Goal.Ge

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?


მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

რასთან ასოცირდება მადრიდის "რეალი"? ტიტულებთან, ვარსკვლავურ ტრანსფერებსა და უსაზღვრო ფინანსურ შესაძლებლობებთან. "სამეფო კლუბი" ყოველთვის წარმოადგენდა ევროპული ფეხბურთის ელიტას, თუმცა 21-ე საუკუნის დასაწყისში "ბლანკოსი" უფრო შორს წავიდა და ნამდვილ კომერციულ ბრენდად იქცა.

ეს ყველაფერი მოხდა ფლორენტინო პერესის ინიციატივით, რომელიც კლუბს 2000 წლის 16 ივლისს ჩაუდგა სათავეში. ესპანელი ბიზნესმენი გეგმავდა ვარსკვლავებისა და აღზრდილი ფეხბურთელებისგან შემდგარი იდეალური სიმბიოზის შექმნას. მოგვიანებით, აღნიშნულ მოვლენას უწოდებენ "ზიდანებისა და პავონების გუნდს".

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

ფლომ მომენტალურად დაიწყო დაპირების ასრულება. მისი პირველი შენაძენი აღმოჩნდა "ბარსელონას" კაპიტანი და ოქროს ბურთის მომავალი მფლობელი - ლუიშ ფიგუ. პერესს არ დაენანა 62 მილიონი ევრო, პარალელურად კი მთავარ გუნდში გადმოყვანილი იქნა ზემოთხსენებული პავონი და კიდევ რამდენიმე იუნიორი.

"რეალი" იმსეზონშივე გახდა ლა ლიგის გამარჯვებული, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "სამეფო კლუბი" 1/2 ფინალს გამოთიშა მომავალმა ტრიუმფატორმა - მიუნხენის "ბაიერნმა". დასაწყისისთვის კარგი იყო.

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

ახალი სეზონის სტარტზე, პერესმა კიდევ ერთხელ ააფეთქა სატრანსფერო ბაზარი, ამჯერად ზიდანის გაფორმებით. ზიზუმ გადმოიბარა ფიგუს რეკორდი და გახდა მსოფლიოს ახალი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ფლორენტინოს ეს ფუფუნება 77.5 მილიონი დაუჯდა.

მადრიდელთა ისეთაც ვარსკვლავურ შემადგენლობას (რაული, კარლოსი, იერო, მაკმანამანი, მორიენტესი) დაემატა კიდევ ერთი ოქროს ბურთის მფლობელი. ამის შემდეგ, სავსებით ლოგიკური გახდა, რომ "ბლანკოსი" აუცილებლად იპირველებდა ევროპაში, ასეც მოხდა - ჩემპიონთა ლიგის თასი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა.

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

პერესმა გააგრძელა თავისი სატრანსფერო კურსი, ყოველი სეზონის წინ, ერთი მეგა-ვარსკვლავის შეძენის სახით და მოგვიანებით, მან გაიფორმა მსოფლიოს კიდევ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რონალდო და ყველაზე პოპულარული ორი ინგლისელი - დევიდ ბექჰემი და მაიკლ ოუენი.

ამასთან ერთად, ფლომ ხელი აიღო კლუბის აღზრდილი მოთამაშეების განვითარებაზე. "კასტილიელები" პერიოდულად ჩნდებოდნენ "რეალის" მთავარ გუნდში (პორტილიო, ბრავო, ბორხა, ნუნიესი და ა.შ.), მაგრამ ვარსკვლავების გვერდით ადგილის დამკვიდრებას ვერავინ ახერხებდა.

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

აქედან გამომდინარე, კონცეპტი სახელწოდებით "ზიდანები და პავონები" მოიშალა, მათ ნაცვლად კი შეიქმნა ახალი პროექტი - "გალაქტიკოსები". დიახ, 00-იანების დასაწყისის მადრიდი გვაგონებდა ერთგვარ ოლ-სტარს, მაგრამ სამწუხაროდ, ხმამაღალი გვარების მიღმა ტიტულები აღარ იმალებოდა.

რაული, ზიზუ, ფიგუ და დანარჩენები ძველებურად უმაღლეს დონეზე ასპარეზობდნენ, მათთან ერთად რონალდო და ბექჰემიც, მაგრამ "სამეფო კლუბი" პერიოდულად რჩებოდა ხახამშრალი სეზონის ბოლოს.

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

სხვადასხვა დროს, "თეთრები" გამოუგდია "მონაკოს" (მოკითხვა მორიენტესისგან), "იუვენტუსს", "არსენალს", "ბაიერნს", "რომასა" და "ლივერპულს". არსებობდა კიდევ ერთი ღამის კოშმარი - ლიონის "ოლიმპიკი".

2005-2006 წლის სეზონის სტარტზე პერესმა გადაუხვია თავის კურსს. ფლორენტინომ უარი თქვა ახალი ვარსკვლავების მოზიდვაზე და ყურადღება ახალგაზრდებზე გადაიტანა. ესპანელმა გაიფორმა რამოსი, რობინიო, ბაპტისტა, კასანო, სისინიო და კიდევ რამდენიმე პერსპექტიული ფეხბურთელი.

