Goal.Ge

ევროპა ლიგა: ლონდონური კლუბები ინგლისის პრესტიჟის დაცვას ეცდებიან


ევროპა ლიგა: ლონდონური კლუბები ინგლისის პრესტიჟის დაცვას ეცდებიან

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დღეს ევროპა ლიგის 1/2 ფინალური მატჩები გაიმართება და ინგლისური კლუბები რეაბილიტაციას ეცდებიან.

ლონდონის "არსენალი" ესპანურ "ვალენსიას" დაუპირისპირდება, ხოლო ლონდონის "ჩელსი" ტურნირის აღმოჩენა ფრანკფურტის "აინტრახტს".

არსენალი - ვალენსია

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "ემირიათსი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: კლემენ ტარპენი (საფრანგეთი)

არსენალი

ლონდონურმა კლუბმა ევროპა ლიგის 1/4 ფინალში კარლო ანჩელოტის "ნაპოლი" საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა. "არსენალმა" შინ 2:0 იმარჯვა და "სან პაოლოზეც" მინიმალური ანგარიშით (1:0) მოიგო. უნაი ემერი თავის საყვარელ ტურნირს კვლავ უმიზნებს, თანაც ეს "არსენალისთვის" იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვოს.

ევროპა ლიგა: ლონდონური კლუბები ინგლისის პრესტიჟის დაცვას ეცდებიან

"მეთოფეები" ახლა ცუდ ფორმაში არიან - უნაი ემერის გუნდი ოთხეულში იკავებდა ადგილს, მაგრამ პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ახლა მე-5 ადგილზეა, "ჩელსის" 2 ქულით ჩამორჩება. გასულ უქმეებზე "არსენალი" სტუმრად "ლესტერ სიტისთან" 0:3 განადგურდა და ბოლო სამ წაგებულ შეხვედრაში სულ 9 ბურთი გაუშვა. ასე, რომ ევროპა ლიგა "არსენალის" შანსია და "მეთოფეები" ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ტურნირი მეორე ცდაზე მაინც მოიგონ.

ვალენსია

"ვალენსიამ" ევროპა ლიგის ფლეი-ოფში საკმაოდ კარგი გზა გაიარა და ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მოვიდა. "ღამურებმა" 1/4 ფინალში ესპანური დერბი "ვილიარეალს" ძალიან მარტივად მოუგეს. "ვალენსიამ" სტუმრად 3:1 იმარჯვა, ხოლო გასვლაზე - 2:0. გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ჩემპიონატში "ვალენსიაც" ოთხეულს მიღმაა, ესპანელების მოტივაციაც იგივეა, რაც "არსენალის".

ევროპა ლიგა: ლონდონური კლუბები ინგლისის პრესტიჟის დაცვას ეცდებიან

ლონდონური კლუბის მსგავსად ბოლო მატჩებში "ვალენსიაც" ჩავარდა - მარსელინიო ტორალის გუნდმა ლა ლიგის ბოლო ორი შეხვედრა წააგო და 52 ქულით მე-6 ადგილზეა, ოთხეულს სამი ქულით ჩამორჩება. "ღამურები" ევროთასებზე ასე შორს დიდი ხანია არ გასულან, ამიტომ "ვალენსიას" დასაკარგი არაფერი აქვს და ბოლომდე იბრძოლებს.

გუნდების საკადრო მდგომარეობა

"მეთოფეებს" შესაძლოა ნაჩო მონრეალი და მესუთ იოზილი ვერ დაეხმარონ. "ლესტერთან" ბოლო თამაში ორივემ გამოტოვა და მათი მდგომრეობა საეჭვოა. ლაზარეთში კი კვლავ იმყოფებიან ბელერინი, ჰოლდინგი, რემზი და უელბეკი.

რაც შეეხება "ვალენსიას", ესპანურ კლუბს დისკვალიფიკაცირებული კოკლენი და ტრავმირებული კონდოგბია და ჩერიშევი ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი: ჩეხი; ნილსი, სოკრატისი, კოსელნი, მონრეალი, კოლასინაჩი; ჯაკა, ტორეირა; ივობი, ლაკაზეტი, მხითარიანი.

ვალენსია: ნეტო; ვასი, გარაი, გაბრიელი, გაია; ფერან ტორესი, სოლერი, პარეხო, გედეში; როდრიგო, მინა.

