Goal.Ge

ეროვნული ლიგა - 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში საინტერესო მატჩები გაიმართა. განსაკუთრებით დიდი ინტერესი "დინამო არენაზე" გამართულმა შეხვედრამ გამოიწვია.

ლიდერების ბრძოლა, "დინამო თბილისსა" და "საბურთალოს" შორის, მასპინძლებმა მოიგეს და ცხრილში სიტუაცია დაძაბეს.

ქუთაისის "ტორპედომ" "ჩიხურა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, ისევე, როგორც "ლოკომოტივმა" "სიონი. "დილამ" "სამტრედიას მოუგო, "რუსთავისა" და "კოლხეთის" მატჩი კი უგოლოდ დასრულდა.

გთავაზობთ 24-ე ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

სტეფან სიკაჩი (დინამო): სიკაჩი ამ მატჩის გამორჩეული მოთამაშე იყო. მან არაერთი რთული სეივი გააკეთა და გუნდი მეორე გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი): გაშვებული გოლის შემდეგ, "სიონი" "ლოკომოტივის" კარს რამდენჯერმე დაემუქრა და შეუტია, თუმცა თბილისელთა მცველი ნიკა ჭანტურია, ლობჟანიძესთან ერთად, დამაჯერებელი იყო.

მამუკა კობახიძე (ტორპედო): ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა "ჩიხურასთან" მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და გაუვალი იყო როგორც საჰაერო ორთაბრძოლებში, ისე პოზიციურად.

ზაურ კერელეიშვილი (კოლხეთი): ჩემპიონატის აუტსაიდერებმა მცირე სენსაცია დააფიქსირეს და "რუსთავთან" არ წააგეს. კერელეიშვილმა კი რუსთაველთა სწრაფი და შემტევი ფეხბურთელები იდეალურად დაკეტა.

გოგიტა გოგუა (დილა): გორელთა გამოცდილი ფეხბურთელი "სამტრედიასთან" გამორჩეული იყო, ის ნახევარდაცვის ხაზს მთლიანად აკონტროლებდა და შეტევებსაც იწყებდა.

ოთარ კობახიძე (ლოკომოტივი): ბოლო ტურებში, კობახიძე ძალიან კარგ ფორმაშია. "სიონთან" მატჩში, "ლოკომოტივის" მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა და კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა.

ლევან შენგელია (დინამო): პირველ ტაიმში შენგელია ცოტა პასიურობდა, მაგრამ მეორე ტაიმში, მაშინ, როცა გუნდს ყველა მეტად სჭირდებოდა, ულამაზესი გოლი გაიტანა და "დინამოს" მოაგებინა.

ლეანდრო რიბეირო (დილა): რიბეირომ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. "სამტრედიასთან" ის დუბლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

გრიგოლ დოლიძე (ტორპედო): ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი "ჩიხურასთან" ფლანგზე აქტიურობდა, ზუსტ პასებს აკეთებდა და თამაშს ამწვავებდა. დოლიძის ანგარიშზე საგოლე გადაცემაა.

ლევან კუტალია (ტორპედო): გამორჩეული იყო "ტორპედოს" კიდევ ერთი ფეხბურთელი. კუტალიამ "ჩიხურას" ლამაზი გოლი გაუტანა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

მიკოლა კოვტალიუკი (დილა): გასაკვირი არაა, რომ "დილას" მიერ გატანილი ხუთი გოლიდან, ორი კოვტალიუკმა გაიტანა. გორელთა ლეგიონერმა ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

ეროვნული ლიგა - 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა - 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

U20 ალაფა: იაპონიამ პორტუგალია დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ელიტაში აღზევდა

U20 ალაფა: იაპონიამ პორტუგალია დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ელიტაში აღზევდა

დღეს, 05:34

პოჩეტინო: "იუვენტუსის დონის გუნდთან მოგება ყოველთვის სასიამოვნოა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "იუვენტუსთან" მოგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 03:20

დრაქსლერი: "ჩემი მომავალი ნეიმარზე არ არის დამოკიდებული"

"პსჟ"-ს გერმანელი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი ამბობს, რომ მისი მომავალი ნეიმარზე დამოკიდებული არ არის.

დღეს, 03:17

ანჩელოტიმ ხამესის ტრანსფერზე უახლესი ინფორმაცია გაავრცელა

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხამეს როდრიგესის "ნაპოლიში" ტრანსფერი ჩაიშალა.

დღეს, 03:14

მილნერი ლივერპულს ტოვებს? - ინგლისელმა თავის მომავალზე ისაუბრა

გამოცდილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯეიმს მილნერმა "ლივერპულიდან" შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:02

დე ლიგტი: "ამ გადაწყვეტილებასთან ფული არაფერ შუაშია"

ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველი მატიას დე ლიგტი თვლის, რომ მის "იუვენტუსში" გადასვლასთან ფული არაფერ შუაშია.

დღეს, 02:56

სარიმ ტოტენჰემთან მარცხის მიზეზი დაასახელა

საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე გამართული მატჩი "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის, ლონდონელთა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

დღეს, 02:53

მან.სიტის ფეხბურთელი: "ვტიროდი, როცა გავიგე, რომ კომპანი გუნდიდან წავიდა"

რამდენიმე კვირის წინ, ვინსენტ კომპანიმ "მანჩესტერ სიტიდან" წასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 02:48

ლუკასი ნეიმარის მომავალზე: "ლეონარდო ყველაფერს სწორად გააკეთებს"

ჯერჯერობით, "პსჟ"-ს ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარის მომავალი გარკვეული კვლავ არ არის.

დღეს, 02:46

მატა თანაგუნდელებს მიმართავს: "გასული სეზონი უნდა დავივიწყოთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა აცხადებს, რომ მისმა გუნდმა გასული სეზონი უნდა დაივიწყოს.

დღეს, 02:43

სტადიონი საქართველოში, რომელზე თამაშიც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა [ფოტო]

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს ქართული სტადიონის ფოტოს.

დღეს, 02:07

ხარაიშვილის მე-5 ასისტი - ქართველი შემტევი შვედეთში საუკეთესოა [VIDEO]

შვედეთის ჩემპიონატში "გიოტებორგი" "ესკლილსტუნას" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:01

ვაკო გვილიამ სეზონი საგოლე გადაცემით გახსნა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ლეგია" "პოგონს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 01:53

ქართული დროშები რუსულ გვერდზე: როგორ გამოეხმაურა რუბინი მიქელთაძის გოლს?

რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ ტურში "რუბინი" "დინამო მოსკოვს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:39

კონტეს მორიგი ათვალწუნებული - პერიშიჩი

Sky Sport Italia-ს ცნობით, იკარდისა და ნაინგოლანის ათვალწუნებულთა კლუბს ივან პერიშიჩიც შეემატა.

გუშინ, 23:46

კლუივერტი ბარსელონაში ბრუნდება

"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი პატრიკ კლუივერტი კატალონიურ კლუბში ბრუნდება.

გუშინ, 23:33

კოენტრაოს ახალი გუნდი ცნობილია

მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველის, ფაბიო კოენტრაოს ახალი გუნდი ცნობილია.

გუშინ, 23:20

რუბინს კვლავ ქართველმა უშველა - მიქელთაძის გოლი 95-ე წუთზე [VIDEO]

რუსეთის ჩემპიონატში გაიმართა დაძაბული მატჩი "დინამო მოსკოვსა" და ყაზანის "რუბინს" შორის.

გუშინ, 23:17

კეროლი ყოფილ გუნდში ბრუნდება?!

თავისუფალი აგენტის სტატუსში მყოფი ენდი კეროლით ყოფილი გუნდი დაინტერესდა.

გუშინ, 23:09

გრიზმანი: "ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა"

"ბარსელონას" ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა თავის ყოფილ გუნდზე, "ატლეტიკოზე" ისაუბრა:

გუშინ, 22:44

ინტერის მფლობელების სუპერ შემოთავაზება ბეილს - წელიწადში 17 მილიონი

Marca-ს ცნობით, გარეტ ბეილს ჩინეთში მორიგი მსურველი გამოუჩნდა.

გუშინ, 22:36

მანჩესტერმა 80 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა

The Telegraph-ისა და კიდევ რამდენიმე წყაროს ცნობით,

გუშინ, 22:24

ფილიპე ლუისის ახალი გუნდი ცნობილია

მადრიდის "ატლეტიკოს" აწი უკვე ყოფილი მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი "ინდიელებს" ოფიციალურად დაემშვიდობა.

გუშინ, 22:13

ლუნინის ახალი გუნდი ცნობილია

მადრიდის "რეალმა" ანდრეი ლუნინს ახალი გუნდი შეურჩია.

გუშინ, 22:01

ორი გრანდი, რომლებსაც ბაიერნმა ალაბა შესთავაზა

"ბაიერნი" სხვა კლუბთან მცველ დავიდ ალაბას ტრანსფერის შეთანხმებას ცდილობს.

გუშინ, 20:35

პრაქტიკულად გადაწყდა: კოშელნის ახალი კლუბი ცნობილია

"არსენალის" კაპიტანი, ლორან კოშელნი "მეთოფეთა" რიგებს ტოვებს.

გუშინ, 20:30

ლამპარდმა ბარსელონასთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა

მოგეხსენებათ, 23 ივლისს, ტოკიოში "ჩელსი" და "ბარსელონა" ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

გუშინ, 20:25

ბეილი ტოტენჰემში? - პოჩეტინო განცხადებას აკეთებს

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი გარეტ ბეილის შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება.

გუშინ, 20:22

პსჟ და რეალი სუპერ გაცვლას განიხილავენ

"პსჟ"-მ და "რეალმა" შესაძლოა ხმაურიანი ბარტერი შემოგვთავაზონ.

გუშინ, 20:16

"ნეიმარი პარიზში ბედნიერი არ არის", - აგენტმა ცეცხლზე ნავთი დაასხა

"პსჟ"-ს თავდამსხმელის, ნეიმარის აგენტი საჯაროდ ალაპარაკდა.

გუშინ, 19:37

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10