Goal.Ge

დიდი 10: ბათუმმა გორში იმარჯვა, ლელო სარასენსმა - ქუთაისში


დიდი 10: ბათუმმა გორში იმარჯვა, ლელო სარასენსმა - ქუთაისში

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, დიდი 10 უჩვეულო განრიგით დაბრუნდა, რაც სანაკრებო მატჩებითაა გამოწვეული.

დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. ტური ქუთაისში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივმა "აიამ" "ლელო სარასენსი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. პირველი ნახევარი სანახაობრივი და უხვქულიანი გამოვიდა, ხოლო მეორე ტაიმმა ბრძოლაში ჩაიარა და ლელო აღარ გასულა.

თამაში თბილისელთა აქტიურობით დაიწყო და მესამე წუთზევე ლელოს გატანა მოახერხეს: მერაბ კვირიკაშვილმა მარცხენა ფრთაზე, საკუთარ 40-მეტრიანიდან ხაზი გაჭრა და თითქმის მეტოქის 22-მდე ირბინა, შემდეგ კი ოთარ ლაშხს გადააწოდა ბურთი, რომელმაც ოვალი რეზო ჯინჯიხაძეს ამოუგდო და მანაც პირველი ლელო დადო, რომელიც მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა.

ამის შემდეგ უპირატესობა "აიამ" მოიპოვა. თედო აბჟანდაძემ ჯერ ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მე-17 წუთზე მასპინძელთა მოლს ბადრი დანგაძე მოწყდა და ბურთი ლელოში დაამიწა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გაიტანა. სამ წუთში კვირიკაშვილმა ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ორიოდე წუთში კი აკაკი ტაბუცაძემ თავის შესანიშნავი სისწრაფის ხარჯზე ბრწყინვალე სოლო რეიდი მოაწყო, დაახლოებით 40 მეტრი გაირბინა, გზად რამდენიმე მოწინააღმდეგე გააბითურა და ჩინებული ლელო გაიტანა, რომელიც კვლავ "მეკომ" გარდასახა. ტაიმის ბოლომდე "ლელოელთა" დამრტყმელმა ერთი ჯარიმაც გაიტანა და საწყისი 40 წუთი 13:20 დასრულდა.

მეორე ნახევარი "აიას" აქტიურობით დაიწყო და 44-ე წუთზე აბჟანდაძემ მორიგი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 46-ე წუთზე უბურთო მეტოქეზე ბოჭვის გამო სტუმრებს გრიგორ ქერდიყოშვილი გაუსინბინეს და 10 წუთის განმავლობაში 14 დარჩნენ. აბჟანდაძემ ორ წუთში კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ქუთაისელებს შანსი ჰქონდათ, რომ წინაც გასულიყვნენ, მაგრამ ჯერ თედო აბჟანდაძემ, შემდეგ კი ლაშა ლომიძემ ჯარიმა ააცილეს.

ქუთაისელებს ლელოს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ "ლელოს" მორაგბეებმა თავი კარგად დაიცვეს და მეტოქეს შეცდომები დააშვებინეს. 64-ე წუთზე კი ტრავმირებული მერაბ კვირიკაშვილის ნაცვლად შემოსულმა ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმა გაიტანა და "ლელო" ოთხი ქულით დაწინაურდა. "აიას" მოსაგებად მხოლოდ ლელო ყოფნიდა, შეუტია კიდეც, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლეს, 78-ე წუთზე კი მასპინძლებს ბადრი დანგაძე გაუსინბინეს და საბოლოოდ მატჩი "ლელოს" გამარჯვებით 19:23 დასრულდა.

ზემოხსენებული მატჩის დასრულებისთანავე, დღის მეორე შეხვედრა დაიწყო, რომელშიც "ჯიქმა" გორში ლიდერ "ბათუმს" უმასპინძლა. აჭარლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო დადეს: მე-14 წუთზე ხვიჩა ბუჯიაშვილმა 5-იანთან ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და სანამ მასპინძელთა დაცვა გონს მოეგო, ბურთი ლელოში დაამიწა. 25-ე წუთზე კი მოლიდან ბურთი გამოვარდა, რომელიც ვაჟა ხუციშვილმა აიტაცა, მოწინააღმდეგეებს სისწრაფის ხარჯზე აჯობა და მეორე ლელო გაიტანა. ორივე გარდასახვა მამუკა ნინიძემ გაიტანა და ტაიმი 0:14 დასრულდა.

მეორე ნახევარში გუნდებმა თითო ლელო გაიტანეს: 59-ე წუთზე გორელები უტევდნენ, მაგრამ დაკარგეს და გამოვარდნილ ბურთს ანზორ სიჭინავა დაეუფლა, რომელმაც მაღალ სისწრაფეზე გაირბინა და მეტოქე მესამედ დაალელოვა. ნინიძის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო. გორელებმა პრესტიჟის ლელო 65-ე წუთზე გაიტანეს და ამის გაკეთება შეცვლაზე ათი წუთით ადრე შემოსულმა გუგა შენგელიამ მოახერხა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. გარდასახვა სანდრო ფურცხვანიძემ გაიტანა და ამ გაშვებული ლელოთი "ბათუმმა" პრემიალური ქულა დაკარგა - 7:21.

დიდი 10, XIV ტური


21 თებერვალი

აია - ლელო სარასენსი 19:23

ჯიქი - ბათუმი 7:21

22 თებერვალი

15:00 ვეფხვები - არმაზი

17:00 ლოკომოტივი - ხარები

24 თებერვალი

14:30 არმია - აკადემია

სატურნირო მდგომარეობა

დიდი 10: ბათუმმა გორში იმარჯვა, ლელო სარასენსმა - ქუთაისში

ტატო დვალიშვილის ფოტო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სარის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია?!

"ჩელსის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა.

დღეს, 22:19

პსჟ-მ ნეიმარისა და მბაპეს შემცვლელი იპოვნა

"პარი სენ ჟერმენი" ნეიმარის ან კილიან მბაპეს წასვლისთვის ემზადება.

დღეს, 22:15

ხამესმა სასურველი კლუბი შეარჩია - MARCA

მოგეხსენებათ, ხამეს როდრიგესს "ბაიერნთან" საიჯარო ხელშეკრულების ვადა ეწურება.

დღეს, 22:11

პსჟ ვეტერან ვარსკვლავებს უშვებს - პარიზში წმენდა იწყება

"პსჟ"-მ შესაძლოა ზაფხულში გუნდიდან რამდენიმე ვეტერანი გაუშვას, წერენ ფრანგულ პრესაში.

დღეს, 22:04

ბეილი მანჩესტერში? - ყველაფერი გადაწყდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

დღეს, 21:57

ჩრდილში მყოფი და ტრავმირებული სუარესი - ბარსელონას შეუმჩნეველი გმირი

"ბეტისი" - "ბარსელონას" შეხვედრა ლიონელ მესის შოუდ იქცა -

დღეს, 18:01

უეფამ რონალდუს გოლის აღნიშნვის თაობაზე გამოძიება დაიწყო

უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს გოლის აღნიშნვის თაობაზე გამოძიება დაწყებულია.

დღეს, 16:33

ტოტენჰემის საშინაო სტადიონზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილია

"ტოტენჰემის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, "ჰოტსპურის" საშინაო არენაზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილია.

დღეს, 16:26

როგორ აპირებდა ბალოტელი პსჟ-ს გულშემატკივრების პროვოცირებას?

"პარი სენ-ჟერმენთან" მატჩის წინ, მარსელის "ოლიმპიკის" თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის პარიზელთა პროვოცირება ჰქონდა ჩაფიქრებული:

დღეს, 16:13

საუთგეიტი: "ჩემპიონთა ლიგა ინგლისის ნაკრებს აზარალებს"

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი ჩემპიონთა ლიგაზე განვითარებული სცენარით უკმაყოფილოა:

დღეს, 15:59

რეალის ექს-პრეზიდენტი: "ის ერთადერთია, ვისაც პერესი პატივს სცემს"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა ფლორენტინო პერესის ფავორიტ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 15:49

როდის დაუბრუნდება იკარდი მოედანს? მაუროს აგენტის განცხადება

მაურო იაკრდის აგენტმა, ვანდა ნარამ, "ინტერთან" არსებული კონფლიქტის ვითარებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:00

რონალდუზე დამოკიდებულები - ალეგრიმ თავს ახალი პრობლემა შეუქმნა

"ჯენოა" - "იუვენტუსის" შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა.

