Goal.Ge

ცალი თვალით მოპოვებული გამარჯვება - რის ხარჯზე აჯობა ლივერპულმა პსჟ-ს?


ცალი თვალით მოპოვებული გამარჯვება - რის ხარჯზე აჯობა ლივერპულმა პსჟ-ს?

ჩემპიონთა ლიგის გუშინდელი დღის და პრინციპში მთლიანი ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ "ლივერპული"-"პსჟ"-ს დაპირისპირება იყო. საბედნიეროდ, გულშემატკივრების მოლოდინი გამართლდა - "ენფილდზე" შედგა დრამატული, 5-გოლიანი შოუ.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია გამოვიტანოთ რამდენიმე დასკვნა: ნეიმარი კვლავ არ იწუხებს თავს დაცვაში თამაშით, სალაჰს არ უყვარს ბურთან განშორება, ალექსანდრ-არნოლდი სწრაფი ტემპით პროგრესირებს, მილნერი კი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი ფეხბურთელია.

ცალი თვალით მოპოვებული გამარჯვება - რის ხარჯზე აჯობა ლივერპულმა პსჟ-ს?

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, "ლივერპულის" შეტევების 48% სწორედ ტრენტის ფრთიდან იწყებოდა. ახალგაზრდა ინგლისელმა 91-ჯერ მიიღო ბურთი და 5 ორთაბრძოლაც მოიგო. "პსჟ"-სთან დაპირისპირება უდავოდ ჩაიწერება "წითლების" 66-ნომრის აქტივში.

"მერსისაიდელები" დომინირებდნენ როგორც ცენტრში, ისე ფლანგებზეც, ბურთის დაკარგვის დროს კი ბრიტანელები ოსტატურად ახერხებდნენ მის დაბრუნებას. გამოსარჩევია "ლივერპულის" ფეხბურთელების გადაადგილების მეთოდიც, "წითლები" პრაქტიკულად ყოველთვის კეტავდნენ თავისუფალ ზონებს.

ცალი თვალით მოპოვებული გამარჯვება - რის ხარჯზე აჯობა ლივერპულმა პსჟ-ს?

ტაქტიკური დუელი აშკარად კლოპის გამარჯვებით დასრულდა და არა ტუხელის. მიზეზი მხოლოდ საბოლოო ანგარიშში არ იმალება, "ენფილდელებმა" ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე.

"პსჟ" ქაოსურად თამაშობდა, პარიზელთა ქმედებებში ბევრი ნაკლი შეინიშნებოდა. მართალია ფრანგებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა ალისონის კარის აღება განპირობებული იყო უფრო ოპონენტის შეცდომისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და არა ტაქტიკური ჩანაფიქრით.

ცალი თვალით მოპოვებული გამარჯვება - რის ხარჯზე აჯობა ლივერპულმა პსჟ-ს?

ამის გარდა არ არსებობდა სრულფასოვანი კავშირი "დედაქალაქელთა" მცველებსა და შემტევებს შორის. ტიაგო სილვა და კომპანია ბურთის მოშორებით იყვნენ დაკავებულები, ნეიმარი და დანარჩენები კი ელოდებოდნენ თუ როდის დაიწყებდნენ იერიშს დი მარია და რაბიო.

პარიზელთა მეორე გოლის მომენტში ყველა საუბრობს ბრაზილიელი ათიანის კლასზე, თუმცა აღნიშნულ ეპიზოდში უფრო თვალშისაცემია სალაჰის არაზუსტი პასი, რომლის შედეგადაც ბურთი სწორედ ნეიმარმა მოინადირა. ეგვიპტელი ყურადღებით რომ ყოფილიყო, გოლი "ლივერპულის" კარში არ გავიდოდა.

ცალი თვალით მოპოვებული გამარჯვება - რის ხარჯზე აჯობა ლივერპულმა პსჟ-ს?

დავუბრუნდეთ ისევ "პსჟ"-ს ვაკუუმს მოედნის ცენტრში. ადამიანი, რომელმაც პარიზელი შუახაზელები გაგუდა იყო მილნერი. ჯეიმსი 32 წლის არის, თუმცა სოლიდური ასაკის მიუხედავად ის მაინც უფრო მეტს შრომობს ვიდრე მისი უმცროსი კოლეგები.