მთავარი ფაქტები:

"არსენალისა" და "ვალენსიას" გზები ევროთასებზე აქამდე სამჯერ გადაიკვეთა. პირველად 1980 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში და ესპანელებმა პენალტების სერიაში 5:4 იმარჯვეს. ეს პირველი ევროტურნირის ფინალი იყო, რომლის ბედიც პენალტების სერიაში გადაწყდა.

მომდევნო ორ შემთხვევაში კი ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. 2000/01 წლების სეზონში გუნდებმა საშინაო გამარჯვებები (2:1 "არენალი", 1:0 "ვალენსია") გაცვალეს. ორი სეზონის შემდეგ კი ლონდონში უგოლო ფრე დაფიქსირდა, ხოლო "მესტალიაზე" ესპანელებმა 2:1 იმარჯვეს.

"არსენალმა" ევროთასებზე ესპანური კლუბების წინააღმდეგ 33 შეხვედრიდან მხოლოდ 10 მოიგო. თუმცა საკუთარ მოედანზე დადებითი ბალანსი აქვს: 8 მოგება, 4 ფრე და 3 წაგება.

"ვალენსიას" კი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 37 თამაშში დადებითი ბალანსი აქვს: 12 მოგება, 16 ფრე და 9 მარცხი.

"არსენალი" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 19 სეზონი გამოსვლის შემდეგ ევროპა ლიგის 1/2 ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. გასულ სეზონში "მეთოფეები" ამ სტადიაზე მომავალმა ჩემპიონმა მადრიდის "ატლეტიკომ" დაამარცხა - 1:1 ლონდონში, 0:1 მადრიდში.

"ვალენსია" ევროპა ლიგის 1/2 ფინალში მესამედ გავიდა. 2011/12 წლების სეზონში "ღამურები" "ატლეტიკოსთან" დამარცხდნენ (2:4 გასვლა, 0:1 სახლი), ხოლო 2013/14 წლების სეზონში - "სევილიასთან" (0:2 გასვლა, 3:1 სახლი).

აინტრახტი - ჩელსი

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "კომერცბანკ არენა", ფრანკფურტი
მთავარი მსაჯი: კარლოს დელ სერო

აინტრახტი

ფრანკფურტის "აინტრახტი" ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა - "არწივებმა" ჯგუფი 100%-იანი მაჩვენებლით მოიგეს და ფლეი-ოფის სტადიაზეც საკმაოდ ძლიერი გუნდები დაამარცხეს. "ინტრახტმა" ჯერ გამოცდილი დონეცკის "შახტარი", შემდეგ მილანის "ინტერი" და ბოლოს ლისაბონის "ბენფიკა" გამოაგდო ტურნირიდან. პორტუგალიაში 2:4 წაგების შემდეგ გერმანელებმა შინ 2:0 იმარჯვეს და ევროპა ლიგის 1/2 ფინალში გავიდნენ, რაც მათთვის უკვე ისტორიული წარმატებაა.

ევროპა ლიგა: ლონდონური კლუბები ინგლისის პრესტიჟის დაცვას ეცდებიან

გერმანიის ბუნდესლიგაში ადი ჰიუტერის გუნდი ოთხეულისთვის იბრძვის და ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. სამი ტურით ადრე "აინტრახტი", რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, 54 ქულით მე-4 ადგილზეა და კონკურენტებს სამი ქულით უსწრებს. თუმცა "არწივებმა" ბუნდესლიგაში ბოლო სამი შეხვედრა ვერ მოიგეს და ახლა ევროპა ლიგაზე ეცდებიან რეაბილიტაციას. მეტოქე კვლავ სერიოზული ევროპული გუნდია.

ჩელსი

ლონდონური კლუბი ევროპა ლიგაზე უპრობლემოდ მიიწევს წინ და ფლეი-ოფის ყოველი სტადია დამაჯერებლად გადალახა. "ჩელსიმ" ჯერ "მალმიო" გაანადგურა ორი მატჩის ჯამში 5:1, შემდეგ კიევის "დინამო" 8:0 და შედარებით სანერვიულო გამოდგა პრაღის "სლავიასთან" დაპირისპირებები. ჩეხეთში 1:0 მოგების შემდეგ "არისტოკრატებმა" სახლში 4:3 იმარჯვეს და ევროპა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს.