დღეს, 14:58

სარი: "იგუაინს გოლის გატანის ერთი კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისთვის ეს ძალიან ცოტაა"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "ევერტონთან" მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 14:07

გრიზმანის ტრანსფერს ბარსელონას ფეხბურთელები ბლოკავენ - განსაკუთრებით პიკე

"ბარსელონა" ფრანგი შემტევის შეძენას არ შეეცდება.

დღეს, 13:36

პიკემ ტრიპლეტის მოგების შანსებზე ისაუბრა

"ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ, გუნდის მიერ სამივე ტიტულის მოგების შანსი შეაფასა.

დღეს, 13:27

ინტერმა რეალს იკარდის ფასი დაუსახელა

"რეალი" თავდამსხმელის პოზიციაზე ორ ფეხბურთელს განიხილავს.

დღეს, 13:06

ბეილი ზიდანით გაკვირვებულია, მაგრამ მისი კვლავ არ სჯერა - AS

ზინედინ ზიდანის პირველ მატჩში სასტარტოში მოხვედრით გარეტ ბეილი გაკვირვებული დარჩა.

დღეს, 13:01

კილიან მბაპე სოციალურ ქსელში რეალის ქომაგების "მსხვერპლი" გახდა

მადრიდული გრანდის გულშემატკივრებს ფრანგის საკუთარ გუნდში ხილვა ძალიან სურთ.

დღეს, 12:54

გატუზო: "მილანმა ორმაგი მარცხი იწვნია"

"მილანის" მთავარი მწვრთნელი საკუთარი შეგირდების საჯარო ჩხუბმა ძალიან გააბრაზა.

დღეს, 12:45

მიულერი: "ამიერიდან, მე, ჰუმელსი და ბოატენგი, მეუღლეებს უფრო დიდ დროს დავუთმობთ"

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა, თომას მიულერმა, იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:41

რამდენს გამოტოვებს ლუის სუარესი?

"ბეტისისა" და "ბარსელონას" 28-ე ტურის შეხვედრაში კატალონიელთა ფორვარდი დაშავდა.

დღეს, 12:28

მოიესი: "კროოსი იუნაიტედში გადმოსვლას დათანხმდა, ბეილს კი უფრო დიდი ფულიც კი შევთავაზეთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, ტონი კროოსის არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 12:21

მილანის ფეხბურთელებმა ინტერთან მატჩის დროს საჯაროდ იჩხუბეს, შემდეგ კი მოიბოდიშეს

"დერბი დელა მადონინას" მსვლელობისას "როსონერის" რიგებში კონფლიქტი მოხდა.

დღეს, 12:17

გვარდიოლა ტოტენჰემთან მატჩზე: "კარგია, რომ შორს მგზავრობა არ გვიწევს"

"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის შესახებ კიდევ ერთხელ ჰკითხეს,

დღეს, 12:09

Goal: ბაიერნს ნოიერის ობლაკით ჩანაცვლება სურს

Goal-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა მანუელ ნოიერის თამაშით უკმაყოფილოა.

დღეს, 11:44

ფერგიუსონი საგიჟეთს უახლოვდება

UFC-ის მებრძოლი ტონი ფერგიუსონი სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 11:27

კურიოზი სერია ა-ში: ჯენოა-იუვენტუსის მატჩზე ქომაგებმა ბილეთების უკან დაბრუნება დააპირეს

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" სტუმრად "ჯენოასთან" დამარცხდა.

დღეს, 10:56

Mirror: ზიდანმა მანჩესტერის ვარსკვლავს დაუმიზნა

Mirror-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი ვარსკვლავი შეარჩია.

დღეს, 10:47

ვალვერდე: "ყველას გაგვიმართლა, რომ მესის ეპოქაში ვცხოვრობთ"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ მესის "ბეტისთან" ნაჩვენები თამაში შეაფასა.

დღეს, 10:42

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები