"დაუჯერებელი თამაში, დიდი ემოციები, ტანკები და საბჭოეთი" - ერთი დღე საბურთალოსთან ერთად



ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" სტუმრად "შერიფს" დაუპირისპირდა და 0:3 გაანადგურა.

GOAL.GE ტირასპოლში მატჩს ესწრებოდა და საშუალება ჰქონდა, ეს ისტორიული შეხვედრა ადგილიდან გაეშუქებინა.

ალბათ, ერთი ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა, თუ "საბურთალო" ისტორიაში პირველ ევრო-მატჩზე ძლიერ მეტოქესთან ასეთი ანგარიშით მოიგებდა.

"შერიფი" მართლაც ძლიერი გუნდია. მათ ბევრი კარგი ლეგიონერი ჰყავთ და ხშირად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ხვდებიან ხოლმე. მათი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი ჩვენსაზე 2-ჯერ დიდია.

"დაუჯერებელი თამაში, დიდი ემოციები, ტანკები და საბჭოეთი" - ერთი დღე საბურთალოსთან ერთად

გამგზავრება და ჩასვლა საბჭოეთში

გუნდი ტირასპოლში წინა დღით გაემგზავრა, ფრენა დილით იყო, საღამოს კი მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია და გუნდის ვარჯიში. თვითმფრინავი კიშინოვში დაჯდა. კიშინოვიდან ტირასპოლამდე დაახლოებით 40 წუთის გზაა. ტირასპოლში შესვლისთანავე იგრძნობოდა, რომ ქალაქი საბჭოთა კავშირის დროში იყო დარჩენილი. 

ტანკები, ლენინის ძეგლი, რუსული დროშები - აშკარა იყო, რომ ტირასპოლში რუსებს დიდ პატივს სცემდნენ და ალბათ, ამ ყველაფრის დანახვის შემდეგ, ჩვენს ფეხბურთელებს უფრო დიდი მოტივაცია მიეცათ. ტირასპოლი კიშინოვისგან გამოყოფილია, მათ არ აღიარებს და ამ ყველაფერთან ერთად, ვალუტაც თავიანთი აქვთ.

ტირასპოლელ ხალხთან საუბრისას გამოჩნდა, რომ ბევრმა ჩვენი ფეხბურთელები - გუცაევი, ყიფიანი და შენგელია, იცოდა.

"დაუჯერებელი თამაში, დიდი ემოციები, ტანკები და საბჭოეთი" - ერთი დღე საბურთალოსთან ერთად

სასტუმროში დაბინავება - რატომ სასტუმრო "რუსეთი"?

"საბურთალო" სასტუმრო "რუსეთში" დასახლდა. რა თქმა უნდა, ეს მედიას არ გამოპარვია და მალევე სხვადასხვა გამოცემებში წავიკითხეთ, რომ ქართული გუნდი "რუსეთში" დაბინავდა. რეალობა კი ისაა, რომ ტირასპოლში ამ სასტუმროს გარდა სხვას ვერ ნახავ. მთელს ქალაქში ერთადერთი ნორმალური სასტუმროა და იმასაც "რუსეთი" ჰქვია.

როდესაც გუნდი სასტუმროსთან მივიდა, მათ ერთი მოლდოველი ჟურნალისტი დახვდათ, რომელიც ცდილობდა, ფეხბურთელები რუსულად აელაპარაკებინა. ბევრი ეცადა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და ამის სამაგიეროდ, პრესაში გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "საბურთალო სასტუმრო რუსეთში დაბინავდა."

"დაუჯერებელი თამაში, დიდი ემოციები, ტანკები და საბჭოეთი" - ერთი დღე საბურთალოსთან ერთად

ვარჯიში და პრესკონფერენცია

მატჩამდე ერთი დღით ადრე, გია ჭიაბრიშვილმა გუნდი მსუბუქად ავარჯიშა. პრესკონფერენციაზე კი "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა "საბურთალო" შეაქო და განაცხადა, რომ მათ ბევრი პასის გაკეთება და დაცვაში კარგად თამაში იციან, რაც მეორე დღეს ზუსტად აუხდა. ჭიაბრიშვილმა აღნიშნა, რომ "საბურთალოსთვის" 10 ივლისი ისტორიული დღეა, რადგან გუნდი ევრო ასპარეზზე პირველად ითამაშებდა და ისინი 100%-ით მზად იყვნენ ამისთვის, იგივე განცხადება გააკეთეს ფეხბურთელებმაც.

მატჩის დღე და ემოციები

1-2 პატარა ბანერს თუ არ ჩავთვლით, ქალაქში საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ დღეს მათი კლუბი თამაშობდა. სამაგიეროდ, რუსეთის გამაპიარებელი ბანერები ბევრი იყო. ფეხბურთელები ცოტას ნერვიულობდნენ და ეს მოედანზე პირველი რამდენიმე წუთიც იგრძნობოდა. 

თამაშამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ქართველმა ჟურნალისტებმა მედია-ტრიბუნაზე კუთვნილი ადგილი დაიკავეს. რამდენიმე წუთში კი პოლიციის თანამშრომელი მოვიდა და იკითხა, "რუსთავი 2"-დან ვინმე ხომ არ ხართო. ალბათ, მათი ამ არხისადმი ინტერესი ბოლო დროინდელმა ამბებმა გამოიწვია, როცა ერთ–ერთ გადაცემაში პუტინის მიმართ სკანდალური განცხადება გაკეთდა.

"დაუჯერებელი თამაში, დიდი ემოციები, ტანკები და საბჭოეთი" - ერთი დღე საბურთალოსთან ერთად

თამაში დაიწყო და პირველი 10 წუთის შემდეგ, "საბურთალო" უდიდეს უპირატესობას დაეუფლა. მატჩის სიღრმისეულ განხილვას არ დავიწყებთ, რადგან ყველამ ყველაფერი ისედაც იცის. 0:3 - ამას ვერავინ წარმოიდგენდა. "ქართული სენი" იქაც აქტუალურია და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, გულშემატკივარი სტადიონს ტოვებდა. თამაშის შემდეგ, ამ დიდ გამარჯვებას ქართულ დელეგაციას ყველა ულოცავდა.



მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის დროც მოვიდა, სადაც პირველი "შერიფის" მთავარი მწვრთნელი გამოვიდა და რუსულად ლაპარაკი დაიწყო. ქართველმა ჟურნალისტებმა თარჯიმნის მოყვანა და თარგმნა მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს და პროტესტის ნიშნად, პრესკონფერენცია დატოვეს.

ქართველი ჟურნალისტები "შერიფის" პრესკონფერენციიდან გავიდნენ, მოლდოვიდან კი მხოლოდ 4-5 ჟურნალისტი იყო. შესაბამისად, მათი პრესკონფერენცია მალე დასრულდა და გამოვიდა გია ჭიაბრიშვილი, რომელსაც ყველა დიდი ოვაციით შეხვდა.

დაბრუნება სასტუმროში, ემოციები ავტობუსში, ნახტომი აუზში

ამ ისტორიულ გამარჯვებას ფეხბურთელები ემოციურად აღნიშნავდნენ. გუნდში მყოფი მოთამაშეების უმრავლესობა ახალგაზრდაა და მათთვის ეს პირველი საერთაშორისო მატჩი და პირველი დიდი სიხარული იყო.

აღსანიშნავი და გამოსარჩევია გია ჭიაბრიშვილის დამოკიდებულება. ქართველი სპეციალისტი გუნდის თამაშით და შედეგით ასევე გახარებული იყო, თუმცა ხშირად ამბობდა, რომ დასრულებული ჯერ არაფერია, წინ განმეორებითი მატჩია და ზეიმი ამის შემდეგ იყოსო.

"საბურთალოს" წარმომადგენელმა მატჩის წინ პირობა დადო, თუ "საბურთალო" მოიგებს, აუზში ჩავხტებიო - პირობა შესრულებულია.



დაბრუნება თბილისში, მესხის სტადიონი სავსე ტრიბუნების მოლოდინში

"საბურთალო" თბილისში მეორე დღეს დაბრუნდა, როცა გუნდი უკვე ემოციებისგან დაცლილი იყო. კლუბის ერთ–ერთმა ლიდერმა გეგა დიასამიძემ თქვა, რომ ასეთი თამაშის შემდეგ, ის და მისი თანაგუნდელები მესხზე სავსე ტრიბუნებს ელიან.

დასრულებული ჯერ არაფერია, ამიტომ გულშემატკივარი 16 ივლისს სტადიონზე აუცილებლად უნდა მივიდეს, რათა "საბურთალოს" ისტორიის გაგრძელებაში დაეხმაროს. ბილეთის ფასი 3 ლარია.

ფოტოები: ს.კ. საბურთალო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლამპარდი: "კრიტიკა მოურინიოს მხრიდან? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან კავშირს ინარჩუნებს.

დღეს, 20:29

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

დღეს, 20:21

ფინალში დამარცხებული რუსი მეტოქე, ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონია!

ქართველი ძიუდოისტი, ვლადიმერ ახალკაცი მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

დღეს, 20:14

"დამნაშავე ყოველთვის მე ვარ", - ოზილი გულშემატკივრებს გაუბრაზდა

"არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა გულშემატკივრების მხრიდან მისდამი კრიტიკაზე ისაუბრა.

დღეს, 20:03

"რონალდუ თუ მესი?", - ვიდალმა ისტორიაში საუკეთესო დაასახელა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:57

ფიფამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების ზუსტი რიცხვები დაასახელა

ყველა კონფედერაციის უძლიერესი გუნდების მონაწილეობით გასამართი ტურნირი დეკემბერში, ყატარში გაიმართება.

დღეს, 18:33

მანჩესტერმა ზამთრის პირველ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთარში „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ემრე ჯანის დამატებას აპირებს.

დღეს, 18:25

კლოპი: "გუშინ შანსი არ იყო, დღეს შესაძლებელია, ხვალ 100%-ით იქნება"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისში ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 18:05

რეალმა ბარსელონას იდეა მოიწონა

მადრიდის „რეალი“ „ბარსელონასთან“ მატჩის 18 დეკემბერს ჩატარების იდეას დათანხმდა.

დღეს, 17:59

"უნდა მიხვდეს, რა სურს ამ ცხოვრებისგან", - ვიდალმა თანაგუნდელზე ორაზროვნად ილაპარაკა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, თანაგუნდელზე, უსმან დემბელეზე ისაუბრა.

დღეს, 17:49

"ეს ბიჭი ვინ არის?", - რიბერი FIFA-ს გაუბრაზდა, PES-მა კომენტარებშივე უპასუხა

ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, საფეხბურთო სიმულატორში თავისი სახით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 17:39

ბარსელონამ კლასიკოს ჩატარების სასურველი რიცხვი დაასახელა

„ბარსელონამ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ლა ლიგის მეათე ტურის გადადების თაობაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 17:10

"ეს უკვე პირადულია", - ზიდანს პოგბასთან შეხვედრაზე ჰკითხეს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველთან, პოლ პოგბასთან შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 17:05

ქაოსის თეორია - ჩაშლილი კლასიკოს გამართვის სავარაუდო თარიღი და კიდევ რამდენიმე დეტალი

საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" - კატალონიის პოლიტიკური ცხოვრების მუდმივი აქტიური მონაწილე.

დღეს, 16:29

იუვენტუსმა შესნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" ვოიცეხ შესნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 15:25

ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი რამოსის სურვილს გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, სერხიო რამოსმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.

დღეს, 15:11

ვან დეიკი: "არ ვთვლი, რომ იუნაიტედთან მატჩი განსაკუთრებული მოვლენაა"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:

დღეს, 15:00

კუბომ ბარსელონაში ფატისთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა

"მალიორკას" ახალგაზრდა შემტევმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 14:47

დიდი გზის დასაწყისი: იაპონელთა უდიდესი სენსაცია გასულ მსოფლიო თასზე [VIDEO]

კვირას მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს მასპინძელი იაპონია და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან.

დღეს, 14:45

მანჩესტერის ექს-მოთამაშე: "კლოპს ლივერპულში დრო სჭირდებოდა, აცადეთ სოლსკიაერსაც"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, მარკ ბოსნიჩმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა:

დღეს, 14:34

იუვენტუსი და ტოტენჰემი ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" გაცვლას გეგმავენ.

დღეს, 14:25

ვან დეიკი: "სიტის თამაშებს არ ვუყურებ"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 14:14

ლეგენდარულ ალექს ფერგიუსონს მატჩის ჩაწყობაში ადანაშაულებენ

საფეხბურთო აგენტის, ჯუზეპე პალიარის სკანდალური აღიარება.

დღეს, 13:33

ვუდვორდი: "ოლეს ხედვა ჩვენს მიზნებს სრულიად შეესაბამება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერს თანადგომა გამოუცხადა.

დღეს, 13:25

როდის გაიმართება კლასიკო? ორი სავარაუდო თარიღი ცნობილია

ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩის გადადებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

დღეს, 13:20

პოჩეტინო: "ფეხბურთელებს სადილზე დაპაჟებით შესაძლოა დამშვიდობება სურდეთ"

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის ფეხბურთელების მხრიდან მხარდაჭერაზე ისაუბრა.

დღეს, 13:10

ნაპოლის პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ არ გაყიდა კულიბალი 105 მილიონად

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ახსნა, თუ რატომ არ მოისურვა კალიდუ კულიბალის 105 მილიონად გაყიდვა.

დღეს, 13:04

"ნოიერის გუნდის თამაშებს არ ვუყურებ", - მესიმ მანუს და ტერ შტეგენს ერთი დონის მეკარეები უწოდა

„ბარსელონას“ შემტევმა, ლეო მესიმ, ერთმანეთს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მანუელ ნოიერი შეადარა.

დღეს, 13:01

იუვენტუსმა ბერნარდესკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" ფედერიკო ბერნარდესკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 11:48

დიბალას მომავალი გაირკვა - არგენტინელმა თანხმობა განაცხადა

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" პაულო დიბალას ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა.

დღეს, 11:41

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10