ევროპა ლიგა: ლონდონური კლუბები ინგლისის პრესტიჟის დაცვას ეცდებიან

მაურიციო სარის გუნდი პრემიერ ლიგაში ოთხეულისთვის იბრძვის და მიუხედავად იმისა, რომ სამი ტურია არ მოუგია, მაინც წინ წაიწია. "ჩელსიმ" ბოლო ორ თამაშში ორი ქულა აიღო და სწორედ ამის წყალობით შეაღწია ჩემპიონთა ლიგის ზონაში. გასულ უქმეებზე "ლურჯებმა" სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფრედ 1:1 ითამაშეს და საჭირო ქულა წამოიღეს შინ.

გუნდების საკადრო მდგომარეობა

"აინტრახტის" მთავარი პრობლემა ანტე რებიჩისა და სებასტიან ჰალერის არყოფნაა - ხორვატი შემტევი დისკვალიფიკაცირებულია, ხოლო ფრანგი ფორვარდი ტრავმირებული და მათ არყოფნაში გონსალო პასიენსა შეუწყვილდება იოვიჩს. გარდა ამის ლაზარეთში არიან ჩენდლერი, ტავატა, შტენდერა და რუსი.

ლონდონის "ჩელსის" კი კვლავ ანტონიო რუდიგერი და კალუმ ჰადსონ-ოდოი ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა ვილიანის თამაშიც.

სავარაუდო შემადგენლობები

აინტრახტი: ტრაპი; და კოსტა, ნდიცკა, ჰინტერეგერი, ჰასებე, კოსტიჩი; როდე, ფერნანდესი; გაჩინოვიჩი; პასიენსა, იოვიჩი.

ჩელსი: კეპა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, დავიდ ლუისი, ალონსო; კანტე, ჟორჟინიო, ლოფტუს-ჩიკი; პედრო, ჟირუ, აზარი.

მთავარი ფაქტები:

ლონდონის "ჩელსიმ" ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩიდან 11 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

"აინტრახტი" ევროთასებზე "ჩელსის" არასოდეს შეხვედრია, მაგრამ ინგლისურ კლუბს სამჯერ დაუპირისპირდა და სამივეჯერ გამოეთიშა ორთაბრძოლას.

"ჩელსის" კი ბუნდესლიგის გუნდებთან გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს: 10 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება. გერმანიაში კი ლონდონელებს 3 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება აქვთ.

"აინტრახტი" ევროპა ლიგაზე 21-ე საუკუნეში მხოლოდ მეორედ ასპარეზობს და ამ ტურნირზე სახლში წაგება არ აქვს: 9 მოგება, 2 ფრე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პერესი ბეილისთვის შანსის მიცემას ითხოვს?

როგორც მოგეხსენებათ, მონრეალში შედგა შეხვედრა ფლორენტინო პერესსა და ზინედინ ზიდანს შორის.

დღეს, 17:51

პრო 14-ის 2019/2020 წლების სეზონის კალენდარი

პრო 14-ის 2019/2020 წლების სეზონის კალენდარი

დღეს, 17:48

არსენალის ახალი კაპიტნის ვინაობა ცნობილია?!

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალს" ლორან კოშელნი ტოვებს.

დღეს, 17:34

ზიდანმა და პერესმა პოგბას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს

ESPN-ის ცნობით, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანს შეხვდა.

დღეს, 17:17

ბასტარო ამერიკას ლიონის გავლით მიაშურებს

ბასტარო ამერიკას ლიონის გავლით მიაშურებს

დღეს, 17:02

სანჩესის დაბრუნების თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო შეკრებას ალექსის სანჩესის გარეშე გადის.

დღეს, 16:53

ოფიციალურად: ჯეიმს ო'კონორი რედსის მორაგბეა და ავსტრალიის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო

ოფიციალურად: ჯეიმს ო'კონორი რედსის მორაგბეა და ავსტრალიის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო

დღეს, 16:52

ატლეტიკომ რეალის მორიგი აღზრდილი იყიდა

მადრიდის "ატლეტიკომ" მარიო ერმოსოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 16:37

U20 ალაფა: პორტუგალიამ ტონგა გაანადგურა და ფინალში იაპონიას დაუპირისპირდება

U20 ალაფა: პორტუგალიამ ტონგა გაანადგურა და ფინალში იაპონიას დაუპირისპირდება

დღეს, 16:26

"აჭარაბეთის“ ამბასადორი რივალდო საქართველოში ჩამოდის

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა რივალდო „აჭარაბეთის“ სპორტის ამბასადორი გახდა და საქართველოში ჩამოდის.

