სერხიო რამოსი - ცხოვრების წესები


სერხიო რამოსი - ცხოვრების წესები

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის კაპიტანი, სერხიო რამოსი, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, რომელმაც, საკუთარ კარიერაში პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. თუმცა, გარდა ამისა, სერხიო საკმაოდ მძაფრი და საინტერესო გამონათქვამებითაც არის ცნობილი.

სიმამაცე

"მსოფლიოს თამამი ადამიანები იპყრობენ. თუ არ ეცდები, ვერაფერს მიიღებ, ხოლო თუ გარისკავ, ან მოიგებ, ან არაფერი დაგრჩება. ასეთ შემთხვევაში, საბოლოო გამარჯვების შანსები იზრდება. მიმაჩნია, რომ ადამიანი საკუთარ თავს უფრო კარგად შეიცნობს სწორედ რთულ დროს, სტრესულ სიტუაციებში უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი, ეს ყველას გვაძლიერებს.

გოლები

"გატანილ გოლებს იმ ადამიანებს ვუძღვნი, რომლებიც ნამდვილად მიყვარს."

2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი

ეს მატჩი ყველას ახსოვს, მაგრამ, აღარავინ იხსენებს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, ჩემი ოჯახის და პირადად ჩემი მისამართით, არაერთი სასიკვდილო მუქარა იყო გაჟღერებული.

სალაჰის ტრავმა? ეს დიდად არ მაღელვებს. მისთვის ზიანის მიყენება არ მსურდა, ასე რომ, ჩემი სინდისი სუფთაა. გულშემატკივართა რეაქცია კი, ჩემზე არანაირად არ აისახება.

ლუკა მოდრიჩი

ლუკა - ჩემი დიდი მეგობარია და ვამაყობ, რომ მასთან ერთად, ერთ გუნდში ვთამაშობ. ასეთი ფეხბურთელი ბევრი არ არის. ის ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას იმსახურებს და მას აუცილებლად მოიგებს. დიახ, მსოფლიოს არაერთი, უფრო დიდი მარკეტინგის მქონე ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მოდრიჩი ამ ჯილდოს მართლაც იმსახურებს.

სერხიო რამოსი - ცხოვრების წესები

საკუთარი თავი

"ყოველი მატჩის შემდეგ 3.2 კილოგრამს ვკარგავ. თამაშების დასრულების შემდეგ, 2.5 ლიტრ იზოტონიკს მივირთმევ. ეს სწრაფი აღდგენისთვის არის საჭირო.

მე უდროო ვეტერანი გახლავართ, რადგან დროზე ადრე გაზრდა მომიწია.

მუდამ მოტივაციის წყაროს ძიებაში ვიმყოფები, საკუთარ თავს ყოველთვის ვუსახავდი მიზანს და მის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი."

მოტივაცია

"მე კვლავ ახალგაზრდა, იმედებით აღსავსე ადამიანი ვარ და ესპანეთთან ერთად გამარჯვებების მოპოვება მსურს."

ეგოიზმი

"ვფიქრობ, რომ ეგოისტობა აუცილებელი არ არის, გუნდზე ფიქრი აუცილებელია."

პასუხისმგებლობა

"როდესაც მოედანზე გადიხარ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო. მაგრამ, ყოველთვის უნდა გახსოვდეს საფეხბურთო იღბლის შესახებაც, რომელიც, ხშირად, ზურგს გაქცევს. უბრალოდ, ეს სწორად უნდა მიიღო და შეცდომებს ფილოსოფიურად მიუდგე, ამის გამო თავში შიშმა არ უნდა დაისადგუროს. მთელი კარიერის მანძილზე, საკუთარ თავში გარკვევა ყოველთვის შემეძლო, მაგრამ, პასუხისმგებლობასაც კი იღბალი სჭირდება."

მადრიდის "რეალი"

კლუბზე მაღლა დადგომის უფლება არავის არ აქვს. რაც არ უნდა მოხდეს, 'რეალი" არსებობას გააგრძელებს.

მათთვის, ვისაც სურს, რომ "რეალის" ნაწილი გახდეს, კარი მუდამ ღიაა. მაგრამ, ამ კლუბზე მნიშვნელოვანი არასდროს, არავინ არ იქნება.

ჩვენ გუნდში ოჯახის ატმოსფერო სუფევს. "რეალის" ამოცანა - გამარჯვებების მოპოვებაა და ამას ჩვენ კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც გავაგრძელებთ.

ყოველთვის გვსურს, რომ ამ გუნდის ფეხბურთელები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში.

ჩვენი ისტორია და გერბი გვაიძულებს, რომ მუდამ ბოლომდე ვიბრძოლოთ.

ამ გუნდის გერბსა და მაისურისთვის სისხლს ათასჯერ დავღვრიდი."

მესი

"არგენტინაში ყველამ კარგად იცის, რომ მარადონა, სინათლის წელიწადით ჩამორჩება არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს. ჩემთვის ასეთი ლეო მესია."

სერხიო რამოსი - ცხოვრების წესები

კუმირები

"არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ჩემთვის შთაგონების წყაროს და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდნენ. ბაშვობაში პაოლო მალდინით და ფერნანდო იეროთი ვიყავი აღტაცებული, ცოტა მოგვიანებით კი - კარლეს პუიოლით.

თუ ვისაუბრებ მასწავლებლებზე, რომლებთან ერთადაც მითამაშია, მაშინ ხავი ნავაროს, პაბლო ალფაროს და ხოსე პრიეტოს დავასახელებდი. მსურს მჯეროდეს, რომ მომავალი თაობისთვის და ბავშვებისთვის ახლა მეც მისაბაძი მაგალითი ვარ."

როგორია, იყო ფეხბურთელი

"როდესაც მსაჯი საფინალო სასტვენს გააჟღერებს, შესაძლოა, უფრო მეტი დრო გიჩნდება იმაზე ფიქრისთვის, თუ რა მარტოსული ცხოვრება გიწევს შენ, როგორც ფეხბურთელს, თავისი ამ უამრავი ფრენითა და სასტუმროში ცხოვრებით. შენ უდიდეს დროს ატარებ ოჯახსა და შვილების გარეშე და ასეთი მომენტები უფრო მეტად გახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან გენატრება."

ასენსიო

"იმედი მაქვს, ის ამ კლუბში კიდევ მრავალი წლის მანძილზე ითამაშებს. ის გახდება ისეთი, როგორსაც თავად მოისურვებს. "რეალში" მოხვედრა რთულია, მაგრამ, ადგილის დამკვიდრება - ურთულესი. ამ ბიჭს უდიდესი პოტენციალი გააჩნია."

ვიდეო გამეორებები

"მე ვიდეო გამეორებების მომხრე ვარ. შეუძლებელი გახდება მოგება, თუ გოლი თამაშგარედან, ან არ არსებული პენალტიდან გაიტანე. ამ თვალსაზრისით, ეს სისტემა დაგეხმარება. როგორც კი მის გამოყენებას მივეჩვევით, ის უფრო სწრაფად იმოქმედებს."

უხეშობა მოედანზე

"რბილი ფეხბურთელი არ ვარ და შეიძლება, მოედანზე უხეში ვიყო, მაგრამ, არბიტრებს ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვს. ხშირად, შემიმჩნევია, რომ მე, სერხიო რამოსს, ყვითელ ბარათს უფრო მარტივად მიჩვენებენ."

მსაჯები

"რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ მსაჯობაზე, მით უფრო მეტად უარესდება ის."

შრომისმოყვარეობა

წარმატება შეიძლება ყოველდღიური შრომით დაიმსახურო. იმისთვის, რომ ისეთი გავმხვდარიყავი, როგორიც დღეს ვარ, მთელ ბავშვობაზე მომიწია უარის თქმა."

