ხაბიბს კი პირიქით - დაღესტნელი მებრძოლის მთავარი იარაღი სწორედ ჭიდაობაა.

მაკგრეგორის უახლესი ვარჯიშის ვიდეო



შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი UFC-ში უკანასკნელად 2 წლის წინ გამოჩნდა. ირლანდიელმა მსუბუქ წონით კატეგორიის სატიტულო ბრძოლაში დაამარცხა ედი ალვარესი. შემდეგ იყო კომერციული სუპერ-სანახაობა ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ, რის მერეც კონორი დროებით ჩამოშორდა დიდ სპორტს.

მაკგრეგორმა აიღო შვებულება, რომელიც შვილის დაბადებით იყო განპირობებული. UFC-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა კი დიდ ხნიანი უმოქმედობის გამო ჩამოართვა ირლანდიელს ჩემპიონის ტიტული.

როგორ ემზადება მაკგრეგორი წლის მთავარი ბრძოლისთვის? - ირლანდიელი ახალ ილეთებს ითვისებს

2018 წლის აპრილში ქამარი უკვე ხაბიბს გადაეცა. ნურმაგომედოვმა დაამარცხა ელ იაკვინტა და გახდა ახალი ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში. 6 ოქტომბერს რუს მებრძოლს ტიტულის დაცვა მოუწევს. ბრძოლა გაიმართება ლას-ვეგასში, "T-Mobile Arena"-ზე.

ზოგადად ინტერესი დაპირისპირების მიმართ უდიდესია. 17 აგვისტოს დაიწყო ბილეთების გაყიდვა, თუმცა 3 წუთში ერთი მოსაწვევიც აღარ იყო დარჩენილი. ყველაზე იაფი ბილეთი ღირდა 205 დოლარი, ყველაზე ძვირი - 2505 დოლარი.

როგორ ემზადება მაკგრეგორი წლის მთავარი ბრძოლისთვის? - ირლანდიელი ახალ ილეთებს ითვისებს

ხაბიბი არის UFC-ის ისტორიაში პირველი რუსი მებრძოლი, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კონორი კი თავის დროზე ორ კატეგორიაში ინარჩუნებდა ქამარს - მსუბუქსა და ქვემსუბუქში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები