Goal.Ge

ჯარიმების ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელი: ჟუნინიოს ისტორია


ჯარიმების ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელი: ჟუნინიოს ისტორია

ფეხბურთის უამრავი კრიტიკოსის აზრით ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელი, ჟუნინიო პერნამბუკანო FourFourTwo-სთან ინტერვიუში თავის კარიერაზე და ჯარიმებზე საუბრობს.

- ბავშვობაში ჯარიმების სპეციალისტი იყავით? როგორ დაიწყო ყველაფერი ?

- დარტყმა ყოველთვის კარგად გამომდიოდა, თუმცა ბავშობაში ჯარიმების გასატანად საკმარისი სიძლიერე არ მქონდა. 13 წლამდე ფუტსალს ვთამაშობდი, ბევრი გოლი ვერ გამქონდა. ჯარიმების დარტყმა დაახლოებით ამ ასაკში დავიწყე, თუმცა ფუტსალში ცოცხალი კედელი გაცილებით ახლოს დგას და გატანა ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას, რომ ჯარიების დარტყმის ტექნიკა საფრანგეთში გადასვლის შემდეგ დავხვეწე.

- როდის დაიწყეთ თქვენი საფირმო "მოჭრილი" ჯარიმების შესრულება და გაღიზიანებთ თუ არა, როცა ამ ტექნიკას კრიშტიანუ რონალდუს მიაწერენ ?

- ჯარიმების ასეთ სტილში შესრულება კორინთიანსის მოთამაშისგან, მარსელინიოსგან ვისწავლე. იგი ჩემი ინსპირაციის წყარო იყო, პირველად სწორედ მისგან ვნახე ჰაერში აცეკვებული ბურთი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ დარტყმის ეს ტექნიკა არც მე მეკუთვნის ! მარსელინიომდე ამას ბრაზილიელი დიდი აკეთებდა, თუმცა ყველა მათგანი ფორმულას თავის სტილში ცვლის.



- შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი გატანილი ჯარიმა ?

- დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა სიმართლე გითხრათ, მაშინ ძალიან გამიმართლა (იცინის). 19 წლის ვიყავი, რესიფში ვთამაშობდი, გრემიოსთან 2:0 ვმარცხდებოდით, არავის ეგონა, რომ თამაშში დაბრუნებას შევძლებდით, ამიტომაც ჯარიმის დარტყმა მე მომანდეს. 30 იარდის სიშორიდან ტერფის ზედა ნაწილით ბურთი კარისკენ გავგზავნე, მეკარე შეცდა, ეგონა დაჭერას შეძლებდა და ოდნავ წინ გამოვიდა, თუმცა ბურთი ბადეში გაეხვია.

- თქვენს მიერ გატანილ რომელ ჯარიმას გამოარჩევდით ?


- ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, 1998 წელს კოპა ლიბერტადორესის თასის 1/2 ფინალში ვასკოს რიგებში გატანილი ჯარიმა იყო (რივერის წინააღმდეგ). რივერის გულშემატკივარმა მოედანზე ნამდვილი ჯოჯოხეთი დაგვახვედრა, 1:0 ვაგებდით, 25 იარდიდან გავიტანე, ის მატჩიც მოვიგეთ და კოპა ლიბერტადორესიც.

მახსენდება ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის წინააღმდეგ გატანილი გოლი. კარში ლეგენდარული ოლივერ კანი იდგა, მარცხენა კუთხეში გოლი ძელის შემდეგ გავიდა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ.



კიდევ ერთი ჯარიმა გამახსენდა, 2006-ში აიაჩოს წინააღმდეგ. რთული მატჩი გამოდგა, ანგარიში 0:0 იყო და მეტოქის გატეხვას ვერ ვახერხებდით, ჯარიმა ერთადერთი შანსი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დისტანცია მთელი 50 იარდი იყო, ვიცოდი, რომ კარში დარტყმას არავინ ელოდებოდა და სწორედ ამიტომ გადავგზავნე ბურთი მეტოქის კარში და გავიტანე კიდეც.

- როგორ ფიქრობთ, ვინ არის ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელი თანამედროვე ფეხბურთში ?