ზიდანი

"კარგი ფეხბურთელები ასეთივე მწვრთნელებად იშვიათად ყალიბდებიან, მაგრამ, ზიდანმა ეს მოახერხა."

ესპანეთის ჰიმნი

"როგორც ესპანელი, უფრო მეტად ვღელავ იმის გამო, რომ ჩვენ ჰიმნს სიტყვები არ აქვს, ვიდრე კატალონიის ჰიმნზე. მსურს, რომ ჩვენსასაც დაემატოს სიტყვები, რადგან ვგრძნობ, რომ სხვა ნაკრებები უფრო მეტად იქოქებიან, როდესაც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ.

ეს განსაკუთრებული მელოდიაა. როდესაც ჰიმნი ჟღერს, მე ცაში ვიყურები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიხსენებ ბებიას, ბაბუას, ოჯახს, მეგობრებს და ანტონიო პუერტასაც."

ოქროს ბურთი

"კარიერის მანძილზე ძალიან ბევრს მივაღწიე და კარგი იქნებოდა, ოქროს ბურთით რომ დავეჯილდოვებინე, ეს ნამდვილად ისტორიული მომენტი იქნებოდა."

ესპანეთის ჩემპიონატი

"პრიმერა - მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, ყველაზე რთული ჩემპიონატი."

ცრურწმენები

"მე საკმაოდ ბევრი ცრურწმენა გამაჩნია. თმის მოკლედ შეჭრა დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, მაგრამ, ამის გაკეთებას სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატამდე ვერ გადავწყვიტე, რადგან 2008 წლის ევროზე გრძელი თმით ვთამაშობდი და გამარჯვება მოვიპოვეთ. ასევე, მოედანზე ყოველთვის მარცხენა ფეხით შევდივარ, ხოლო ზონარს პირველ რიგში მარჯვენა ფეხზე ვიკრავ. ბებიებზე და ბაბუებზე ვლოცულობ. მაგრამ, ბევრ ტრადიციაზე მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, უარი ვთქვი - გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავი ცოტათი მაინც შემეცვალა."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

საოცრება მესტალიაზე! რეალი მარცხისგან კურტუას აქტიურობამ იხსნა [VIDEO]

პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურში „ვალენსია" და მადრიდის „რეალი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დღეს, 01:56

4 ერის გასაფართოვებლად კარი კვლავ ღიაა

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ რობინსონმა განაცხადა, რომ 4 ერის გათამაშების გასაფართოებლად კარი კვლავ ღიაა.

გუშინ, 23:14

ვასილ ლობჟანიძის ორივე ლელო იტალიური ძებრეს წინააღმდეგ [VIDEO]

ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის მატჩში ფრანგულმა "ბრივმა" იტალიურ "ძებრეს" უმასპინძლა და 24:10 დაამარცხა.

გუშინ, 23:09

დე ბრუინის ბენეფისი - სიტიმ არსენალი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მატჩში "არსენალმა" "სიტი" მიიღო და 0:3 დამარცხდა.

გუშინ, 22:26

"სიტუაცია არ შეცვლილა", - დეშამმა ჟირუს რჩევა მისცა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ოლივიე ჟირუზე ისაუბრა.

გუშინ, 21:26

ბარსელონა ტოდიბოს ყიდის და ფასიც დაადო

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 21:23

ზედიზედ მე-12 მატჩში გაშვებული გოლი - დე ხეამ ანტირეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონს" დაუპირისპირდა - 1:1.

გუშინ, 21:18

გადაწყვეტილება მიღებულია - ჰოლანდმა სასურველი კლუბი შეარჩია

"ზალცბურგის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი ზამთარში შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

გუშინ, 21:11

მორიგი სამიზნე - ჩელსი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს

"ჩელსი" საინტერესო ტრანსფერს გეგმავს და მზადაა 25 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

გუშინ, 21:06

რენატო სანჩესი: "პსჟ-სგან სერიოზული შემოთავაზება მქონდა"

"ლილის" ნახევარმცველმა, რენატო სანჩესმა თქვა, რომ გასულ წელს "პსჟ"-ში გადასვლა შეეძლო.

გუშინ, 20:45

შეთავაზება მზადაა - მანჩესტერი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport ავრცელებს.

გუშინ, 20:41

ბარსელონა ბაიერნისთვის კოუტინიოს ფასს აკლებს

"ბარსელონა" შესაძლოა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს.

გუშინ, 20:38

ვინ გაწვრთნის არსენალს? - მთავარი კანდიდატი შერჩეულია

"არსენალმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი პრეტენდენტი შეარჩია.

გუშინ, 20:34

ბარსას ტიაგოს დაბრუნება სურს, ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 20:29

მორიგი წარუმატებლობა! მილანმა შინ სასუოლოსაც ვერ მოუგო [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში „მილანმა“ „სასუოლოს“ ვერ მოუგო.

გუშინ, 20:14

რონალდუს დუბლი და ბონუჩის გოლი! იუვენტუსმა უდინეზე დაამარცხა [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „უდინეზე“ დაამარცხა.

გუშინ, 20:04

ტოტენჰემმა ვულვერჰემპტონს კომპენსირებულ დროში მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ვულვერჰემპტონს“ მოუგო.

გუშინ, 20:00

მანჩესტერმა ჩელსის ფეხის დაცდენა სათანადოდ ვერ გამოიყენა და შინ ევერტონს დაუზავდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ევერტონს“ დაუზავდა.

გუშინ, 19:56

ზიდანი ბეილის შესახებ: "არაფერი შეცვლილა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, გარეტ ბეილის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 18:55

"ის ახალი გიგზი უნდა გამხდარიყო", - ემიუს ყოფილი მოთამაშე კლუბის მთავარი იმედგაცრუების შესახებ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკი ბატმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებას წარმოადგენს.

გუშინ, 18:46

კლოპი: "გოლებს აღარ ავღნიშნავ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 18:33

რამდენი გოლი აშორებს ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდამდე?

როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 220-ე გოლი გაიტანა.

გუშინ, 18:18

არტურისთვის წელი ნაადრევად დასრულდა

Cadena Cer-ის ცნობით, არტურო მელოს 2019 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

გუშინ, 18:05

ბაიერნმა კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Sport Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ფელიპე კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 17:31

ბარსელონა ტიაგოს დაბრუნებას ცდილობს

Sport Bild-ის ცნობით, "ბარსელონა" ტიაგო ალკანტარას დაბრუნებას ცდილობს.

გუშინ, 17:23

ტუხელი: "რთულია თუ არა მბაპესთან მუშაობა? მას წყენის საჯაროდ წარმოჩენა უყვარს"

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, კილიან მბაპესთან მუშაობაზე ისაუბრა.

გუშინ, 15:52

გვარდიოლა: "ემერი ინგლისური ენის ცუდად ცოდნის გამო კი არა, ცუდი შედეგების გამო გაუშვეს"

„მანჩსტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, უნაი ემერის „არსენალიდან“ გაშვების მიზეზებზე ისაუბრა.

გუშინ, 15:47

გოგა ბითაძის სასწაული მატჩი ამერიკაში - 26 ქულა და 14 მოხსნა [VIDEO]

გუშინ, გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" დროებით G ლიგაში, სათამაშო პრაქტიკის ქონის გამო დააქვეითა.

გუშინ, 15:44

ფერნანდინიო: "შესაძლოა, წინა სეზონში მოპოვებული 4 ტიტულის შემდეგ, ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფერნანდინიომ, „ლივერპულთან“ 17-ქულიან ჩამორჩენაზე ისაუბრა.

გუშინ, 15:42

ჰერტას 16-წლამდელთა გუნდმა მეტოქის მხრიდან რასიზმის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვა

გერმანული „ჰერტას“ 16-წლამდელთა გუნდმა, რასისტული შეურაცხყოფების გამო მოედანი მატჩის მსვლელობის დროს დატოვა.

გუშინ, 15:39

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10