Goal.Ge

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?


საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

კიევის ფინალის შემდეგ, მადრიდის "რეალი" ზინედინ ზიდანმა და კრიშტიანუ რონალდუმ დატოვეს. პორტუგალიელი ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა, ფრანგს კი 10-თვიანი შვებულება გამოუვიდა და დღეს, ის კვლავ "სამეფო კლუბშია".

რა ხდებოდა ზიზუს უქმად ყოფნის პერიოდში? "ბლანკოსმა" უარი თქვა ხმამაღალ ტრანსფერებზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ორმა მთავარმა მწვრთნელმა ჩაისვარა, გუნდის ლიდერები ჩაქრნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ბოლოს კი ყველაფერი ერთ კვირაში 3 ტურნირიდან გამოვარდნით დასრულდა.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

რაც შეეხება რონალდუს, ერთ კონკრეტულ მომენტამდე, პორტუგალიელის იტალიური კარიერა მართლაც უნაკლოს ჰგავდა. კრიშტიანუმ სერია ა-ს ალღო მალე აუღო და დღეს, "ბებერი ქალბატონის" ჩემპიონობას ვერაფერი უშლის ხელს.

ალბათ არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ კიდევ უფრო მოძლიერებულ "ბიანკონერის" "ნაპოლი", "ინტერი" ან "რომა" ვერაფერს დააკლებდნენ. ერთადერთი იმედი რონის ე.წ. სიბერე იყო, მაგრამ ლეგენდარულმა 7-იანმა დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

სინამდვილეში, სკუდეტოს მორიგი, ბანალური მოგება 'შავ-თეთრებისთვის" ორიენტირი სულაც არ არის. "იუვენტუსს" ბევრად უფრო მასშტაბური მიზნები ჰქონდა და პრინციპში ახლაც აქვს, კერძოდ: ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი.

ტურინელები მთავარი ფავორიტის სტატუსს მთელი ტურნირის მანძილზე ინარჩუნებდნენ, იმ დრომდე, სანამ "ბებერ ქალბატონს" მადრიდის "ატლეტიკო" ცივსისხლიანად არ გაუსწორდა.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

"ბიანკონერის" ქომაგები ქამბექის მოლოდინში არიან, ისევე როგორც ინტრიგის მოყვარული ჟურნალისტები, მაგრამ ისინი სხვა დაბრუნებას ელიან. საქმე იმაშია, რომ სანამ რონალდუ სიხარულის შავ-თეთრ სხივებში ბანაობდა, "რეალის" იმპერია მატჩიდან მატჩამდე ინგრეოდა, როგორც შედეგებით, ისე მორალურადაც.

მადრიდელი ვარსკვლავები ოპტიმალური ფორმისგან შორს იმყოფებოდნენ და პარალელურად, მათ ფონზე კრიშტიანუმ კონტრასტი შექმნა. პორტუგალიელი გახდა მაგალითი, რომელმაც "სამეფო კლუბში" თავი ამოწურა და ახალი თავგადასავლების საძიებლად ის კომფორტულ "იუვეში" წავიდა.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

"ბლანკოსის" ფეილების შემდეგ, ტურინს სხვა "გალაქტიკოსებიც" დაუკავშირეს. თითქოს რონი ძველ მეგობრებს ახალ გუნდში პერსონალურად ეძახდა. პირველს, ვისაც "ბებერ ქალბატონთან" ფლირტი მიაწერეს კეილორ ნავასი აღმოჩნდა.

ეს სავსებით ლოგიკური იყო: ტიბო კურტუას მოსვლით, კოსტა-რიკელმა ადგილი დაკარგა, "ბიანკონერის" კი ვარსკვლავური მეკარე დღემდე არ ჰყავს. ამის მიუხედავად, ნავასი "ბერნაბეუზე" დარჩა.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

შემდეგი კანდიდატი ლუკა მოდრიჩი აღმოჩნდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი "თეთრების" დატოვებას ჯერ კიდევ ზაფხულში ლამობდა, მაგრამ მისი "ინტერში" ტრანსფერი ჩაიშალა. ხორვატი ხულენ ლოპეტეგის ხელში რბილად რომ ვთქვათ, ვერ ბრწყინავდა.

"იუვენტუსის" სახელმა პრესაში მომენტალურად გაიღჟერა, მაგრამ მოგვიანებით, სანტიაგო სოლარიმ შეძლო ბალკანელის ნელ-ნელა ათამაშება და ახლა - მოდრიჩი კვლავ წარმოადგენს "რეალის" მნიშვნელოვან ნაწილს. ტურინელთა დაინტერესება თითქოს ქარმა წაიღო.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

სოლარიმ დააბრუნა ლუკა და მადრიდს ისეთი ტალანტები გაუხსნა, როგორებიც არიან რეგილონი, ლორენტე და ვინისიუსი. პარალელურად, სანტიაგოს ხელში გაფუჭდა მარსელო, ისკო, ასენსიო, ბეილი და კროოსი.

უელსელისა და გერმანელის სახელი "ბებერ ქალბატონს" არ დაუკავშირეს, გარეტი მაინც პრემიერ ლიგის შვილია, რაც შეეხება ტონის - მისი დაბრუნების ჯერ კიდევ ეიმედებოდათ. დანარჩენი 3 მოთამაშე კი "ბიანკონერის" ბანაკს არაოფიციალურად უკვე მიაკუთვნეს.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

მარსელოზე საერთოდ იმასაც ამბობდნენ, რომ მას "შავ-თეთრებთან" კონტრაქტი უკვე ხელზე ჰქონდა. მარაზმის აპოთეოზი სერხიო რამოსის სიტუაცია აღმოჩნდა. "სამეფო კლუბის" კაპიტანს ფლორენტინო პერესთან კონფლიქტი მოუვიდა, "იუვე" სატრანსფერო ბაზარზე კვლავ ოპერატიულად შემოიჭრა.

ტურინელთა "გამადრიდებას" ის ფაქტიც ამძაფრებდა, რომ ისინი აქტიურად ცდილობდნენ მასიმილიანო ალეგრის ზიდანით ჩანაცვლებას. ზიზუ იტალიაშიც კი იყო ჩასული "ბებერი ქალბატონის" პირობების მოსასმენად. მოკლედ, "ბიანკონერისგან" მხოლოდ ბიანკო რჩებოდა.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

გუშინ, პრესა აქტიურად წერდა, რომ ზინედინმა "ბლანკოსს" უარი უთხრა და "ატლეტიკოსთან" გამოვარდნის შემთხვევაში, ფრანგი მაქსს მალევე შეცვლიდა. გავიდა რამდენიმე საათი, პერესმა მოიმარჯვა ტანოსის ხელთათმანი და "იუვეს" შავ-თეთრი ოცნებები თითის ერთი დატკაცუნებით დაანგრია.

ზიდანი "რეალში" დაბრუნდა და მისი მოტივაცია - წესრიგის დამყარებაა. კერძოდ: ზიზუ გუნდში არსებულ ატმოსფეროს დაალაგებს და ძველი შეგირდების რეანიმირებაზე იზრუნებს.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

მადრიდს რამდენიმე მოთამაშე აუცილებლად დატოვებს, მაგრამ საეჭვოა, რომ აწი, ტურინი "გალაქტიკოსებით" ინკუბატორივით შეივსოს. ესპანური პრესის თანახმად, ფრანგმა მარსელოს ტრანსფერი უკვე დაბლოკა.

რაც შეეხება საპირისპირო მიმართულებას, პირენეებზე მიეჩვიენ - სადაც არის ზინედინი, იქ არის რონალდუც. დიახ, პორტუგალიელმა "ბლანკოსი" თავაწეულმა დატოვა და მის ფიქრებში მხოლოდ "ბებერი ქალბატონი" ფიგურირებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ზიდანი შვებულებით ტკბებოდა.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

კრიშტიანუ კარგად ხვდება, რომ ზიზუს ხელში "თეთრები" ძველი ვერსიის უკეთესი ანალოგი გახდებიან. რონი "ბიანკონერიში" მოიწყენს, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო.

"ატლეტიკოს" ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, საფეხბურთო სამყარო "შავ-თეთრთა" ბანაკიდან ორი აბარგების მოლოდინში იქნება - ალეგრის, ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ "როხიბლანკოსთან" მარცხი, მაქსის ბოლო მატჩი იქნება "იუვეს" თავკაცის რანგში.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

წასვლის მეორე კანდიდატი კი ისევ და ისევ რონალდუ იქნება. 1/8 ფინალში ჩარჩენა პორტუგალიელის თავმოყვარეობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ერთი სიტყვით - კრიშტიანუს ტურინში არ დახვდება ის, სიტუაცია, რასაც იგი "რეალიდან" წასვლის მომენტში ელოდა.

არაა გამორიცხული, რომ რონიმ თან პაულო დიბალაც წაიყოლოს, მადრიდს ხომ ახალი ვარსკვლავიც სჭირდება. პრესაში იწერება აზარის, ნეიმარისა და მბაპეს შესახებ, მაგრამ არგენტინელის გადმობირება უფრო პატარა ხარჯებთან არის დაკავშირებული.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

შევაჯამოთ - "სამეფო კლუბში" გრანდიოზული ცვლილებები იგეგმება და ეს რეფორმები "ბებერი ქალბატონის" დაზარალების გარეშე არ ჩაივლის. ვნახოთ, როგორ სვლას გააკეთებს ზიდანი.

საპირისპირო მიმართულება - რა ზიანს აყენებს ზიდანის დაბრუნება იუვეს სატრანსფერო გეგმებს?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ეროვნული ლიგა - მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში მოასპარეზე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 15:28

იუვენტუსში დიბალას მომავალს ფარდა ახადეს

აქამდე არსებული ცნობით, ზაფხულში პაულო დიბალამ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს.

დღეს, 15:21

სერია ა-ს სეზონის სიმბოლური გუნდი Opta-ს ვერსიით - რონალდუს გარეშე

Opta-მ იტალიის სერია ა-ს გასული გათამაშების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

დღეს, 14:56

იტალიაში 14 წლის ფეხბურთელმა 22 წლის მსაჯი გოგონას წინ შორტი ჩაიხადა [ფოტოები]

იტალიის ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში უადგილო ფაქტი დაფიქსირდა.

დღეს, 14:15

"ეს ტრანსფერი განხორციელდება", - მათეუსმა ბაიერნის რეკორდული გარიგება დაანონსა

"ბაიერნის" ლეგენდა, ლოთარ მათეუსი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:00

იკარდის მეუღლე: "მაუროს შეცდომა? ასეთები მათ მოსდით, ვისაც კვერცხები აქვს"

"ინტერის" თავდამსხმელის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 13:22

ჩელსი ევროპა ლიგის ფინალს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"არსენალთან" გასამართი ევროპა ლიგის ფინალის წინ, "ჩელსის" ბანაკში ცუდი სიახლეა.

დღეს, 13:16

მანჩესტერ სიტის მფლობელის ნახევარძმა პრემიერ ლიგის კლუბს ყიდულობს

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, შეიხები პრემიერ ლიგის კლუბების "დაპყრობას" განაგრძობენ.

დღეს, 13:11

რას ითხოვს ნეიმარი რეალისგან? - საინტერესო დეტალები

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავის, ნეიმარის შეძენა სურს.

დღეს, 13:01

მანჩესტერ სიტიმ დავიდ სილვას შემცვლელი იპოვნა

არ არის გამორიცხული, ზაფხულში დავიდ სილვამ "მანჩესტერ სიტი" დატოვოს.

დღეს, 12:54

ინტერი კონტეს რამდენიმე დღეში დაადასტურებს - მისი ხელფასი ცნობილია

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელის "ინტერში" დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია.

დღეს, 11:27

"ბარსელონასთან იმ მარცხის გამო, უძილობის სენი შემეყარა", - კავანიმ 6:1 გაიხსენა

ურუგვაელმა ფორვარდმა "კამპ ნოუზე" გამართული დაპირისპირება გაიხსენა, რომელიც "პსჟ-მ" 6:1 წააგო.

დღეს, 11:23

კავანი: "ნეიმარს ვუთხარი, რომ აქ პენალტებს მე ვასრულებ, დამნაშავე ემერი იყო"

"პსჟ-ს" ურუგვაელმა ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ, ნეიმართან უთანხმოება გაიხსენა.

დღეს, 11:09

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსში ჩაერთვება

ქართველი ჩოგბურთელი წლის მეორე გრენდ სლემზე ასპარეზობას დღეს დაიწყებს.

დღეს, 11:02

ინტერნეტ-ჰაკერებმა პსჟ-ს და ბოკა ხუნიორსს დიდი თანხა მოპარეს

ლეანდრო პარედესის "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ...

დღეს, 10:57

"მიყვარხართ", - რიბერი სიტყვით გამოსვლის დროს ატირდა [VIDEO]

ფრანკ რიბერიმ "ბაიერნის" საჩემპიონო პარადზე ცრემლები ვერ შეიკავა.

დღეს, 10:52

დე როსი რომას ქომაგებს დაემშვიდობა [VIDEO]

სერია ა-ს 38-ე ტურში "რომამ" "პარმა" 2:1 დაამარცხა და სეზონი მეექვსე პოზიციაზე დაასრულა.

დღეს, 10:44

ევროპის ერთადერთი გუნდი - პსჟ-ს შესანიშნავი მაჩვენებელი

"პარი სენ-ჟერმენმა" პირადი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 10:41

"ვინ დაიწყო ეს ყველაფერი?", - მან.სიტის შეიხმა ლა ლიგის პრეზიდენტს უპასუხა

"მანჩესტერ სიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჰალდონ ალ-მუბარაკმა, ლა ლიგის პრეზიდენტს უპასუხა.

დღეს, 10:20

ალეგრი: "ვტოვებ გუნდს, რომელიც ტიტულს მომდევნო სეზონშიც მოიგებს"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ტურინულ გუნდში უკანასკნელი პრესკონფერენცია გამართა.

დღეს, 10:12

პირველად 2006 წლის შემდეგ, რონალდუს ანტირეკორდი

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სერია ა-ს ბომბარდირთა დავა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

დღეს, 10:07

Silk Sport-ის განცხადება - სად გადაიცემა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალები?

Silk Sport-მა ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

დღეს, 02:42

ინგლისში ფინალისტები უცვლელნი არიან: სარასენსი და ექსეტერ ჩიფსი

ინგლისში ფინალისტები უცვლელნი არიან: სარასენსი და ექსეტერ ჩიფსი

დღეს, 02:40

გასპერინი: "ატალანტა ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ითამაშებს"

ბერგამოს "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, საკუთარი გუნდის ისტორიული მიღწევა შეაფასა.

დღეს, 01:55

ფერგიუსონი: "ბაიერნი დიდებული კლუბია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცოცხალმა სიმბოლომ, სერ ალექს ფერგიუსონმა, "რეკორდმაისტერის" სტრუქტურა შეაქო.

დღეს, 01:52

ჰანდანოვიჩი: "ინტერმა ჩემპიონთა ლიგა დაიმსახურა"

მილანის "ინტერის" მეკარემ, სამირ ჰანდანოვიჩმა, კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეაფასა.

დღეს, 01:47

სუპერ რაგბი: არგენტინელები აღარ ხუმრობენ, იაგუარებმა ავსტრალიაშიც იმარჯვეს [VIDEO]

სუპერ რაგბი: არგენტინელები აღარ ხუმრობენ, იაგუარებმა ავსტრალიაშიც იმარჯვეს [VIDEO]

დღეს, 01:46

ატალანტას მთავარი მწვრთნელის მომავალი გადაწყდა

ბერგამოს "ატალანტას" პრეზიდენტმა, ანტონიო პერკაზიმ, "ქალთევზების" თავკაცის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 01:43

სტამმა დე ლიგტის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ლეგენდარულმა იაპ სტამმა, თანამემამულე მატიის დე ლიგტი დაახასიათა.

დღეს, 01:40

ბორუსიას დირექტორი: "კარგი იქნება თუ სანე ბაიერნში გადავა"

დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა დირექტორმა ლეროი სანეს მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 01:26

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10