დღეს, 16:24

ოფიციალურად: სტარიჯი დისკვალიფიცირებულია

"ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი დისკვალიფიცირებულია.

დღეს, 16:18

მალკომისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

Marca-ს ცნობით, "არსენალის" შემდეგ, მალკომისთვის ბრძოლაში "ტოტენჰემიც" ჩაერთო.

დღეს, 16:04

ტოჩინოშინმა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე წარმატებები უსურვა

ტოჩინოშინმა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე წარმატებები უსურვა

დღეს, 15:55

ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი: "კლოპის გუნდი გაისად უფრო სუსტი იქნება"

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ელ-ჰაჯი დიუფმა "წითლების" შანსები შეაფასა:

დღეს, 15:46

AS: ხამესი თუ ისკო? - რეალმა არჩევანი გააკეთა

AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" ხამეს როდრიგესისა და ისკო ალარკონის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 15:36

ლორენტეს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, ფერნანდო ლორენტე ამჟამად უგუნდოდ იმყოფება.

დღეს, 15:21

რა საჭიროა ლუკაკუ, როცა შეიძლება კავანი? - ინტერის ახალი ვარიანტი

როგორც მოგეხსენებათ, მაურო იკარდი მილანის "ინტერის" დატოვებასთან ახლოს იმყოფება.

დღეს, 15:12

ფეკირი ლა ლიგის მე-10 ადგილოსან გუნდში გადადის?!

Daily Express-ისა და კიდევ რამდენიმე წყაროს ცნობით, ნაბილ ფეკირის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 15:01

10 ვარსკვლავი, რომელიც აიაქსმა ტოპ კლუბებს აჩუქა 21-ე საუკუნეში

ამსტერდამის "აიაქსმა" 2019 წელს ევროპის ტოპ კლუბებს მორიგი სოლიდური საჩუქარი გაუკეთა.

დღეს, 14:41

ხაბიბის აგენტი: "მეიუეზერი ნურმაგომედოვთან ბრძოლაზე ოცნებობს"

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა ალი აბდელ-აზიზმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:

დღეს, 13:53

პსჟ ნკუნკუმ დატოვა

"პარი სენ-ჟერმენი" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 13:33

ალვეში არსენალში გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით

Sun-ის ცნობით, დანი ალვეშის მსურველებს შორის ლონდონის "არსენალიც" ფიგურირებს.

დღეს, 13:27

სალაჰის, ფირმინოსა და ალისონის დაბრუნების თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" წინასასეზონო შეკრება დაიწყო.

დღეს, 12:19

მერტენსი: "სარი რონალდუს ვერაფერს ასწავლის, მაგრამ..."

"ნაპოლის" თავდამსხმელი დრის მერტენსი მაურიციო სარის "იუვენტუსში" დანიშნვას გამოეხმაურა:

დღეს, 12:11

ფეკირისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Le10sport.com-ის ცნობით, ნაბილ ფეკირისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 11:48

EA Sports-ის ზარალი Konami-სა და იუვეს კონტრაქტის შემდეგ - მინუს 732 მილიონი

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" Konami-ს ექსლუზიური პარტნიორი გახდა.

დღეს, 11:39

ოფიციალურად დადასტურდა: დე ლიგტი იუვენტუსის ფეხბურთელია

"იუვენტუსის" ოფიციალურმა ტვიტერმა დაადასტურა, რომ მატეის დე ლიგტი ტურინული კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

დღეს, 11:21

ვინ დაიყოლია პავარი და ერნანდესი ბაიერნში გადმოსვლაზე?

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" რიგები შეავსო ორმა მსოფლიო ჩემპიონმა: ბენჟამინ პავარმა და ლუკას ერნანდესმა.

დღეს, 11:13

ტოტენჰემი ტრიპიერის შემცვლელად ორ ფეხბურთელს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, კირან ტრიპიერი "ტოტენჰემიდან" "ატლეტიკოში" გადავიდა.

დღეს, 10:52

ბაიერნი არსენალთან დამარცხდა [VIDEO]

საზაფხულო ტურნირი სახელწოდებით საერთაშორისო ჩემპიონთა თასი უკვე დაიწყო.

დღეს, 10:38

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10