- ძალიან მომწონს იუვენტუსის მირალემ პიანიჩი. ლიონში ერთად ვთამაშობდით, მაშინ ძალიან პატარა იყო, თუმცა იცოდა, როგორ დაერტყა. რა თქმა უნდა, მესი და რონალდუც შესანიშნავად ასრულებენ საჯარიმო დარტყმებს.

- რომელია თქვენი აზრით, ისტორიაში საუკეთესო საჯარიმო დარტყმა ?

- რა თქმა უნდა, ის, რომელიც ფიზიკის კანონებს არღვევს: რობერტო კარლოსის მიერ 1997 წელს საფრანგეთის კარში გატანილი გოლი. იგივე რომ სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს ეცადა, ბურთს კუთხურის ალამთან გადააგდებდა, ასეთი დარტყმა არასდროს არავის გაუმეორებია.

- როგორ გრძნობთ თავს, როცა ხალხი ჯარიმების ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად გასახელებენ ?

- აღიარება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო მოსასმენია იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ მათ არ ეთანხმები. ან საერთოდ, როგორ უნდა გაზომო ვინ არის საუკეთესო ამ სფეროში ? ერთადერთი, რასაც ვგრძნობ არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. ფეხბურთს ყველაფერი შევწირე რაც გამაჩნდა, შეიძლება უფრო მეტიც კი. ვერ ვიტყვი, რომ საჯარიმოებს ბექემზე ან სინიშა მიხაილოვიჩზე უკეთ ვასრულებდი...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვიტესის მწვრთნელი: "აიაქსს ორი გოლი გავუტანეთ, ეს იუვენტუსმაც კი ვერ გააკეთა"

ჰოლანდიური "ვიტესის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, "აიაქსთან" მარცხი (2:4) შეაფასა.

დღეს, 12:42

რონალდუმ იუვენტუსს ექვსი სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა, სიაში ისკო და ვარანიც არიან

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა გუნდთან მომავალი სატრანსფერო საქმიანობა განიხილა.

დღეს, 12:38

რეალი ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა

"ბარსელონას" "ალავესთან" მოგებამ, მადრიდის "რეალს" უტიტულო სეზონი ოფიციალურად გაუფორმა.

დღეს, 12:32

პოგბა თანაგუნდელებს გამოუტყდა, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, თანაგუნდელებს გუნდიდან წასვლის სურვილი გამოუთქვა.

დღეს, 12:28

ვალვერდე: "არც ისე მნიშვნელოვანია, როდის დავეუფლებით ტიტულს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა "ალავესთან" მატჩი შეაფასა.

დღეს, 12:23

რეალის მეკარე ლუნინი: "როდესაც მეტოქე გუნდის გულშემატკივრები მაგინებენ, მეღიმება"

"ლეგანესის" მეკარემ, ანდრეი ლუნინმა, რომელიც მადრიდის "რეალს" ეკუთვნის, აღიარა, რომ მრავალი გულშემატკივრის წინაშე თამაში სიამოვნებს.

დღეს, 12:18

ბაიერნი 21 წლის იტალიელ შემტევში 70 მილიონ ევროს იხდის

"ფიორენტინას" შემტევმა, ფედერიკო კიეზამ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში "ბაიერნი" გააძლიეროს.

დღეს, 12:12

გარი ნევილმა დაასახელა იუნაიტედის ექვსი ფეხბურთელი, რომელიც თავის დონეზე ვერ თამაშობს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გუნდის მინიმუმ ექვსი ფეხბურთელი თავის დონეზე ვერ ასპარეზობს.

დღეს, 12:07

გოდინის და ფილიპე ლუისის დღეები ატლეტიკოში დათვლილია

"ატლეტიკოს" მცველები, დიეგო გოდინი და ფილიპე ლუისი, დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს დატოვებენ.

დღეს, 12:03

იუვენტუსის მცველმა მოიწონა პოსტი, რომელშიც გულშემატკივარი ალეგრის გაშვებას ითხოვდა

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელ მცველს შესაძლოა პრობლემები შეექმნას.

დღეს, 12:00

ვინ შეცვლის დიბალას?

უდიდესი ალბათობით, პაულო დიბალა ტურინის "იუვენტუსს" დატოვებს. Calcio24-ის ცნობით, "ბიანკონერიმ" მის შემცვლელს უკვე მიაგნო.

დღეს, 11:42

რონალდუმ 6 ფეხბურთელის შეძენა მოითხოვა

Corriere Dello Sport-ის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის "იუვენტუსს" 6 ფეხბურთელის შეძენა მოთხოვა.

დღეს, 11:32

მესიმ კაპიტნის სამკლაურით მე-100 მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესი "ალავესთან" შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა. სერხიო ბუსკეტსმა არგენტინელს კაპიტნის სამკლაური გადაულოცა.

დღეს, 11:24

პეპმა სოლსკიაერს უპასუხა: "უხეშობა არასდროს ყოფილა ჩემი პრიორიტეტი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ "სიტისთან" მატჩში მეტოქე მოსაგებად ყველაფერზე წავა,

დღეს, 11:16

ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთში გაიმართება?!

Marca-ს ცნობით, ესპანეთის სუპერთასის გათამაშება შესაძლოა ახალი ფორმატით ჩატარდეს.

დღეს, 11:07

სუარესი ბენზემას დაეწია - ლა ლიგაში ყველაზე საინტერესო ბრძოლა მე-2 ადგილისთვის მიდის

ლა ლიგაში, ისევე როგორც ბომბარდირთა რბოლაში ყველაფერი გადაწყვეტილია.

დღეს, 10:58

ვალვერდე: "მესი ოქროს ბუცისთვის არ გამომიყვანია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ახსნა, თუ რატომ გამოიყვანა მან "ალავესთან" მატჩში ლიონელ მესი მეორე ტაიმში:

დღეს, 10:36

UFC-ის პრეზიდენტი: "ტაისონის წასვლის შემდეგ, კრივი მოსაწყენი გახდა, მე ამას გამოვასწორებ"

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა კრივზე ისაუბრა: "კრივის ბიზნესში ზაფხულის შემდეგ ჩავერთვები. ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

დღეს, 10:28

აიაქსმა რეკორდი დაამყარა

ერედივიზიის 32-ე ტურში ამსტერდამის "აიაქსმა" არნემის "ვიტესი" დაამარცხა ანგარიშით 4:2.

დღეს, 10:15

მანჩესტერული დერბი: წითელი ეშმაკები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ

ინგლისის პრემიერ ლიგაში დაძაბული საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება და დღეს უმნიშვნელოვანესი მანჩესტერული დერბი გაიმართება.

დღეს, 09:48

რატომ წააგებს დღეს მანჩესტერი? - კარგად გავიხსენოთ, რა გააკეთა ლივერპულმა 2010 წელს

დღეს 23:00 საათზე, პრემიერ ლიგაში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართება.

დღეს, 04:52

სეზონი დასრულებულია: გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაციას იკეთებს

ჩვენი ინფორმაციით, ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაციას უახლოეს კვირებში გაიკეთებს.

დღეს, 04:19

ბითაძე კლუბს დაემშვიდობა: "ყოველთვის ჩემს გულში იქნებით"

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ "ბუდუჩნოსტი" ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 04:08

ალენა: "ძალიან მინდა, დღეს ატლეტიკომ მოიგოს და ტიტული კამპ ნოუზე მოვიგოთ"

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი ალენა დღეს მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივრობს.

დღეს, 04:01

შესაძლოა, დღეს ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონი ოფიციალურად გახდეს

არის იმის ალბათობა, რომ კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გახდეს.

დღეს, 03:55

ტოტენჰემის სერია გრძელდება - ზედიზედ 67 მატჩია მსგავსი რამ არ მომხდარა

როგორც მოსალოდნელი იყო, "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ბრაიტონი" 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

დღეს, 03:50

გუშინ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანეს [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში გაიმართა საინტერესო მატჩი "უოტფორდსა" და "საუთჰემპტონს" შორის.

დღეს, 03:45

ლა ლიგაში წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა [VIDEO]

ლა ლიგის გასულ ტურში "უესკა" "ეიბარს" დაუპირისპირდა და მარტივად, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 03:41

სოლსკიაერი: "მანჩესტერი კვლავ არ არის მზად, რომ ტიტულისთვის იბრძოლოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი თვლის, რომ გუნდში სამუშაო კიდევ ბევრია.

დღეს, 03:37

გვარდიოლა: "ოლდ ტრაფორდის არ გვეშინია"

დღეს გაიმართება პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის.

დღეს, 03:31

ყველა სიახლე