Goal.Ge

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი


წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

ცნობილი გამოცემა Transfermarkt ყოველწლიურად, სეზონის ბოლოს, ფეხბურთელთა საფასურს ანახლებს.

განვიხილოთ წინა სეზონთან შედარებით 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი.

10. რაჰიმ სტერლინგი - ინგლისი, "მანჩესტერ სიტი"

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

შარშანდელი ფასი: 90 მილიონი ევრო
წლევანდელი ფასი: 140 მილიონი ევრო
ზრდა: 50 მილიონი ევრო (55.6%)

გვარდიოლასთან მუშაობის ყოველი ახალი სეზონით ინგლისელი შემტევი უფრო და უფრო უკეთესი ხდება და გასული სეზონი მისთვის კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა. ამდენივე (50 მილიონი ევრო) მოიმატეს სადიო მანემ და ბერნარდო სილვამაც, მაგრამ ავირჩით ის ფეხბურთელი, რომელიც უფრო ძვირად ფასდება.

9. ლუკა იოვიჩი - სერბეთი, მადრიდის "რეალი"

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

შარშანდელი ფასი: 8 მილიონი ევრო
წლევანდელი ფასი: 60 მილიონი ევრო
ზრდა: 52 მილიონი ევრო (650%)

21 წლის ფორვარდს "აინტრახტში" დიდებული სეზონი გამოუვიდა და მან 27 გოლის გატანა მოახერხა, რის შედეგადაც, უამრავი ტოპ-კლუბის ყურადღება მიიპყრო და "სამეფო გუნდში" აღმოჩნდა. "ბენფიკა", რომელმაც 2 წლის წინ იოვიჩი "აინტრახტში" იჯარის წესით და 6-მილიონიანი გამოსყიდვის უფლებით გაუშვა, ახლა ალბათ იდაყვებზე კბენას ცდილობს ბრაზისგან.

8. ნიკოლა პეპე - საფრანგეთი, "ლილი"

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

შარშანდელი ფასი: 10 მილიონი ევრო
წლევანდელი ფასი: 65 მილიონი ევრო
ზრდა: 55 მილიონი ევრო (550%)

რომ არა მონსტრი მბაპე, "ლილის" მარჯვენა შემტევის შესახებ გაცილებით მეტი ადამიანი გაიგებდა, რადგან მას ნამდვილად ჩინებული სეზონი ჰქონდა, რომელშიც 22 გოლი გაიტანა და გრანდების ყურადღება მიიპყრო. რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, მასში 80 მილიონის გადახდასაც კი აპირებენ.

7. როდრი - ესპანეთი, "ატლეტიკო"

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

შარშანდელი ფასი: 25 მლნ ევრო
წლევანდელი ფასი: 80 მლნ ევრო
ზრდა: 55 მლნ ევრო (220%)

"ატლეტიკოში" გადასვლის შემდეგ, 22 წლის ესპანელმა ადვილად მოახერხა გუნდის მრავალწლიანი ლიდერის, გაბის ჩანაცვლება, რომელმიც ყატარში გადაბარგდა. შედეგად ,თავისი თამაშის სტილის გამო, "ახალი ბუსკეტსის" სახელი დაირტყა და პეპ გვარდიოლას სატრანსფერო სიაში პირველი ადგილიც დაიკავა. საინტერესოა, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 70 მილიონ ევროს შეადგენს. ანუ, დიდი ალბათობით, "მანჩესტერ სიტი" მას სატრანსფერო ღირებულებაზე იაფად ჩაიგდებს ხელში.

6. ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი - ინგლისი, "ლივერპული"

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

შარშანდელი ფასი: 25 მლნ ევრო
წლევანდელი ფასი: 80 მლნ ევრო
ზრდა: 55 მლნ ევრო (220%)

ვინ წარმოიდგენდა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, რომ ინგლისელს ასეთი პროგრესი ექნებოდა და ის მეორე ყველაზე ძვირადღირებული მცველის სტატუსსაც დაიბევებდა? "ლივერპულმა" დიდებული სამუშაო შეასრულა და ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე გაუფორმა. შედეგად, მან საუკეთესო სეზონი ჩაატარა და პრემიერ ლიგის ასისტენტების რეკორდიც დაამყარა. რა თქმა უნდა, მცველებს შორის.

5. კაი ჰავერცი - გერმანია, "ლევერკუზენი"

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

შარშანდელი ფასი: 28 მლნ ევრო
წლევანდელი ფასი: 90 მლნ ევრო
ზრდა: 62 მლნ ევრო (221.4%)

შემთხვევითობა სულაც არ არის, რომ 19 წლის გერმანელმა L'Equipe-ს ვერსიით საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიაში მესამე ადგილი დაიკავა. კაის საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ბუნდესლიგაში 17 გოლის გატანაც მოახერხა. იძახიან, რომ გაისად "ბაიერნი" მას 100 მლნ ევროდ შეიძენს.

4. ჟოაო ფელიში - პორტუგალია, "ბენფიკა"

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

შარშანდელი ფასი: 2 მლნ ევრო
წლევანდელი ფასი: 70 მლნ ევრო
ზრდა: 68 მლნ ევრო (3400%)

ფელიშის დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში გასულ სეზონში შედგა და ის მალევე გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად. პორტუგალიელის გადაბირებით თითქმის ყველა ინტერესდება, "ბენფიკა" კი მის გამოსასყიდ თანხაზე მიუთითებს, რომელიც 120 მილიონ ევროს შეადგენს. ბოლო ინფორმაციების მიხედვით, ამ თანხის გადახდას "ატლეტიკო" დათანხმდა და ტრანსფერი სულ მალე შედგება.

3. ფრენკი დე იონგი - ჰოლანდია, "აიაქსი" (1 ივლისიდან - "ბარსელონა")

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

შარშანდელი ფასი: 7 მლნ ევრო
წლევანდელი ფასი: 85 მლნ ევრო
ზრდა: 78 მლნ ევრო (1114.3%)

ჰოლანდიელი ნახევარმცველით "ბარსელონა" ადრეც ინტერესდებოდა, მაგრამ გასულ ჩემპიონთა ლიგაზე ფრენკიმ ნამდვილი ფურორი მოახდინა. მისით "პსჟ-ც" ინტერესდებოდა და თითქოს, დე იონგი სწორედ პარიზში უნდა გადასულიყო. მაგრამ, "ბარსელონას" ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ გუნდის პრეზიდენტმა არ დაიზარა, პირადად ჩააკითხა ფეხბურთელს ჰოლანდიაში და კატალონიაში გადასვლაზე დაიყოლია.

2. კილიან მბაპე - საფრანგეთი, "პსჟ"

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

შარშანდელი ფასი: 120 მლნ ევრო
წლევანდელი ფასი: 200 მლნ ევრო
ზრდა: 80 მლნ ევრო (66.7%)

დიახ, ვისაც თქვენ პირველ ადგილზე ელოდით, მხოლოდ მეორეზე აღმოჩნდა, თუმცა, ფრანგის პროგრესი იმდენად აღარავის უკვირს, როგორც იმის, ვინც პირველ ადგილზე გავიდა. კილიანს უკვე ტრადიციულად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, რომელშიც მან გოლის გატანის შესანიშნავი ალღო დაგვანახა და ოქროს ბუცისთვის ბოლომდე იბრძოდა. თუმცა, მხოლოდ ლეო მესისთან წააგო.

1. ჯეიდონ სანჩო - ინგლისი, "დორტმუნდი"

წლის 10 ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელი

შარშანდელი ფასი: 15 მლნ ევრო
წლევანდელი ფასი: 100 მლნ ევრო
ზრდა: 85 მლნ ევრო (566.7%)

ბევრ თქვენგანს ეს სახელი ჯერ კიდევ გასული სეზონის სტარტზე არაფერს გეტყოდათ, ახლა კი ის 100 მლნ ევროდ არის შეფასებული. ეს იმის მანიშნებელია, თუ რამდენად კარგი სეზონი ჰქონდა ინგლისელს. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ის "ბორუსიას" მთავარი მამოძრავებელი ძალა აღმოჩნდა, რომელიც ბუნდესლიგის ბოლო ტურამდე ჩემპიონობისთვის იბრძოდა. უცნაურია, თუ რატომ დაუშვა პეპ გვარდიოლამ ასეთი ამომავალი ვარსკვლავის გუნდიდან წასვლა. ვინც არ იცით, სანჩო "მანჩესტერ სიტის" აღზრდილია და "ბორუსიაში" მხოლოდ გასული სეზონის სტარტზე გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

უცნაური გადაწყვეტილება: იუვენტუსმა იგუაინი განაცხადში შეიყვანა

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 02:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10