Goal.Ge

ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში


ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში

და დადგა დღე, რომელსაც ფეხბურთის თითეული გულშემატკივარი სულმოუთმენლად ელოდა - დღეს ფინალია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი!

მადრიდის "ვანდა მეტროპოლიტანოს" დიდებულ არენაზე ჩემპიონთა ლიგის თასს ინგლისური კლუბები გაითამაშებენ - "ტოტენჰემი" და "ლივერპული", გუნდები რომელთა გზაც ფინალამდე სრულიად დაუვიწყარი და დაუჯერებელია.

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და გამორჩეულია, ამიტომ იმედია ფინალიც ასეთივე გიჟური და საინტერესო იქნება.

ტოტენჰემი - ლივერპული

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "ვანდა მეტროპოლიტანო", მადრიდი
მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ლონდონურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით ისტორია უკვე დაწერა - "ტოტენჰემი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში პირველად ითამაშებს. მაურისიო პოჩეტინომ "დეზებს" უდიდესი წარმატება მოუტანა, მაგრამ ტიტული ჯერ კიდევ მოსაგებია. "ტოტენჰემმა" სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგაში ცოტათი მოუკლო და საბოლოოდ მე-4 ადგილს დასჯერდა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "დეზებმა" შინ "ევერტონთან" ფრედ 2:2 ითამაშეს და სეზონი 71 ქულით დაასრულეს.

ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში

"ტოტენჰემი" ფინალში პირველად არის, მაგრამ მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა უკვე დაამტკიცა, რომ მათ ბრძოლისუნარიანობა, თამაშის ჟინი და საოცარი მონდომება გამოუცდელობას ფარავს. "დეზები" ეცდებიან, რომ მორიგი ზღაპრული საღამო მოიწყონ და კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სეზონი ტიტულით დააგვირგვინონ.

"ლივერპული" კი იურგენ კლოპის ხელში გაზრდას აგრძელებს - სამი წლის წინ მერსესაიდელებმა ევროპა ლიგის ფინალი ითამაშეს, ხოლო ახლა ზედიზედ მეორედ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. "წითლებმა" ფენომენალური სეზონი ჩაატარეს, მაგრამ პრემიერ ლიგის მოგება მაინც ვერ მოახერხეს - 97 ქულა, ყველაზე ცოტა გაშვებული ბურთი და ბრწყინვალე სანახაობა, მაგრამ "მანჩესტერ სიტიმ" ერთით მეტი ქულა აიღო და ტიტული შეინარჩუნა. "ლივერპულმა" ბოლო ტურში შინ "ვულვერჰემპტონი" 2:0 დაამარცხა და ფინალისთვის დაიწყო მზადება.

ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში

იურგენ კლოპისთვის ეს მორიგი ფინალია და გერმანელი სპეციალისტი ყველაფერს გააკეთებს ნავსის გასატეხად. "ლივერპული" კი თავისმხრივ ეცდება, რომ ეს გიჟური სეზონი შესაფერისად დაასრულოს და პრემიერ ლიგაში იმედგაცრუების შემდეგ ფანები ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებით გააბედნიეროს.

კეინი ბრუნდება, ფირმინოც მზად არის

ფინალისთვის "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" საკადრო მდგომარეობა გამოსწორდა. ლონდონურ კლუბს ვიცე-კაპიტანი და მთავარი გოლეადორი, ჰარი კეინი, დაუბრუნდა და ინგლისელი მადრიდში პირველივე წუთებიდან გავა მოედანზე.

ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში

თავისმხრივ "ლივერპულს" დაუბრუნდება რობერტო ფირმინო, რომელმაც ბოლო ერთი თვე გამოტოვა. იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი სათამაშოდ მზად არის.

ფინალურ შეხვედრას ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მოთამაშე გამოტოვებს - ნაბი კეიტა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტოტენჰემი: ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; ვინკსი, სისოკო; ერიკსენი, ალი, სონი; კეინი.

ლივერპული: ალისონი; არნოლდი, ვან დეიკი, მატიპი, რობერტსონი; ფაბინიო, ჰენდერსონი, ვიინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

გზა მადრიდამდე

"ყოველთვის ვამბობ, რომ ფინალში შედარებით წინ იმყოფება გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ექსტრაორდინალური გზა ჰქონდა გავლილი. ამ ფინალის მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ ორივე გუნდი ფინალამდე საოცრად მივიდა", - განაცხადა ფინალის წინ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ.

ჟოზეს ამ სიტყვებით უკვე ყველაფერი ნათქვამია, ამიტომ ახლა მოდი უბრალოდ კიდევ ერთხელ გადავავლოთ "ტოტენჰემისა" და "ლივერპულს" ზღაპრულ გზებს მადრიდამდე.

ტოტენჰემი - გუნდი დაბრუნება

მიუხედავად "ლივერპულის" ფენომენალური ქამბექისა "ბარსელონასთან" თუ ამ სეზონის შედეგად რომელიმე გუნდს ეკუთვნის "ქამბექების ოსტატის" წოდება ეს პირველ რიგში "ტოტენჰემია". ლონდონურმა კლუბმა პირველი დაუჯერებელი და სასწაულებრივი დაბრუნება ჯგუფურ ეტაპზე შემოგვთავაზა - მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ჯგუფური ეტაპი მილანის "ინტერთან" (1:2) და "ბარსელონასთან" (2:4) მარცხით დაიწყო, რასაც "პსვ-სთან" სტუმრად ფრე 2:2 მოჰყვა. საწყისი სამი ტურის შემდეგ "ტოტენჰემი" მთავარ კონკურენტ "ინტერს" 6 ქულით ჩამორჩა და ჯგუფიდან გასვლის შანსები პრაქტიკულად მოისპო.

ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში

"ტოტენჰემი" უკვე ოქტომბრის დასაწყისში იყო ძალიან ახლოს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნასთან - "პსვ-სთან" საშინაო თამაშში ლონდონელები დიდი ხანი აგებდნენ, მაგრამ 78-ე და 89-ე წუთებზე ჰარი კეინის დუბლით "ტოტენჰემმა" პირველი ქამბექი შეასრულა - 2:1. ამას მოჰყვა უმნიშვნელოვანესი საშინაო გამარჯვება მილანის "ინტერთან" - კრისტიან ერიკსენმა მე-80 წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი. ბოლო ტურში "ტოტენჰემმა" ლუკას მოურას გოლით "კამპ ნოუდან" ქულა წამოიღო (1:1), "ინტერმა" შინ "პსვ" ვერ დაამარცხა და ლონდონელები ფლეი-ოფში ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით გავიდნენ.

1/8 ფინალურ ეტაპზე მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა დორტმუნდის "ბორუსიას" ბარიერი მარტივად გადალახა. შინ "დეზებმა" გერმანული კლუბი 3:0 გაანადგურეს, დორტმუნდში კი კეინის გოლით 1:0 იმარჯვეს. ამას კი 1/4 ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" სუპერ-მატჩი მოჰყვა. ლონდონში ეუნ-მინ სოლის გოლით "ტოტენჰემმა" 1:0 მოიგო, ხოლო "ეტიჰადზე" მორიგი ქამბექი შესრულდა.

ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში

კადრი, რომელიც "ტოტენჰემის" ისტორიაში სამუდამოდ შევა და კლუბის მუზეუმში დაიკავებს ადგილს. მანჩესტერში გიჟური მატჩი 4:3 დასრულდა და ბოლო წუთზე "სიტის" გატანილი ბურთი გააუქმეს. "ტოტენჰემმა" ამჯერად VAR-ს საშუალებით შეასრულა დაბრუნება - დაჩოქებული გვარდიოლა, "მკვდრეთით აღდგენილი" პოჩეტინო და სრულიად არანორმალური რეაქციები - ეს სრული სიგიჟე იყო, მაგრამ არა ბოლო...

