ტოტენჰემი-ბარსელონა - კოუტინიო თავის საყვარელ მწვრთნელს უპირისპირდება


ტოტენჰემი-ბარსელონა - კოუტინიო თავის საყვარელ მწვრთნელს უპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მშვენება უდავოდ "ტოტენჰემი"-"ბარსელონას" აფიშაა. "ბლაუგრანამ" ტრიუმფალურად დაიწყო ევრო სეზონი - ლიონელ მესის ჰეტ-ტრიკისა და ოსმან დემბელეს გოლის წყალობით კატალონიელებმა მიწასთან გაასწორეს "პსვ ეინდჰოვენი".

ბარსელონა-პსვ 4:0



რაც შეეხება ლონდონურ კლუბს, "დეზების" დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები დაძაბულ ბრძოლაში მილანის "ინტერთან" დამარცხდნენ. დღეს, "ჰოტსპური" პირველი ქულების აღებას ეცდება.

ინტერი-ტოტენჰემი 2:1



"ტოტენჰემისა" და "ბარსას" ურთიერთშეხვედრების ისტორია საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, გუნდები მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს მოხდა თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, "ბლაუგრანამ" ორი მატჩის ჯამში გამოთიშა "დეზები" ტურნირს (1:1;1:0).

დღეს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან აღნიშნული დუელი მოხდა შორეულ 1982-ში. ჩვენს თვალწინ ახალი "ტოტენჰემია" და შესაძლებელია საუკეთესოც კი თავის ისტორიაში. ვნახოთ, რას დაუპირისპირებენ ლონდონელები მესისა და კომპანიას.

ტოტენჰემი-ბარსელონა - კოუტინიო თავის საყვარელ მწვრთნელს უპირისპირდება

რა მდგომარეობაშია ტოტენჰემი?

"ჰოტსპური" განიცდის სერიოზულ საკადრო პრობლემებს, პოჩეტინოს გუნდის ლაზარეთი გადატვირთულია. ტრავმის გამო "ბარსელონასთან" მატჩში არ იქნებიან ალი, ვერტონგენი, დემბელე, ორიე და უდიდესი ალბათობით კრისტიან ერიქსენიც.

არის სასიხარულო ამბავიც - ბიულეტენი დახურა "დეზების" ძირითადმა მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა, ფრანგი კიპერი ძალიან აკლდა თავის გუნდს გასულ შეხვედრებში. საბედნიეროდ, მსოფლიო ჩემპიონი კარის დარაჯი მწყობრში იქნება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი მატჩისთვის.

ტოტენჰემი-ბარსელონა - კოუტინიო თავის საყვარელ მწვრთნელს უპირისპირდება

რა მდგომარეობაშია ბარსელონა?

სამუელ უმტიტის ტრავმას თუ არ ჩავთვლით, "ბლაუგრანა" არ განიცდის საკადრო პრობლემებს. კატალონიელთა სირთულეები უფრო შედეგებთან არის დაკავშირებული. "პსვ"-ს განადგურების შემდეგ ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა გამოაცხეს 3-მატჩიანი მოუგებელი სერია ლა ლიგაში.

ფაქტია, რომ "ბარსას" შიდა სამზარეულოში არეულობაა. ინტრიგის მოყვარული ჟურნალისტები უკვე ვარაუდობენ ვალვერდეს გათავისუფლებას. ცნობისთვის, კატალონიელთა მომავალ მწვრთნელთა კანდიდატებში პოჩეტინოს გვარიც ფიგურირებს.

ტოტენჰემი-ბარსელონა - კოუტინიო თავის საყვარელ მწვრთნელს უპირისპირდება

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი - ლორისი, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი, ტრიპიე, დაიერი, ვანიამა, ვინქსი, სონი, ლამელა, კეინი.

ბარსელონა - ტერ შტეგენი, პიკე, ლენგლე, სემედო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, კოუტინიო, დემბელე, მესი, სუარესი.

ტოტენჰემი-ბარსელონა - კოუტინიო თავის საყვარელ მწვრთნელს უპირისპირდება

კოუტინიო და პოჩეტინო

დღევანდელი მატჩი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ "ბლაუგრანას" ბრაზილიელი ვარსკვლავი შეხვდება მწვრთნელს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მის პროგრესში.

"ინტერში" წარუმატებელი პერიოდის დროს ფელიპე იჯარით აღმოჩნდა "ესპანიოლში", სადაც იმ პერიოდში მოღვაწეობდა სწორედ მაურისიო. არგენტინელმა სპეციალისტმა სრულფასოვნად დაინახა კოუტინიოს ნიჭი, რის შედეგადაც თავდაჯარებულობას მოკლებული მოზარდი იქცა ჩამოყალიბებულ პროფესიონალად.

ტოტენჰემი-ბარსელონა - კოუტინიო თავის საყვარელ მწვრთნელს უპირისპირდება

ბრაზილიელმა პოჩეტინოს დამრიგებლობის ქვეშ გაატარა მხოლოდ რამდენიმე თვე, თუმცა ეს ხანმოკლე შუალედი საკმარისი აღმოჩნდა საკუთარი თავის საპოვნელად. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, მაურისიო უპირისპირდება ურჩხულს, რომელიც მან თავად შექმნა. შეხვედრა დაიწყება თბილისის დროით 23:00 საათზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

3 დარტყმა, 3 გოლი - მილიკის შთამბეჭდავი შედეგი

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" სახლში "გენკი" 4:0 გაანადგურა. "ლურჯების" მხრიდან ჰეტ-ტრიკი არკადიუშ მილიკმა გაიფორმა.

დღეს, 02:50

"ლევერკუზენს თუ ვერ მოუგებთ, გცემთ", - სარი თავის შეგირდებს

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ ლევერკუზენის "ბაიერთან" მოახლოებული მატჩი შეაფასა:

დღეს, 02:42

ვალვერდე: "არადა, ინტერი 1/8 ფინალში თამაშს იმსახურებდა"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ინტერმა" მოსაგები თამაში ვერ მოიგო, "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

დღეს, 02:41

პერესის ბრწყინვალე შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" სტუმრად მილანის "ინტერი" 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:33

აზარს ოპერაცია სჭირდება? - ზიდანი კომენტარს აკეთებს

ბელგიელი შემტევი ედენ აზარი მძიმე ტრავმის გამო მადრიდის "რეალის" რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.

დღეს, 02:32

ჰოლანდის წარმატებული სერია შეწყდა - პირველად მიმდინარე სეზონში

როგორც მოგეხსენებათ, "რედ ბულ ზალცბურგი" სახლში "ლივერპულთან" დაამარცხა.

დღეს, 02:26

კლოპი: "ლივერპულს მინიმუმ 7 გოლი უნდა გაეტანა"

"ზალცბურგთან" მოგებული 2:0 მატჩი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეაფასა.

დღეს, 02:24

მატჩის შემდეგ, მანემ დამარცხებულ გუნდს ბოდიში მოუხადა

ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულმა" "ზალცბურგი" 2:0 დაამარცხა და ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდა.

დღეს, 02:21

ანჩელოტიმ ნაპოლის მწვრთნელის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა - Sky Sport

Sky Sport Italia-ს თუ დავუჯერებთ, კარლო ანჩელოტიმ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა.

დღეს, 02:20

სალაჰის ბრწყინვალე შედეგი, რითიც მხოლოდ მესის ჩამორჩება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" "ზალცბურგს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:14

ანსუ ფატიმ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონა" მილანის "ინტერს" დაუპირისპირდა და 1:2 იმარჯვა.

დღეს, 02:08

17-წლის ფატიმ ინტერს ჯგუფიდან გასვლის ბოლო იმედი მოუკლა [VIDEO]

მილანის "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში სახლში "ბარსელონა" მიიღო.

დღეს, 02:03

ჩელსიმ შინ იმარჯვა, თუმცა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა [VIDEO]

როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "ლილი" 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:00

დორტმუნდმა სლავიას მოუგო და ჯგუფიდან გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "დორტმუნდი" ჩეხურ "სლავიას" დაუპირისპირდა.

დღეს, 01:57

პირველი 1/8 ფინალისტები - ლივერპულმა და ნაპოლიმ ბოლო ტურში იმარჯვეს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალისტები ცნობილია.

გუშინ, 23:43

ინტერი ზამთარში ბარსელონას ფეხბურთელების ყიდვას აპირებს - MARCA

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა MARCA ავრცელებს.

გუშინ, 23:08

"პატივისცემა უნდა გამოიჩინოს", - ტუხელმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:37

იანგმა ახსნა, თუ რატომ ამჯობინა სიტისა და ლივერპულს მანჩესტერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ეშლი იანგმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:45

ჩელსისა და მანჩესტერ სიტის შორის სატრანსფერო ბრძოლა იწყება

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 21:38

მორიგი კანდიდატი - ვინ გახდება არსენალის ახალი მთავარი მწვრთნელი?

მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

გუშინ, 20:56

მუშაობა დაწყებულია - ბაიერნი 50-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

როგორც ჩანს, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

გუშინ, 20:52

ოფიციალურად: დიდიე დეშამის მომავალი გაირკვა

აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გუშინ, 20:48

აბრამოვიჩი მზადაა ჩელსი გაყიდოს და ფასიც დაასახელა

"ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი მზადაა ლონდონური კლუბი გაყიდოს.

გუშინ, 20:07

ბრძოლა ოქროს ბუცისთვის - ლიდერი იმობილეა, ათეულში მესიც გამოჩნდა

"ლაციოს" ფორვარდი, ჩირო იმობილე ევროპის საუკეთესო ბომბარდირების დავას ლიდერობს.

გუშინ, 20:03

მარკოს ალონსოს იანვრისთვის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

არ არის გამორიცხული, მარკოს ალონსომ ზამთარში "ჩელსის" რიგები დატოვოს.

გუშინ, 19:43

მანჩესტერ სიტიმ გვარდიოლას შემცვლელის ძიება დაიწყო

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა ხოსეპ გვარდიოლას შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს.

გუშინ, 19:40

მბაპემ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - MARCA

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

გუშინ, 19:36

ბარსელონა იანვარში ინტერის ორი ფეხბურთელის ყიდვას გეგმავს

ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონა" "ინტერის" ფეხბურთელების დამატებას აპირებს.

გუშინ, 19:32

სოლსკიაერს საული სურს - ატლეტიკო უზარმაზარ თანხას ითხოვს

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს.

გუშინ, 19:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10