Goal.Ge

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი


გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები:

მიუნხენის "ბაიერნში" ეპოქა დასრულდა. "რეკორდმაისტერი" არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის დაემშვიდობა. ჰოლანდიელმა და ფრანგმა გვერდიგვერდ 10 სეზონი გაატარეს და "ბავარიას" 19 ტიტული მოაგებინეს.

600-ზე მეტი შეხვედრა ერთად და 230-მდე გოლი, ეს ყველაფერი ლეგენდად ქცეული "რობერია". გავიხსენოთ გენიალური დუეტის 10 გამორჩეული მომენტი.

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

"რობერის" დაბადება

რობენი "ბაიერნში" 2009 წლის ზაფხულში გადმოვიდა, რიბერი იმ დროისთვის მიუნხენში უკვე ორი სეზონის განმავლობაში ბრწყინავდა. უფრო კონკრეტულად - ჰოლანდიელის ტრანსფერი 28 აგვისტოს გაოფიციალურდა, მეორე დღეს კი "რობერიმ" დაარბია მოქმედი ჩემპიონი: "ვოლფსბურგი".

ეს ყველაფერი ბუნდესლიგის მეოთხე ტურის ფარგლებში მოხდა. არიენმა შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ, 12 წუთში ორი გოლი გამოადნო. აღსანიშნავია, რომ ორივე ბურთი ნიდერლანდელმა სწორედ ფრანკის ასისტით შეაგდო. ასე დაიწყო ეპოქა.

ბაიერნი - ვოლფსბურგი 3:0 (რობენის დუბლი, რიბერის ორი ასისტი)



ქამბექი მანჩესტერთან

1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუნაიტედმა" "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ქამბექი გამოაცხო. შეიძლება ითქვას, რომ 11 წლის შემდეგ, "ბავარიამ" თავისებური რევანში აიღო.

მართალია მასშტაბი უფრო მცირე იყო, მაგრამ მთავარი აღმოჩნდა ის, რომ "ბაიერნმა" სერ ალექს ფერგიუსონის წითელი სახე მაინც გაათეთრა. ეს ყველაფერი რობენისა და რიბერის უშუალო მონაწილეობით მოხდა.

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა - მიუნხენელები 92-ე წუთზე ურთულეს გამარჯვებას იფორმებენ (2:1), მაგრამ განმეორებით მატჩში ფავორიტის სტატუსით "ეშმაკები" არიან. 41-ე წუთისთვის "ემიუ" თითქოს კლავს ინტრიგას, რადგან ტაბლოზე 3:0 ციმციმებს.

"რეკორდმაისტერმა" სწორედ იმ მომენტში გაიღვიძა. "მანკუნიანელთა" მესამე გოლიდან ორ წუთში, "ბავარია" დაბრუნდა. 74-ე წუთზე კი გულშემატკივარმა იხილა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში: ფრანგის კუთხურიდან ჩაწოდება და ჰოლანდიელის ულამაზესი შორეული გასროლა.

მანჩესტერი - ბაიერნი 3:2 (რიბერის კუთხური, რობენის გასროლა)



ჩემპიონთა ლიგის მოგების პირველი მცდელობა

"მანიუს" ბარიერის გადალახვის შემდეგ, "ბაიერნმა" დაამარცხა ლიონის "ოლიმპიკი" და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია. მიუნხენელთა მოწინააღმდეგე ტიტულებს მოწყურებული ჟოზე მოურინიოს მილანის "ინტერი" აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, სეზონის მთავარ შეხვედრაში "რეკორდმაისტერი" დამარცხდა. "ბავარიელებს" ძალიან დაეტყოთ რიბერის არყოფნა, რომელიც ფინალს წითელი ბარათის გამო ტოვებდა. "ალიანც არენაზე" საერთო ჯამში დადებითი ატმოსფერო სუფევდა, რადგან "ბაიერნმა" ბუნდესლიგა და ქვეყნის თასი მიითვისა.

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

ჩემპიონთა ლიგის მოგების მეორე მცდელობა

მიუნხენელები შემდეგ სეზონში კვლავ ერთ-ერთი ფავორიტების როლში იყვნენ, თუმცა მათი შეჩერება საკუთარ თავზე ისევ "ნერიაძურიმ" აიღო, ამჯერად უკვე 1/8 ფინალში. გავიდა ერთი წელი, ქომაგებმა "გერმანული მანქანის" დემო-ვერსია იხილეს.

ეს ის დროა, როდესაც ლუი ვან გაალი იუპ ჰაინკესმა ჩაანაცვლა. იოზეფის ხელში "რეკორდმაისტერმა" გადალახა ურთულესი სიკვდილის ჯგუფი ("სიტი", "ნაპოლი", "ვილიარეალი"), მოგვიანებით კი 1/2 ფინალში პენალტების სერიით დამარცხებული იქნა მადრიდის "რეალი".

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

რაც შეეხება კულმინაციას, ისევ 11-მეტრიანები, მაგრამ ამჯერად წაგება. "რობერი" ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ დუეტი უძლური აღმოჩნდა დიდიე დროგბას თავურისა და ლონდონის "ჩელსის" 4 ზუსტი პენალტის წინაშე. შედეგად: კიდევ ერთი ვიცე-ჩემპიონობა.

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

მიწასთან გასწორებული ბარსელონა

"ბავარია" ჯვაროსნულ ლაშქრობაში კიდევ ერთხელ წავიდა, გზად დამარცხებული იქნა "არსენალი", "იუვენტუსი" და "ბარსელონა". ჰაინკესის გუნდის სისასტიკე განსაკუთრებით კატალონიელებმა გამოსცადეს - 7:0 ორი მატჩის ჯამში (4:0, 0:3). რობენმა "ბლაუგრანა" არ დაინდო.

ბაიერნი - ბარსელონა 7:0 (ორი მატჩის ჯამში)



მესამე ცდაზე მოგებული ჩემპიონთა ლიგა

ფინალში გულშემატკივარს გერმანული დერბი ელოდა, "ბაიერნი" - "დორტმუნდი". შეხვედრის ბედი გადაწყვიტა ვინ, თუ არა არიენი/ფრანკიდან ერთ-ერთმა. თამაშის 89-ე წუთზე ჰოლანდიელმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და მიუნხენს ნანატრი თასი აჩუქა.

ბაიერნი - დორტმუნდი 2:1 (რობენი 89-ე წუთზე იტანს გადამწყვეტ გოლს)



ინდივიდუალური ჯილდოების სერია

"რეკორდმაისტერმა" აღნიშნულ სეზონში მოიგო არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა, არამედ სხვა ყველაფერი დანარჩენიც (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი). ბევრის აზრით, 2012-2013 წლის შუალედი "რობერის" არსებობის მანძილზე საუკეთესოა.

საკლუბო ტიტულებთან ერთად, "ბავარიას" ლიდერებმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მიითვისეს, განსაკუთრებით ეს რიბერიზე ითქმის, რომელიც უეფას წლის ფეხბურთელი გახდა. ამის გარდა, ფრანგი ოქროს ბურთზეც კი იყო წარდგენილი.

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

ეს ყველაფერი რამდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო, ფრანგი უპრობლემოდ გახდებოდა ნომერ პირველი, მაგრამ მესი/რონალდუს ეპოქაში, "ბაიერნის" შვიდიანთან ბოდიში. გამარჯვებული კრიშტიანუ გახდა, ლეომ კი რიბერის ხმების რაოდენობის 1.36%-ით აჯობა.

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

დორტმუნდის მოგუდვა და მონოპოლია

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2010-2013 წლის შუალედში, ანუ ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში, მიუნხენში ჩემპიონობა დავიწყებული იყო. "რეკორდმაისტერს" სისხლს ამბიციური იურგენ კლოპი უშრობდა, რომელიც "ბავარიას" მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დაუპირისპირდა.

"ბაიერნმა" "ბორუსიას" ლიკვიდირება წარმატებით მოახდინა. მიუნხენში გადმოვიდნენ "ფუტკრების" საუკეთესო ფეხბურთელები (ლევანდოვსკი, გიოტცე, ჰუმელსი), დაუძლურებული კლოპი კი "ლივერპულში" გაიქცა. ამის შემდეგ, არიენს, ფრანკსა და დანარჩენებს "შავ-ყვითლების" დარბევის მეტი, სხვა არაფერი ჰქონდათ დარჩენილი.