1/2 ფინალში "ტოტენჰემი" ტურნირის მთავარ აღმოჩენა ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდა - გუნდს, რომელმაც "რეალი" და "იუვენტუსი" გააგდო, მოიგო "სანტიაგო ბერნაბუესა" და "იუვენტუს სთედიუმზე", გუნდი, რომელიც თამაშობდა დიდებულ ფეხბურთს და იყო შთაგონების წყარო ფეხბურთის ქომაგებისთვის. ლონდონში ინგლისელებმა არც ისე კარგად იასპარეზეს და 0:1 წააგეს, ხოლო ამსტერდამში კიდევ უფრო ცუდად დაიწყეს და პირველი ტაიმი 0:2 დათმეს...

ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში

არა კეინი, არა სონი...თუმცა ამ დროს გამოჩნდა ბრაზილიელი ლუკას მოურა, რომელმაც ჯერ ძალიან მოკლე პერიოდში დუბლი გაიფორმა, ხოლო მატჩის ბოლო წამებზე მესამეც გაიტანა და "ტოტენჰემს" კიდევ უფრო გიჟური ქამბექი შეასრულებინა - მოედანზე დაცემული და აცრემლებული პოჩეტინოს დანახვაც საკმარისი იყო. "ტოტენჰემმა" ეს შეძლო!

ქამბექი ჯგუფურ ეტაპზე, ქამბექი 1/4 ფინალში, ქამბექი 1/2 ფინალში - "ტოტენჰემის" გზა ფინალამდე მართლაც ემოციებით, გიჟური მომენტებითა და ბრძოლისუნარიანობით იყო აღსავსე. "სიტის" გამოგდება ჰარი კეინის გარეშე, "აიაქსის" გამოგდება კეინისა და სონის გარეშე, ეს მართლაც ზღაპრული ისტორიაა!



ლივერპული - დაუფასებელი ფავორიტი

მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპული" ტურნირის ვიცე-ჩემპიონი იყო და ზაფხულში მეკარის პრობლემაც მოაგვარა, რატომღაც სხვა კლუბების, "ბარსელონას", "იუვენტუსის", "პსჟ-ს" და "სიტის" შანსები უფრო მაღლა ფასდებოდა, ვიდრე "ლივერპულის". თუმცა იურგენ კლოპმა ეს კვლავ გააკეთა...

ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულსაც" ურთულესი მეტოქეები შეხვდა: "პსჟ", "ნაპოლი" და "ცრვენა ზვეზდა". ჯგუფური ეტაპი მერსესაიდელებმა "პსჟ-ს" შინ დამარცხებით (3:2) დაიწყეს, რასაც ნეაპოლში 0:1 წაგება მოჰყვა. "ცრვენა ზვეზდა" "წითლებმა შინ 4:0 გაანადგურეს, მაგრამ სერბეთში სენსაციურად 0:2 წააგეს და პარიზშიც დამარცხდნენ (1:2). ბოლო ტურის წინ "ლივერპული" ჯგუფში რჩებოდა და შინ "ნაპოლი" კომფორტული ანგარიშით უნდა დაემარცხებინა, რაც გამოუვიდა - მოჰამედ სალაჰის ერთადერთი გულით "წითლებმა" 1:0 მოიგეს და ფლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდნენ.

ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში

1/8 ფინალში "ლივერპული" შესუსტებულ მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდა. "ენფილდზე" უგოლო ფრის შემდეგ მერსესაიდელებმა მიუნხენში 3:1 დამაჯერებლად მოიგეს. სადიო მანეს დუბლითა და ვან დეიკის თავურით "წითლებმა" გერმანული გიგანტის ბარიერი გადალახეს. შემდეგ იყო "პორტუ", რომელიც "ლივერპულმა" უბრალოდ არ შეიმჩნია - 2:0 შინ, 4:1 გასვლაზე და შემდეგ მოხდა ეს...