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

ახლა კი კითხვა: ვინ არის ის ერთადერთი მოთამაშე ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში, რომელმაც გაამართლა? დიახ, საუბარი სერხიოზეა. პარალელურად, "გალაქტიკოსების" ბანდას გამოაკლდა პირველი ლეგენდა - ფიგუ, ის მილანის "ინტერში" გადავიდა.

ფლოს ახალმა სატრანსფერო სტრატეგიამ სრული კრახი განიცადა, რის შემდეგაც, "რეალის" პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გახდა. "სამეფო კლუბის" ახალ ბოსად აირჩიეს რამონ კალდერონი, რომელსაც არ სურდა "გალაქტიკოსების" რემეიქი.

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

ზოგადადაც, კალდერონის პერიოდში მადრიდელები ახორციელებდნენ უცნაურ და ხშირ შემთხვევაში წარუმატებელ ტრანსფერებს. ზიდანი, ფიგუ, რონალდო და დანარჩენები უნდა შეეცვალათ შემდეგ ფეხბურთელებს: დიარა, გაგო, დრენტე, ჰაინცე, კიდევ ერთი დიარა, ფობერი, სავიოლა, გარაი და ა.შ.

ცალკე აღნიშნვის ღირსია ჰოლანდიური არშემდგარი სუპერ-კვარტეტი სნეიდერის, რობენის, ვან დერ ვაარტისა და ჰუნტელაარის მონაწილეობით. დიახ, რამონმა ჩაისვარა, მაგრამ მან მაინც მოახერხა რამდენიმე საჭირო მოთამაშის გადმობირება, საუბარია ნისტელროიზე, იგუაინზე, მარსელოსა და პეპეზე.

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

კალდერონის მოღვაწეობამ 3 წელი გასტანა, რის შემდეგაც მადრიდში კვლავ პერესი დაბრუნდა, რომელმაც მომენტალურად აამუშავა "ელ გალაქტიკო 2.0". "რეალში" მოვიდნენ რონალდუ, კაკა, ბენზემა, ალონსო, დი მარია, ოზილი, მოდრიჩი, ბეილი, ხამესი, კროოსი, ისკო და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი.

ის, თუ რა წარმატება მოუტანა ფლორენტინოს მეორე მოსვლამ "ბლანკოსს" - კარგად ვიცით. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პერესმა 2018 წელს დახურა "გალაქტიკოსების" პროექტი. ამის ნათელი მაგალითია "თეთრების" უკანასკნელი ტრანსფერები.

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

კრიშტიანუს წასვლის შემდეგ, გულშემატკივრები ელოდნენ აზარის, ნეიმარის ან სალაჰის დონის ტრანსფერს, მაგრამ ფლომ არჩევანი შეაჩერა მარიანოსა და ვინისიუსზე. დომინიკანელისა და ბრაზილიელის შეფასება ჯერ ადრეა, თუმცა ფაქტია, რომ რონალდუს შემცვლელი პერესმა ცოტა სხვა განზომილებაში უნდა ეძებოს.

21-ე საუკუნის "რეალში" მოქმედებებს შემდეგი პრინციპი: ვარსკვლავური ტრანსფერები უდრის ტიტულებს, დაბალი რანგის ფეხბურთელები - კრიზისს. დღეს, "სამეფო კლუბი" მეორე ფაზაშია, ველოდებით "ელ გალაქტიკო 3.0"-ს.

მომენტი, როდესაც ლეგენდებს არშემდგარი ტალანტები ცვლიან - როგორ მეორდება რეალის ძველი შეცდომები?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იაპონელებს სუპერ რაგბიდან აგდებენ

იაპონურ "სანვულვზს" სუპერ რაგბიდან აგდებენ

დღეს, 04:07

6 ერის მომდევნო ორი სეზონი კვლავ ქართველების გარეშე გაიწერა

საქართველოს ნაკრებისთვის 6 ერში ჩართვა, მინიმუმ 2022 წლამდე კვლავ ოცნებად დარჩება.

დღეს, 03:46

DC ვალენსიას ღამურის გამო უჩივის: "ღამურაზე საავტორო უფლება არ არსებობს"

ცნობილი ამერიკული კომპანია DC Comics "ვალენსიას" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, რომელსაც ევროკავშირის საავტორო უფლებათა კომიტეტში წარადგენს.

დღეს, 02:29

პოგბას რეალში ტრანსფერი რაიოლა-პერესის კონფლიქტის გამო ჩაიშლება

"რეალში თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს", - ეს კომენტარი პოლ პოგბამ გააკეთა.

დღეს, 02:22

პოგბა: "რატომ გაუშვეს მოურინიო? ფეხბურთელების გამო არა"

პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს დათხოვნის მიზეზი ფეხბურთელების პროტესტი არ იყო.