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

100-გოლიანთა კლუბის წევრები

"რეკორდმაისტერის" ისტორიაში სულ არსებობს 17 ფეხბურთელი, რომელმაც 100-ბურთიან ნიშნულს გადააბიჯა, "რობერი" მათ რიცხვშია. ჰოლანდიელის ანგარიშზეა 308 მატჩი და 144 გოლი. "ბავარიას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში რობენი მე-8 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ფრანგს, 424 შეხვედრა, 124 ბურთი და მე-11 პოზიცია, ასეთია რიბერის მონაგარი. დუეტმა ჩამოიტოვა ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები როგორებიც არიან შოლი, ბრაიტნერი, ჰიონესი, მაკაი, მათეუსი და ა.შ.

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

რეკორდები

ფრანკი "ალიანც არენას" ბუნდესლიგის ცხრა ოქროს მედლით ტოვებს, ეს არის უნიკალური მიღწევა. ცნობისთვის, "დორტმუნდმა" თავისი ისტორიის მანძილზე რვაჯერ იპირველა. სხვა მიღწევები: 5 გერმანიის თასი, ლიგის თასი, 4 სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

ინდივიდუალური ჯილდოები - ორჯერ ბუნდესლიგის წლის ფეხბურთელი, ორჯერ უეფას წლის გუნდის წევრი, უეფას წლის ფეხბურთელი, უეფას სუპერთასის საუკეთესო მოთამაშე, 5-ჯერ ბუნდესლიგის წლის გუნდის წევრი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტენტი, 3-ჯერ ბუნდესლიგის საუკეთესო ასისტენტი, ოქროს ბურთის ნომინანტი და ა.შ.

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

იმის გათვალისწინებით, რომ არიენი ორი სეზონით გვიან მოვიდა, მას ნაკლები გუნდური ტიტული აქვს მოპოვებული. რაც შეეხება პირად მიღწევებს, ნიდერლანდელის კოლექცია შთამბეჭდავია: 4-ჯერ ბუნდესლიგის თვის გოლის ავტორი, ბუნდესლიგის წლის ფეხბურთელი, 2-ჯერ უეფას წლის გუნდის წევრი, ჩემპიონთა ლიგის წლის გუნდის წევრი, ოქროს ბურთის მე-4 ადგილოსანი და ა.შ.

გერმანული გამანადგურებლის ჰოლანდიურ-ფრანგული ფრთები: "რობერის" 10 მომენტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

"ამაზე ვოცნებობ", - ხავი ბარსელონაში დაბრუნებაზე ალაპარაკდა

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველი, ხავი ერნანდესი კატალონიურ გრანდში დაბრუნებაზე ალაპარაკდა.

დღეს, 22:23

ლუკა ზარანდიას საგოლე გადაცემა გენტის წინააღმდეგ [VIDEO]

ლუკა ზარანდიას საგოლე გადაცემა გენტის წინააღმდეგ [VIDEO]

დღეს, 22:16

ქულები კვლავ დაიკარგა - დორტმუნდმა აინტრახტს ვერ მოუგო [VIDEO]

ბუნდესლიგის მე-5 ტურის ეგიდით, "დორტმუნდი" ფრანკფურტის "აინტრახტს" ეწვია.

დღეს, 22:00

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გაიტანა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ლეგია" "კრაკოვიას" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.

დღეს, 21:46

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო.

დღეს, 21:38

კაცნაკლულმა არსენალმა ასტონ ვილასთან საოცარი მატჩი მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ეგიდით, "არსენალმა" "ემირეიტსზე" "ასტონ ვილას" უმასპინძლა.

დღეს, 21:32

ზედიზედ მე-6 გამარჯვება! - ლივერპულმა სტუმრად ჩელსის მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულს" უმასპინძლა.

დღეს, 21:25

ხავი: "მესის შეუძლია ფანტასტიკური მცველი იყოს"

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:17

მოურინიო: "მანჩესტერისთვის ჩლ-ზე დაბრუნება დიდი მიღწევა იქნებოდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:12

ნოიერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"ბაიერნის" გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 21:06

შეხვედრა დაგეგმილია - რა ბედი ელის პოგბას?

"მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოეს კვირებში მინო რაიოლას შეხვდება, ნახევარმცველ პოლ პოგბას აგენტს.

დღეს, 21:06

იუვენტუსმა დიბალას გაყიდვა გადაწყვიტა, მიზეზი - რონალდუ

"იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელ პაულო დიბალას გაყიდვას ეცდება.

დღეს, 20:32

ბარსელონაში ვალვერდეს დღეები დათვლილია

"ბარსელონას" არაერთმა ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდესადმი ნდობა დაკარგა.

დღეს, 20:27

ტალანტი, რომლის შეძენაც ექვს ევროპულ კლუბს სურს

"ბოკა ხუნიორსის" ნახევარმცველ აგუსტინ ალმენდრას შეძენა ერთდროულად რამდენიმე ტოპ-კლუბს სურს.

დღეს, 20:20

საქართველო მსოფლიო თასს უძლიერესი უელსის წინააღმდეგ იწყებს [პრევიუ]

მსოფლიო თასის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება.

დღეს, 20:17

ფატის არა ესპანეთის, არამედ პორტუგალიის ნაკრებში თამაში სურდა

ბორი ფატიმ, "ბარსელონას" 16 წლის თავდამსხმელ ანსუ ფატის მამამ, საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:15

გვარდიოლას მეუღლე ესპანეთში დაბრუნდა, მიზეზი ცნობილია

კრისტინა გვარდიოლა, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მეუღლე, ესპანეთში დაბრუნდა.

დღეს, 20:04

ნაპოლიმ სტუმრად ლეჩე გაანადგურა [VIDEO]

სერია ა-ს მე-4 ტურში "ნაპოლიმ" "ლეჩე" 1:4 გაანადგურა.

დღეს, 19:00

მორიგი ფეხის დაცდენა - მანჩესტერი ვესტ ჰემთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ვესტ ჰემთან" დამარცხდა.

დღეს, 18:54

მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი ისტორიაში - კოუტინიოს მიღწევა

„ბაიერნში“ განათხოვრებული „ბარსელონას“ შემტევი, ფილიპე კოუტინიო, „კიოლნთან“ მატჩში გატანილი გოლით ისტორიაში შევიდა.

დღეს, 17:16

ბექა ლომთაძემ ფინალში რუსი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

ყაზახეთში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში, სადაც ქართველები წარმატებით გამოდიან.

დღეს, 17:16

"რაღაც უცნაური ხდება", - ბარსელონაში სიტუაცია ირევა

ESPN იტყობინება, რომ „ბარსელონას“ არაერთი ფეხბურთელი ერნესტო ვალვერდესადმი ნდობას კარგავს.

დღეს, 16:30

ჩემბერლენი: "სალაჰი არ ღორობს? გაგიჟდით? სადიო მანეს მაინც ჰკითხეთ"

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, მოჰამედ სალაჰზე იხუმრა.

დღეს, 14:57

სევილია - რეალი: ბუკმეიკერებმა მიზერული ფავორიტი დაასახელეს

დღეს, ლა ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს „სევილია“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდებიან.

დღეს, 14:51

კონტე: "ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობამ მილანური დერბი მოგვაგებინა"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „დერბი დელა მადონინას“ მოგების შემდეგ, მატჩი შეაფასა.

დღეს, 14:46

სარი: "ბევრი ცვლილების გამო ბალანსი დავკარგეთ"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ვერონასთან“ გამარჯვება (2:1) შეაფასა.

დღეს, 13:50

ბალოტელი: "ასეთი წონა ბოლოს მანჩესტერ სიტიში მქონდა"

იტალიური „ბრეშიას“ თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, აღნიშნა, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.

დღეს, 13:36

"წაგება ფეხბურთის ნაწილია", - გვარდიოლა 8:0-ს მოგების შემდეგ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „უოტფორდის“ 8:0 დამარცხება შეაფასა.

დღეს, 11:38

მარტიდან უმუშევარი სოლარი სამსახურს 2020-ში დაუბრუნდება?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, სანტი სოლარიმ, შესაძლოა დევიდ ბექჰემის გუნდი „ჩაიბაროს.

დღეს, 11:34

ყველა სიახლე