იურგენ კლოპის გუნდი 1/2 ფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდა და პირველი მატჩი "კამპ ნოუზე" საკმაოდ კარგად ჩაატარა. პირველ ტაიმში ინგლისელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მეორე ტაიმში საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ლეო მესის ფენომენისა და დუბლის გამო 0:3 განადგურდნენ. საპასუხო თამაშამდე კი იურგენ კლოპს გუნდის ორი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო, გამოაკლდნენ. "ლივერპულის" შანსები მართლაც მიზერული იყო, "წითლები" თითქმის ყველამ ჩამოწერა, მაგრამ ყველას ერთი რამ დაავიწყდა...

ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში

ყველას დაავიწყდა "ენფილდი" - სტადიონი, რომელზეც შეუძლებელი არაფერია. სალაჰი და ფირმინო შაქირიმ და ორიჯიმ შეცვალეს, დღესასწაული კი დივოკ ორიჯიმ მე-7 წუთზე გატანილი გოლით გახსნა. შესვენებაზე კლოპს ტრავმირებული რობერტსონის შეცვლა მოუწია და თამაშში ჟორჟინიო ვიინალდუმი ჩართო. ჰოლანდიელმა ორ წუთში დუბლი გაიფორმა და "ლივერპული" თამაშში დააბრუნა. 79-ე წუთზე კი არნოლდმა "ბარსას" უყურადღებობით ისარგებლა, კუთხურიდან პირდაპირ ორიჯის ჩაუწოდა და ბელგიელმა სასწაული სრულყოფილებაში მოიყვანა - 4:0!

აი ასე დაბრუნდა "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამჯერად ტიტულის დათმობას აღარ აპირებს.



ყველაფერი ან არაფერი

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი ახლავს თან - "ტოტენჰემისთვის" და "ლივერპულისთვის" ეს სეზონი უკვე ისტორიული და საოცრად წარმატებულია, მაგრამ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მაინც ხელცარიელი რჩება. დიახ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, "ტოტენჰემს" და "ლივერპულს" ამ სეზონში მხოლოდ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვთ - ჩემპიონთა ლიგის!

ასე, რომ ეს იქნება სუპერ-ფინალი - ფინალი ყველაფრისთვის ან არაფრისთვის! "ტოტენჰემისთვის" პირველივე ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება და ევროტურნირის მთავარი თასის აღება მართლაც ზღაპრული მიღწევა იქნება და ეს გუნდი ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. "ლივერპულისთვის" კი ეს ზედიზედ მეორე ფინალია, პრემიერ ლიგის იმედგაცრუების შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მოგება მართლაც ძალიან ფასეული იქნება.

ამას კიდევ ერთი ფაქტორი ემატება - მაურისიო პოჩეტინოს კარიერაში არანაირი ტიტული არ მოუგია, უკვე 7 წელია უტიტულოა იურგენ კლოპიც, რომელმაც ბოლო 6 სეზონში 6 სხვადასხვა ფინალი წააგო, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგის. ასე, რომ მწვრთნელებს შორისაც მოქმედებს "ყველაფერი-არაფერის" პრინციპი.

ეს ფინალი უკვე ფეხბურთის გამარჯვებაა!

ტოტენჰემი - ლივერპული: ინგლისური ფინალი მადრიდში

მაშინ, როდესაც "მანჩესტერ სიტის" დაცვა უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე უამრავი ქვეყნის მთელი არმია თავისი აღჭურვილობით და გუნდი პეპ გვარდიოლასთან ერთად 1/4 ფინალს ვერ გაცდა; მაშინ, როდესაც "პარი სენ ჟერმენმა" სატრასნფერო ბაზარზე რეკორდები მოხსნა, სტანდარტები დაარღვია, მოიწვია ნეიმარი, კილიან მბაპე და 1/8 ფინალს ვერ გაცდა, თანაც გაანიავა ყველანაირი კომფოფორტული უპირატესობა; მაშინ, როდესაც ფეხბურთში ყველაზე მეტად იგრძნობა ფულის გავლენა და სპორტი ბიზნესად იქცა, მაურისიო პოჩეტინომ და იურგენ კლოპმა საკუთარი გუნდები მინიმალური რესურსით, ფულის გარეშე, გაიყვანეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