დღეს, 02:18

იუვენტუსი აშშ-ში რონალდუს გამო არ მიდის

"იუვენტუსმა" ზაფხულის ტურნე დაგეგმა და საერთაშორისო თასის მატჩებს გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გამართავს.

დღეს, 02:16

ნავასი რეალიდან წასვლით დაიმუქრა: "კიდევ ერთ წელს ასე არ გავატარებ"

ზედიზედ 3-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, კეილორ ნავასმა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

დღეს, 02:02

მესი არგენტინის მე-2 თამაშში არ იქნება

მარტის სანაკრებო პაუზის დროს არგენტინის ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს.

დღეს, 01:58

იგუაინს იუვენტუსში დააბრუნებენ

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ სეზონის ბოლოს "ჩელსი" გონსალო იგუაინს "იუვენტუსში" დააბრუნებს.

დღეს, 01:54

იოვიჩმა გერმანიას გაუტანა, ლიოვმა სერბეთი ვერ დაამარცხა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში გერმანიამ სერბეთი მიიღო და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 01:51

რეალის ფეხბურთელი კატალონიის ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა უარი თქვა

კატალონიის ნაკრები ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, სადაც ის ვენესუელას დაუპირისპირდება.

დღეს, 01:48

დანი ალვეშის მომავალი გაირკვა

ალვეში "პსჟ"-ში 2017 წელს მას შემდეგ გადავიდა, რაც ის მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსიდან" გააგდო.

დღეს, 01:45

არტურო ვიდალი ამერიკაში არ შეუშვეს

პარასკევს, ამხანაგურ მატჩში, ჩილე მექსიკას დაუპირისპირდება.

დღეს, 01:42

დე იონგი: "ბარსელონაში გადასვლამდე მას ბევრი შეკითხვა დავუსვი"

ლეგენდარული ჰოლანდიელი კატალონიურ გუნდში 90-იან წლებში გამოდიოდა და სწორედ მან გაიტანა გოლი 1992 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "ბარსელონამ" "სამპდორია" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 01:38

ბარსელონა ანდრე გომეშს ყიდის

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონა" ანდრე გომეშს გაყიდის.

დღეს, 01:35

რამდენს მიიღებს ბენფიკა თუ იოვიჩი ბარსელონაში გადავა?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონა" ლუკა იოვიჩის დამატებას გეგმავს.

დღეს, 01:31

საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების მესამე დღე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის უკვე სამი დღეა სრული დატვირთვით ემზადება.

გუშინ, 23:50

ჩანი: "რონალდუ გოლს ისე აღნიშნავს, როგორც უნდა"

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ემრე ჩანმა, კრიშტიანუ რონალდუს უხამსი ჟესტის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 23:39

რა ხდება დინამო არენას სალაროებთან მატჩამდე 3 დღით ადრე? [ფოტო]

23 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

გუშინ, 23:33

პოგბა: "რეალში ზიდანთან ერთად მუშაობა სანუკვარი ოცნებაა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, მადრიდის "რეალისადმი" სიმპათიები არ დამალა.

გუშინ, 23:31

მორატა: "მინდა, რომ კასილასი ნაკრებში დაბრუნდეს"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, იკერ კასილასის "პორტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება შეაფასა.

გუშინ, 23:26

სანჩო: "ოქროს ბურთის მოგებაზე ვოცნებობ"

დორტმუნდის "ბორუსიას" ინგლისელი ვუნდერკინდი, ჯეიდონ სანჩო, Goal-ს ვერსიით წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოს მოგებას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:22

ანჩელოტი ზიდანის რეალში დაბრუნებას გამოეხმაურა

ლეგენდარულმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც 2013-15 წლებში მადრიდის "რეალს" წვრთნიდა, ზინედინ ზიდანის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:47

პოგბა: "სოლსკიაერი ბედნიერი მწვრთნელია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ოლე გუნარ სოლსკიაერი დაახასიათა.

გუშინ, 22:40

ბაიერნმა საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე გაიფორმა

ბენჟამენ პავართან ერთად ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნს" საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი უნივერსალური მცველი შეუერთდება.

გუშინ, 22:36

კლოპი: "სალაჰმა თავისი თანაგუნდელისგან უნდა აიღოს მაგალითი"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ სალაჰის, ცუდ სათამაშო ფორმაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:31

Goal.com-მა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გამოავლინა

ცნობილმა საერთაშორისო გამოცემა "Goal.com-მა" მსოფლიოში საუკეთესო 50 ახალგაზრდა ტალანტი დაასახელა.

გუშინ, 22:25

ბარსელონამ კოუტინიოს ფასი დაადო?!

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ფილიპე კოუტინიომ ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 20:35

გვარდიოლამ ბარსელონას აჯობა, 80-მილიონიანი ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებულია

გავლენიანი გამოცემა ESPN საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 20:25

ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი? - რაბიოს მორიგი მსურველი გამოუჩნდა

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 20:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები