Goal.Ge

იკარდის დუბლიორი, რომელიც სკალონის არგენტინაში ყველაზე შედეგიანია - ვინ არის ლაუტარო?


იკარდის დუბლიორი, რომელიც სკალონის არგენტინაში ყველაზე შედეგიანია - ვინ არის ლაუტარო?

სამი წლის წინ, ევროპის მთავარ ტალანტების სასაფლაოზე, ანუ მილანის "ინტერში" მორიგი სამხრეთ ამერიკელი ვუნდერკინდი მოვიდა. საუბარი გაბრიელ ბარბოსაზე, იგივე "გაბიგოლზეა", რომელიც "ნერიაძურის" 30 მილიონი ევრო დაუჯდა. რა მიიღეს "შავ-ლურჯებმა" აღნიშნული გარიგებიდან?

ერთი გოლი 10 შეხვედრაში და თავისტკივილი იმის თაობაზე, თუ რა გზით უნდა მოხერხდეს ბრაზილიელის მოშორება. მოკლედ, ტალანტების აღმოჩენა ლომბარდიელთა ხვედრი ნამდვილად არ არის, "ჯუზეპე მეაცაზე" უამრავი ახალგაზრდა ჩაქრა, მაგალითად: პირლო, ბონუჩი, კოუტინიო და ა.შ. აღნიშნული სია უსასრულოა.

იკარდის დუბლიორი, რომელიც სკალონის არგენტინაში ყველაზე შედეგიანია - ვინ არის ლაუტარო?

ამის მიუხედავად, ერთი წლის წინ, "ინტერნაციონალემ" კიდევ ერთხელ გარისკა და სამხრეთ ამერიკიდან გაიფორმა მორიგი იანგსტერი - ლაუტარო მარტინესი, ფეხბურთელი, რომელიც იდეალურად ჯდება კლასიკური არგენტინელი 10-იანის დახასიათებაში.

"ალბისელესტეს" მომავალმა თავდამსხმელმა ყურადღება ახალგაზრდული ასაკიდანვე მიიპყრო. თავად განსაჯეთ - 5 გოლი იუნიორთა კოპა ამერიკაზე, 4 ბურთი ახალგაზრდული მუნდიალის 3 მატჩში და დუბლი "კრუზეიროს" კარში ლიბერტადორესის თასის სადებიუტო თამაშში.

იკარდის დუბლიორი, რომელიც სკალონის არგენტინაში ყველაზე შედეგიანია - ვინ არის ლაუტარო?

"ლაუტაროს შევადარებდი მესის, აგუეროს, იგუაინსა და დიბალას, მაგრამ მათ შორის არსებობს ერთი სხვაობა - ისინი 20 წლის ასაკში მარტინესისნაირი სრულყოფილები არ იყვნენ." - არგენტინის ნაკრების ექს-მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი.

"ინტერნაციონალეს" სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერი 22.7 მილიონი ევრო დაუჯდა. "ალბისელესტეს" თავდამსხმელს 10 ნომერი მისცეს, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ მილანში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

იკარდის დუბლიორი, რომელიც სკალონის არგენტინაში ყველაზე შედეგიანია - ვინ არის ლაუტარო?

მარტინესს თავდაპირველად მაურო იკარდის მეწყვილედ განიხილავდნენ, ანუ უკან დახეულ ფორვარდად, რომელიც "ნერიაძურის" ცხრიანისთვის სივრცეებს შექმნიდა. სეზონის მსვლელობისას "შავ-ლურჯებში" ბევრი რამ თავდაყირა დადგა, იკარდი გუნდიდან მოკვეთეს და მისი ადგილი სწორედ თანამემამულეს გადაულოცეს.

არგენტინელმა ამოცანას თავი გაართვა და ცხრა ბურთი გაიტანა. ლაუტაროს გადამწყვეტი გოლებით ლომბარდიელებმა აჯობეს "ნაპოლის", მეზობელ "მილანს", "პარმასა" და "რაპიდს". 2018 წლის 12 მარტის შემდეგ, "ინტერის" 10-იანი ეროვნული გუნდის წევრია.

იკარდის დუბლიორი, რომელიც სკალონის არგენტინაში ყველაზე შედეგიანია - ვინ არის ლაუტარო?

მისი მონაგარი ასეთია - 9 შეხვედრა, 5 ბურთი. ცნობისთვის, იკარდის ოთხი გოლით ნაკლები აქვს. ლიონელ სკალონის "ალბისელესტეში" სამხრეთ ამერიკელი ხშირი და რეგულარული სტუმარია. მას შემდეგ, რაც "თეთრ-ლურჯების" სათავეში მოვიდა ლეო, მარტინესზე მეტი არავის გაუტანია, არც მესის.

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაისის ბოლოს კოპა ამერიკისთვის შემადგენლობა დაასახელა. პრინციპში, სიურპრიზი ნამდვილად არ იყო, რომ "ალბისელესტეს" შემადგენლობაში მოხვდა ლაუტარო, მაურო კი განაცხადს მიღმა დარჩა.

იკარდის დუბლიორი, რომელიც სკალონის არგენტინაში ყველაზე შედეგიანია - ვინ არის ლაუტარო?

დიახ, "ინტერნაციონალეს" ათიანი ეროვნულ გუნდში შინაურია. "თეთრ-ლურჯებში" ასეთები უყვართ - დაბალი, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და მოქნილი ფანტაზისტები, რომლებიც შეტევის მთელ სივრცეზე მოქმედებენ, არავის გაგონებთ?

გუშინ, სამხრეთ ამერიკელმა თავის საერთაშორისო კარიერაში დიდი ნახტომი გააკეთა. ლაუტაროს უშუალო მონაწილეობითა და დამსახურებით არგენტინამ დაამარცხა ყატარი და კოპას 1/4 ფინალში შეაბიჯა. სკალონი მარტინესს როგორც იქნა ენდო და ის სასტარტოში დააყენა, "ინტერელმა" შეფს იმედი არ გაუცრუა.

არგენტინა - ყატარი 2:0



ცხადია, რომ ლაუტარო მილანში ბევრად უფრო სტატუსიანი ფეხბურთელის რანგში დაბრუნდება. "ნერიაძურის" გულშემატკივრები წლების მანძილზე ეძებდნენ ძანეტის, მილიტოს, კამბიასოსა და სხვა სახელოვანი არგენტინელების საქმის გამგრძელებელს. ასეთი აღმოჩნდა არა იკარდი, არამედ მარტინესი.

იკარდის დუბლიორი, რომელიც სკალონის არგენტინაში ყველაზე შედეგიანია - ვინ არის ლაუტარო?

იმსახურებს თუ არა ლაუტარო არგენტინის ძირითადში ყოფნას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

უცნაური გადაწყვეტილება: იუვენტუსმა იგუაინი განაცხადში შეიყვანა

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 02:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10