0 ევრო - თანხა, რომელიც "ტოტენჰემმა" გასული წლის ზაფხულში დახარჯა. სრული სიგიჟეა, მაგრამ ამავდროულად სასიხარულო, საამაყო რეალობა - გუნდმა, რომელსაც ზაფხულში არცერთი მოთამაშე არ დაუმატებია აჯობა მსოფლიოს უმდიდრესს კლუბებს და ფინალში გავიდა. მეორე მხარეს კი ასევე უდიდესი შრომითა და ოსტატობით აწყობილი "ლივერპულია". გასაგებია ვირჯილ ვან დეიკი და ალისონ ბეკერი, მაგრამ მათ გარდა "წითლებს" გრანდიოზული ტრანსფერი არ გაუკეთებიათ, თანაც "პსჟ-სა" და "სიტის" მსგავსად "ლივერპულს" ფეირ-პლეის დარღვევის გამო არავინ დასდევს.

პოჩეტინომ ამ გუნდის აწყობა 2014 წელს დაიწყო, კლოპმა კი 2015 წლის ოქტომბერში - ორივე სპეციალისტი ძალიან ემოციურია და გამოირჩევა მოედანზე აქტიური მოქმედებებით. ორივეს ფილოსოფია შემტევია, ორივეს უყვარს აგრესიული, სწრაფი ფეხბურთი ფლანგებზე აქცენტითა და ბურთის ფლობაზე ორიენტაციით. და რაც ყველაზე მთავარია - ორივე მათგანი იდეალურად იყენებს მის ხელთ არსებულ რესურსს, ავითარებს ახალგაზრდა მოთამაშეებს, ახალ დონეზე აჰყავს საშუალო დონის შემსრულებლები და ქმნის ერთიან, ორგანიზებულ, მებრძოლ გუნდს!

ფეხბურთი ზოგჯერ მეტია, ვიდრე უბრალოდ მოთამაშეების კლასი, ფული თუ ტაქტიკა - ფეხბურთი გულშემატკივარს სწორედ იმ ემოციებისა და გიჟური თამაშის გამო უყვარს, რომელიც "ტოტენჰემმა" და "ლივერპულმა" აჩუქეს მაყურებელს. ლიდერების არყოფნამ გუნდის საბრძოლო ჟინს ვერაფერი დააკლო და მათ ფინალში გასვლა მაინც მოახერხეს. სწორედ ამიტომ არის ამ ორი გუნდის ფინალში ხილვა ფეხბურთის დიდი გამარჯვება! რაც მთავარია - ფინალი გახსნილი და ლაღი იქნება.

ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამ აკლია - ამსტერდამის "აიაქსი", მაგრამ სამწუხაროდ ფინალში მხოლოდ ორი გუნდი გადის...

საინტერესო ფაქტები:

"ტოტენჰემი" ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მე-40 მონაწილეა და პირველი დებიუტანტი "ჩელსის" (2008) შემდეგ. "ტოტენჰემი" შესაძლოა გახდეს 23-ე გუნდი, რომელიც ამ პრესტიჟულ ტიტულს დაეუფლება.

"ტოტენჰემი" მერვე ინგლისური კლუბია, რომელიც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში ითამაშებს. ინგლისი ამ მხრივ საუკეთესოა და იტალიასა და გერმანიას (6-6) უსწრებს.

ლონდონურ კლუბისთვის ეს მე-5 ევროტურნირის ფინალია და მეორე ინგლისური კლუბის წინააღმდეგ. 1972 წელს უეფას თასის ფინალში "ტოტენჰემმა" "ვულვერჰემპტონი" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.

"ტოტენჰემმა" აგრეთვე 1963 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში მადრიდის "ატლეტიკო" 5:1 გაანადგურა და გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპული ტიტული მოიპოვა.

"დეზებმა" 1984 წლის უეფას თასის ფინალში "ანდერლეხტი" პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხეს და მხოლოდ ერთი ფინალი წააგეს - 1974 წელს უეფას თასზე "ფეინოორდთან" (2:4).

"ლივერპული" კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეცხრედ გავიდა. მერსესაიდულ გრანდს ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული და შანსი აქვს, რომ ერთპიროვნულ მესამე ადგილზე გადავიდეს მადრიდის "რეალისა" (13) და "მილანის" (7) შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ზედიზედ ორჯერ მხოლოდ ტურინის "იუვენტუსს" (1997, 1998) და "ვალენსიას" (2000, 2001) აქვთ წაგებული. შარშან "ლივერპული" კიევში მადრიდის "რეალთან" 1:3 დამარცხდა.

მერსესაიდული გრანდისთვის ეს სულ 21-ე ევროტურნირის ფინალია. "წითლებს" დადებითი ბალანსი აქვთ: 11 მოგება, 9 მარცხი.

ეს ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში მე-6 ფინალია, რომელშიც ერთი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს. ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე 2008 წელს იყო - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოსკოვში ლონდონის "ჩელსი" პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1 და 6:5).

"ტოტენჰემი" და "ლივერპულის" ურთიერთშეხვედრების ისტორია 170 თამაშს ითვლის - "წითლებს" 79 გამარჯვება აქვთ, "დეზებს" - 48 და 43 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" გზები ევროთასებზე აქამდე მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა - 1972/73 წლების უეფას თასის 1/2 ფინალში. ორი მატჩის შედეგად ფრედ 2:2-ს შემდეგ ფინალში მერსესაიდული გრანდი სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა.

2013 წლის შემდეგ ამ გუნდების ბოლო 14 დაპირისპირებიდან "ლივერპულმა" 9 მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო.

ამ სეზონში იურგენ კლოპის გუნდმა "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის ორივე შეხვედრაში დაამარცხა - ორივეჯერ 2:1.

"ლივერპული" და "ტოტენჰემი" ფინალში აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - 1982 წელს ლიგის თასზე. "უემბლიზე" მერსესაიდელებმა დამატებით დროში 3:1 იმარჯვეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გერმანული კლუბის ფეხბურთელი ვარჯიშზე გარდაიცვალა

გუშინ, 16 ივლისს, სავარჯიშო სესიაზე გერმანელი ფეხბურთელი გარდაიცვალა.

დღეს, 21:02

ვინ უკაპიტნებს სიტის? - გვარდიოლა განცხადებას აკეთებს

"სიტის" მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:00

ოფიციალურად: ატლეტიკომ ტოტენჰემის ფეხბურთელი იყიდა

"ატლეტიკომ" მორიგი ტრანსფერის განხორციელება დაადასტურა.

დღეს, 20:38

მანჯუკიჩს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან, ხორვატის პოზიცია ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი შესაძლოა ინგლისში ვიხილოთ.

დღეს, 20:35

ნეიმარმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:31

კახა ცხადაძე: "ჩემი სამშობლო მიყვარს - ქართველ ხალხთან დასამტკიცებელი არაფერი მაქვს"

"ტორპედოსთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი "ორდაბასის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა.

დღეს, 19:52

ოფიციალურად: ინტერმა ორი ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა

"ინტერმა" კლუბიდან ორი ფეხბურთელის გაშვება დაადასტურა.

დღეს, 19:52

ხმაურიანი გარიგება - დორტმუნდი 300-მილიონიან კონტრაქტს აფორმებს

უახლოეს პერიოდში "დორტმუნდი" სარფიან კონტრაქტს გააფორმებს.

დღეს, 19:47

ოფიციალურად: ვესტ ჰემმა რეკორდული ტრანსფერი განახორციელა

"ვესტ ჰემმა" რეკორდული ტრანსფერი განხორციელება დაადასტურა.

დღეს, 19:43

კახა ჩხეტიანი: "ხვალ სტადიონზე ბევრ გულშემატკივარს ველოდებით"

ხვალ გაიმართება ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "ტორპედოსა" და "ორდაბასს" შორის.

დღეს, 19:41

ატლეტიკოს პრეზიდენტი ხამესის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

არ არის გამორიცხული, ხამეს როდრიგესი "ატლეტიკოში" გადაბარგდეს.

დღეს, 19:37

ბაიერნში ლევანდოვსკის მომავალს ნათელი მოჰფინეს

"ბაიერნის" თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 19:32

პრაქტიკულად გადაწყდა: სებალოსის ახალი კლუბი ცნობილია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 18:54

პოგბა მიდის? - სოლსკიაერმა საკუთარი პოზიცია გაგვიმხილა

"იუნაიტედის" მწვრთნელმა ნახევარმცველ პოლ პოგბას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 18:49

მილანი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელს უმიზნებს

"მილანი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

დღეს, 18:39

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესზე ისაუბრა.

დღეს, 18:35

ოზილმა თმა ქერად შეიღება - გერმანელის ახალი ვარცხნილობა [ფოტო]

"არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა თმა ქერად შეიღება.

დღეს, 18:31

ბარსელონას მორიგი სუპერ შეთავაზება, პსჟ-ს პასუხი ცნობილია

"ბარსელონამ" "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის თაობაზე ახალი შეთავაზება გაუკეთა.

დღეს, 17:52

შეხვედრა შედგა - მოდრიჩს სერიოზული მსურველი ჰყავს

არ არის გამორიცხული, ამ ზაფხულს ლუკა მოდრიჩმა "რეალი" დატოვოს.

დღეს, 17:45

იუვენტუსში დე ლიგტის კონტრაქტის პირობები გაირკვა

მოგეხსენებათ, მატეის დე ლიგტის "იუვენტუსში" ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.

დღეს, 17:41

ლესტერმა მაგუაირის თაობაზე ორი წინადადება უარყო

ჯერჯერობით, "ლესტერის" მცველ გარი მაგუაირის მომავალი გაურკვეველია.

დღეს, 17:36

ოფიციალურად: იუვენტუსმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "იუვენტუსი" აქტიურად მუშაობს.

დღეს, 17:32

კოპა ამერიკას საუკეთესო ბომბარდირის ახალი გუნდი ცნობილია

Fox Sports-ის თანახმად, ევერტონ სოარესის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 16:45

ტოტენჰემს როუზი ტოვებს

როგორც მოგეხსენებათ, "ტოტენჰემმა" წინასასეზონო შეკრება უკვე დაიწყო.

დღეს, 16:37

ჰადსონ-ოდოი ბაიერნში? გადაწყვეტილება მიღებულია

Independent-ის ცნობით, კალუმ ჰადსონ-ოდოის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 16:30

რონალდუს ეფექტი, რაიოლას ანგარება - დე ლიგტის ტრანსფერის დეტალები

მატეის დე ლიგტმა თავისი მომავალი ტურინის "იუვენტუსს" დაუკავშირა.

დღეს, 16:07

ბარსელონა 30-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

„ბეტისის“ მარცხენა მცველი ჯუნიორ ფირპო შესაძლოა სულ მალე „ბარსელონაში“ გადაბარგდეს.

დღეს, 15:08

საბურთალო - ზაგრები - რამდენია ქართული კლუბის ფეხბურთელების ფასი და რამდენი ჩვენი მეტოქის?

Transfermarkt-ის მონაცემებით, "დინამო ზაგრების" სატრანსფერო ფასი "საბურთალოს" ფასზე დაახლოებით 13-ჯერ მეტია.

დღეს, 15:01

რაიოლა: "ბარსელონა? თქვენ ძალიან ბევრი აბსურდი გაქვთ დაწერილი"

ჰოლანდიელი მცველის, მატეის დე ლიგტის აგენტმა, მინო რაიოლამ, მისი კლიენტის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:00

რატომ ჩატარდება დინამო ზაგრები - საბურთალოს მატჩი გულშემატკივრის გარეშე?

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 14:57

ყველა სიახლე