Goal.Ge

ორი ამხანაგური მატჩი - ორი თრილერი: რამდენიმე დასკვნა რეალის პრე-სეზონიდან


ორი ამხანაგური მატჩი - ორი თრილერი: რამდენიმე დასკვნა რეალის პრე-სეზონიდან

საფეხბურთო სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მადრიდის "რეალმა" მძიმე კვირა უკვე გამოიარა. "სამეფო კლუბი" შვიდი დღის ინტერვალში დამარცხდა "ბაიერნთან", დარჩა ასენსიოს გარეშე და შერცხვა "ატლეტიკოსთან". ამასთან ერთად, "ბლანკოსის" შეტევა ჯერ კიდევ გადატვირთულია.

დიახ, "ელ გალაქტიკოს" რიგებში ირიცხება ბეილი, ხამესი, ისკო და ვასკესი, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ პოლ პოგბას ტრანსფერამდე ჯერ კიდევ შორია. სატრანსფერო ბაზრიდან მოედანზე დავბრუნდეთ და მიმოვიხილოთ "თეთრების" კოშმარული წინასასეზონო შეკრება.

ორი ამხანაგური მატჩი - ორი თრილერი: რამდენიმე დასკვნა რეალის პრე-სეზონიდან

ზინედინ ზიდანის გუნდმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე სამ შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა. მიუნხენსა და "არსენალთან" მატჩები მაინც ჯდებოდა ექსპერიმენტალური სპარინგის ჩარჩოში, მეზობელ "ინდიელებთან" ომი კი ყველაფრის ფარგლებს გასცდა.

"რეალს" არასდროს გაუშვია შვიდი ბურთი დერბიში და მიუხედავად იმისა, რომ თამაში რეალურად არაოფიციალური იყო, "როხიბლანკომ" მაინც უდიდესი ზიანი მიაყენა თანაქალაქელების თავმოყვარეობას. რამ განაპირობა მადრიდის კრახი, ნუთუ სუსტმა დაცვამ? არამხოლოდ.

რეალი - ატლეტიკო 3:7



მოდრიჩი-კროოსი-ისკოს ტრიო მრისხანედ გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ აღნიშნული სამკუთხედით თამაში მხოლოდ FIFA-ში თუ არის შესაძლებელი. თანამედროვე ფეხბურთში საყრდენის გარეშე მოედანზე გასვლა უკვე წაგებას ნიშნავს და ეს კანონზომიერება "სამეფო კლუბზეც" ვრცელდება.

"თეთრ-წითლები" ცენტრში უბრალოდ დომინირებდნენ, "ბლანკოსის" გულშემატკივრები კი მარკოს ლორენტეს დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. დიახ, ესპანელი უკვე დიდი ხანია, რაც დიეგო სიმეონეს განკარგულებაშია, მაგრამ "გალაქტიკოს" ხომ სჭირდებოდა ჩამშლელი. კაზემირო და ვალვერდე ჯერ კიდევ შვებულებაში არიან.

ორი ამხანაგური მატჩი - ორი თრილერი: რამდენიმე დასკვნა რეალის პრე-სეზონიდან

რაც შეეხებათ "თეთრების" ძირითად ნახევარმცველებს, ისინი ფორმის პიკშიც ვერ ახერხებდნენ დაცვითი ფუნქციებით გუნდის დახმარებას და ახლა, მითუმეტეს. მოკლედ, ზიდანს კაზემირო სჭირდება, მოდრიჩსა და კროოსზე მეტადაც კი. ეს ნიშნავს იმას, რომ პოგბას მოსვლით, სკამზე გადაინაცვლებს ხორვატი ან გერმანელი, მაგრამ არა ბრაზილიელი.

ზოგადად, ამხანაგურ ტურნირზე წარუმატებლობა ტრაგედია ნამდვილად არ არის, მითუმეტეს ზიზუსთვის, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლიდან ცდილობს ჩემპიონთა თასზე უარის თქმას. ფრანგს გუნდის მომზადების საკუთარი გეგმა გააჩნია, მაგრამ ის ერთ დეტალს ვერ ხვდება: ეს ტურნირი სუფთა სახის კომერციაა და უკვე შემდეგ ფეხბურთი.

ორი ამხანაგური მატჩი - ორი თრილერი: რამდენიმე დასკვნა რეალის პრე-სეზონიდან

აქედან გამომდინარე, ფლორენტინო პერესისთვის ზინედინის მიდგომა მიუღებელია. შეხვედრების არასერიოზულობა "რეალს" სრულფასოვნად მაინც ვერ ამართლებს, რადგან აღნიშნული მატჩები ამხანაგური იყო როგორც ზიდანისთვის, ისე სიმეონესთვის, ემერისა და კოვაჩისთვისაც.

მადრიდის დასაცავად შეგვიძლია მოვიშველიოთ ერთი არგუმენტი - შესუსტებული, საკუთარი თამაშის ძიებაში მყოფი "სამეფო კლუბი", ნებისმიერი მეტოქისთვის გემრიელი ლუკმაა. დიახ, სანამ "ბლანკოსი" სპარინგობდა, "ბაიერნი", "არსენალი" და "ატლეტიკო" ცხოვრების თამაშისთვის ემზადებოდნენ.

ორი ამხანაგური მატჩი - ორი თრილერი: რამდენიმე დასკვნა რეალის პრე-სეზონიდან

ეს განსაკუთრებით "ინდიელებზე" ითქმის, რომლებიც 2014 წლიდან "გალაქტიკოსების" ტერორში იმყოფებიან. "თეთრებს" რომ მოეგოთ, ხმაური არ იქნებოდა, საპირისპირო სცენარმა კი ვხედავთ რა ამბებიც დაატრიალა.

ზიზუ შელახული რენომეს აღდგენას უკვე ოფიციალურ შეხვედრებში ეცდება. "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკა სამწუხაროდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ იხილავს ასენსიოს, რომელსაც პრე-სეზონი ჯვარედინი მყესების გაწყვეტად დაუჯდა. რაც შეეხებათ "რეალის" სხვა შემტევებს, ყველაფერი ბუნდოვნადაა.

ორი ამხანაგური მატჩი - ორი თრილერი: რამდენიმე დასკვნა რეალის პრე-სეზონიდან

საზაფხულო არდედეგების 2/3 უკვე მიილია, თუმცა მადრიდში მაინც აქტუალურია პრობლემები, რომლის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ფრანგი მწვრთნელის დაბრუნებამდე დაიწყო. სენიორ ფლორენტინო და მისიე ზინედინ, მოქმედების დროა!

ორი ამხანაგური მატჩი - ორი თრილერი: რამდენიმე დასკვნა რეალის პრე-სეზონიდან

რეალი მომავალ სეზონში მოიგებს:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

უელსი - საქართველო 43:14 [VIDEO]

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა.

დღეს, 17:16

ფერგიუსონი ხაბიბზე: "მომეცით ეს თავგასიებული"

UFC-ის მებრძოლმა ტონი ფერგიუსონმა დეინა უაიტს ხაბიბ ნურმაგომედოვის თაობაზე მიმართა:

დღეს, 17:03

AS: ბარსელონას ულტიმატუმი ვალვერდეს

AS-ის ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ერნესტო ვალვერდეს ულტიმატუმი წაუყენა.

დღეს, 16:54

უოტფორდის მეკარე: "ბედნიერი ვიყავი, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ 5 გოლი გავუშვი"

"უოტფორდის" მეკარემ ბენ ფოსტერმა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა გაიხსენა:

დღეს, 16:40

ობამეიანგის გოლი ასტონ ვილას კარში არ უნდა ჩათვლილიყო - მსაჯს ახალი წესი დაავიწყდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალმა" ბირმინგემის "ასტონ ვილას" პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლის წყალობით მოუგო.

დღეს, 16:23

საშინელი პირველი ტაიმი და კარგი მეორე ნახევარი: უელსმა საქართველო დაამარცხა

უელსის ნაკრებმა საქართველო პირველ ტაიმში შესანიშნავი თამაშის წყალობით დაამარცხა

დღეს, 16:21

მესი/რონალდუს გარეშე - ვინ ლიდერობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ბომბარდირთა დავას?

ზოგის ლიდერობა პროგნოზირებადია, ზოგის - მოულოდნელი.

დღეს, 16:05

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

"ჩელსი" - "ლივერპულის" 56-ე წუთზე კამერამ დააფიქსირა საინტერესო მომენტი - აგრესიულად განწყობილი ფრენკ ლამპარდი და იურგენ კლოპი,

დღეს, 15:50

მცველი აზარი - რამდენჯერ აართვა ბელგიელმა ბურთი მეტოქეს განვლილ შეხვედრაში?

„სევილიასთან“ განვლილ შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა თავი სხვა მხრიდან წარმოაჩინა.

დღეს, 14:46

ქომაგებისგან თავის დასაცავად პოგბამ 18 ათას ფუნტად ძაღლი შეიძინა [ფოტო]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ქომაგებისგან თავის დასაცავად ძაღლი შეიძინა.

დღეს, 14:40

სოლსკიაერი იუნაიტედის ორი ფეხბურთელით არის უკმაყოფილო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, გუნდის შემტევების ქმედებებით უკმაყოფილოა.

დღეს, 14:35

ბალოტელი: "რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ჩემთვის სულერთია"

„ბრეშიას“ იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ სერია ა-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებს არ გვრის.

დღეს, 14:31

გრანადასთან მატჩის შემდეგ, მესიმ თანაგუნდელები გაკიცხა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „გრანადასთან“ მატჩში თანაგუნდელების მოქმედებით საშინლად უკმაყოფილო იყო.

დღეს, 14:27

ვერტონგენი: "VAR-მა ფეხბურთი სრულიად სხვა თამაშად აქცია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ლესტერთან“ წაგებაზე (1:2) ისაუბრა.

დღეს, 13:32

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

დღეს, 13:27

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უზბეკეთშიც კი არ გააჩერეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, უზბეკეთის ნაკრებიდან გაუშვეს.

დღეს, 13:26

"ყოველკვირა ერთიდაიგივე ნეხვია", - როისმა ჟურნალისტს უხეშად უპასუხა

დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა, მარკო როისმა, ჟურნალისტს მკაცრად უპასუხა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ჰკითხა.

დღეს, 11:50

ჟოზე: "ახლა მანჩესტერი იმაზე საშინელია, ვიდრე ჩემ დროს იყო"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 11:47

რიბერი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 11:43

რომელ ადგილზეა ბარსელონა ლა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ?

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონი არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

დღეს, 11:33

ზიდანმა სევილიასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 09:20

იკარდიმ ინტერს წაკბინა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერს" წაკბინა:

დღეს, 09:12

UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა:

დღეს, 09:04

ლამპარდის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი - პირველად 1988 წლის შემდეგ

"ლივერპულთან" წაგების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.

დღეს, 08:50

რეალის შთამბეჭდავი შედეგი სევილიასთან მატჩში - პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა.

დღეს, 08:39

იკარდიმ მესიზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 08:27

კოვინგტონი: "დათვები? ხაბიბი უარესს ცხვრებთან აკეთებს"

UFC-ის მებრძოლმა კოლბი კოვინგტონმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მისამართით მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:14

მოურინიო: "ჩელსისა და მანჩესტერის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება"

ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:01

საქართველოს ჩემპიონატში ვითარება დაიძაბა - ვინ გახდება ჩემპიონი?

ერვნული ლიგის სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ცხრილში სიტუაცია ძალიან დაძაბულია.

დღეს, 02:02

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10