რამდენიმე წლის წინ გარი ლინეკერმა თქვა: "არ ვიცი ზუსტად რა ფუნქცია აქვს მოედანზე მილნერს," გუშინდელი მატჩის დროს კი ლეგენდარულმა ინგლისელმა ერთგვარი ბოდიში მოიხადა "წითლების" შვიდიანის წინაშე: "ჯეიმსს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, დააკვირდით მას, ის ყველგანაა,"

ცალი თვალით მოპოვებული გამარჯვება - რის ხარჯზე აჯობა ლივერპულმა პსჟ-ს?

"ლივერპულის" ქომაგებს ნამდვილად აქვთ ბედნიერების საბაბი. მათმა საყვარელმა გუნდმა პრემიერ ლიგაში 5-დან 5 მატჩი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი პირველი პრინციპული მეტოქეც დაამარცხა.

რაც შეეხება გოლებსა და მათ ავტორებს, სასიხარულოა დანიელ სტარიჯის ერთგვარი ქამბექი, იმედია გუშინდელი მატჩის შემდეგ ინგლისელი შეძლებს კარიერის რეანიმირებას. რობერტო ფირმინოს მინი-კონცერტმა კი ლამაზად დაასრულა "ენფილდზე" გამართული დიდებული სანახაობა. ბრაზილიელს "ცალი თვალითაც" შეუძლია პრინციპული შეხვედრების ბედის გადაწყვეტა.

ცალი თვალით მოპოვებული გამარჯვება - რის ხარჯზე აჯობა ლივერპულმა პსჟ-ს?

"მერსისაიდელებს" ყველა ადიდებს, რასაც ვერ ვიტყვით "პსჟ"-ზე. პარიზული კლუბის მისამართით იფეთქა კრიტიკის მორიგმა ტალღამ, ყველაზე მეტად დაზარალდა ვინ, თუ არა ნეიმარი. ბრაზილიელი კლოპმაც კი გააკრიტიკა:

"ჩვენი შეტევა? როდესაც ბურთს ვიღებდით, ვცდილობდით, რომ ძირითადად მარჯვენა ფლანგი დაგვეჭირა, რადგან ამ ფრთაზე მცველის გარდა ნეიმარიც მოძრაობდა. ბრაზილიელი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, თუმცა დაცვაში თამაში მას არ შეუძლია,"

ცალი თვალით მოპოვებული გამარჯვება - რის ხარჯზე აჯობა ლივერპულმა პსჟ-ს?

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - ლივერპული-პსჟ 3:2


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ისტორიაში პირველად - მადაგასკარი საერთაშორისო ტურნირზე გავიდა

კამერუნი, მადაგასკარი, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი - ეს ნაკრებები ტურნირზე მიემგზავრებიან.

დღეს, 03:15

გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

გერმანიის ნაკრებს მსგავსი კოშმარული წელი ჯერ არასდროს ჰქონია. ყველა მიეჩვია "ბუნდესთიმის" სტაბილურობას,

დღეს, 03:04

"ალკოჰოლს ყოველდღე ვიღებდი, ზოგჯერ თამაშის წინაც", - სქოულზი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ESPN-თან ისაუბრა, რა დროსაც კარიერაც გაიხსენა.

დღეს, 02:52

ვიდალმა ჩხუბის დროს მამაკაცს არყის ბოთლი ესროლა, რის გამოც 800 000-ით დაჯარიმდა

იქ იყვნენ ვიდალის ძმა და სიძეც და ისინი ჯამში 60 000 ევროთი დაჯარიმდნენ.

დღეს, 02:48

"რობინიო ჩემი კუმირი იყო, ალვეშმა კი 10 ნომერი მომცა", - ნეიმარის ისტორია

"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა ისაუბრა თუ როგორ ერგო მას ბრაზილიის ნაკრებში 10-ნომრიანი მაისური.

დღეს, 02:45

არდა თურანმა სტამბულში გაისროლა, ოღონდ იარაღიდან და პატიმრობა ემუქრება

"ბარსელონას" ფეხბურთელს არდა თურანს, რომელიც "ბასაკშეჰირშია" განათხოვრებული პატიმრობა ემუქრება.

დღეს, 02:41

ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში - რონალდუ სათავეში, ჯეკო 10-ეულში

ევროპის ერთა ლიგის მატჩში ბოსნიამ ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა, სადაც ედინ ჯეკომ დუბლი გაიფორმა.

დღეს, 02:32

რომელ ფეხბურთელებს აქვთ ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ მიღებული?

ლა ლიგამ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა.

დღეს, 02:27

ნეიმარმა კაკას და პელეს გადაასწრო

ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები დაამარცხა, სადაც მონაწილეობა ნეიმარმაც მიიღო.

დღეს, 02:25

როგორი იყო ესპანეთის შემადგენლობა, როცა ბოლოს ოფიციალურ მატჩში დამარცხდა?

უეფას ერთა ლიგის მატჩში, ესპანეთის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები მიიღო და 2:3 დამარცხდა.

დღეს, 02:20

ლაუდრუპმა რეალს თავისი თავი შესთავაზა

ასევე, ის საფეხბურთო კარიერის დროს "ბარსელონაში" გამოდიოდა და ამ კლუბის ლეგენდაც არის, თუმცა შემდეგ "რეალში" გადავიდა.

დღეს, 02:13

რეალის საუკეთესო მეპასე, რომელიც სკამზე ზის

წყარო წერს, რომ "სამეფო კლუბში" ყველაზე კარგი საგოლე გადაცემების სტატისტიკა სწორედ მას აქვს.

დღეს, 02:10

რეალი ლა ლიგის ინიციატივის წინააღმდეგ

"ამას ველოდი", - ეს კომენტარი გააკეთა ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, როდესაც "რეალის" პოზიცია გაიგო.

დღეს, 02:04

მილოულის ფანს ნოტინგემის ფანის მკვლელობისთვის გაასამართლებენ

2017 წლის 4 აგვისტოს, "ნოტინგემ ფორესტმა" "მილოული" 1:0 დაამარცხა, შეხვედრის შემდეგ კი ფანებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

დღეს, 02:01

"როგორც მამა, ჩაფლავდა, 12 წელია არ მინახავს", - ლუკას ერნანდესი

საფრანგეთის ნაკრებისა და "ატლეტიკოს" მცველმა, ტეო ერნანდესმა მამამისზე ისაუბრა.

დღეს, 01:53

ლა ლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლა ლიგაში, 2018 წლის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.

დღეს, 01:50

"იანვარში ვბრუნდები", - რომელ გუნდს გაწვრთნის არსენ ვენგერი?

22-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2018 წელს, "არსენალმა" არსენ ვენგერი დაითხოვა.

დღეს, 01:47

600 მილიონი უემბლის სანაცვლოდ - პაკისტანელმა უარი მიიღო

"ფულჰემის" მფლობელს შადჰიდ ხანს "უემბლის" სტადიონის შეძენა სურდა, რათა იქ საკუთარ კლუბს საშინაო მატჩები გაემართა.

დღეს, 01:43

საქართველოს ქალთა ნაკრები 16:0 დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა.

დღეს, 00:37

შოტლანდია ნოემბრისთვის დაირაზმა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ნოემბრის ტესტებისთვის 40 მორაგბე გამოიძახა.

გუშინ, 23:48

საფრანგეთმა ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა ნოემბრის ტესტებისთვის 31 მორაგბეს უხმო.

გუშინ, 23:27

ირლანდიელი ფანი: "მეგონა, რომ კონორს მოკლავდნენ"

UFC-ს ერთგულმა ირლანდიელმა გულშემატკივარმა, დევიდ მარტინმა, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:16

მეივეზერი: "ხაბიბს ჩემს სამფლობელოში ველოდები"

ლეგენდარულმა მოკრივემ, დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევა მიიღო და ახლა რუს მებრძოლს თავად ითრევს ბრძოლაში.

გუშინ, 23:09

ახალი გამოწვევა კონორს - მასთან ბრძოლა UFC-ს ლეგენდას სურს

UFC 229-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხების შემდეგ კონორ მაკგრეგორი თავის მომავალი ბრძოლისთვის მოწინააღმდეგეს ეძებს.

გუშინ, 23:04

ხაბიბის მენეჯერი: "მაკგრეგორი მეძავია!"

UFC-ს ჩემპიონის მსუბუქ წონაში, ხაბიბ ნურმაგომედოვის, მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა, კონორ მაკგრეგორს შეურაცხჰყოფა მიაყენა.

გუშინ, 22:56

ნაინგოლანი: "რონალდუს გუნდი სჭირდება, მესი კი მატჩებს მარტო იგებს"

მილანის "ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა, კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლა შეაფასა.

გუშინ, 21:49

რატომ აირჩია ანრიმ მონაკო?

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, განმარტა თუ რატომ მიიღო "მონაკოს" წინადადება.

გუშინ, 21:41

"ეს უპრეცენდენტო შანსია" - ინიესტა ბარსელონას წინააღმდეგ?

ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, თავის მშობლიურ კლუბთან თამაშზე თანახმაა.

გუშინ, 21:30

ობლაკის დადანაშაულების გამო სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

სლოვენიის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

გუშინ, 21:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები