Goal.Ge

მორიგი მეგა-ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ ვერ გამოიყენა - კოუტინიოს კრახის მიზეზები


მორიგი მეგა-ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ ვერ გამოიყენა - კოუტინიოს კრახის მიზეზები

"ბარსელონამ" ფელიპე კოუტინიო როგორც იქნა მოიშორა და იჯარით ის მიუნხენის "ბაიერნში" გაუშვა. სიტყვა "მოშორება" ბრაზილიელის მიმართებაში ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სამწუხაროდ, კატალონიელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათი შემტევი ზედმეტი ტვირთი გამხდარიყო.

სამხრეთ ამერიკელი მიჰყვა ეტოოს, იბრაჰიმოვიჩის, სანჩესისა და ნაწილობრივ ნეიმარის გზასაც. რა აერთიანებთ მათ "ბლაუგრანაში" თამაშის გარდა? აღნიშნულმა მოთამაშეებმა ვერ შეძლეს ის, რაც გააკეთა ლუის სუარესმა, ანუ ლიონელ მესისთან ადაპტირება.

მორიგი მეგა-ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ ვერ გამოიყენა - კოუტინიოს კრახის მიზეზები

ანტუან გრიზმანი მადრიდის "ატლეტიკოში" ამბობდა, რომ მას არ სურდა გენერალ ლეოს ლეიტენანტობა. გავიდა დრო და ფრანგმა აღნიშნული წოდება კოუტინიოსგან გადაიბარა. "კამპ ნოუს" ახალწვეულზე საუბარი ჯერ ადრეა, რაც შეეხება ბრაზილიელს, მის კრახი საკმაოდ აქტუალური თემაა.

რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, ბოლოს მაინც ბანალურ მიზეზამდე მივდივართ - ერნესტო ვალვერდემ ფელიპეს მესის გვერდით ადგილი ვერ მოუძებნა. "ბარსელონას" აწი უკვე ყოფილი შემტევი ინდივიდუალური თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ კატალონიაში ეს ფაქტი ლეოს ყოფნაში უმნიშვნელოა.

მორიგი მეგა-ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ ვერ გამოიყენა - კოუტინიოს კრახის მიზეზები

უხეშად რომ ვთქვათ, "ბლაუგრანას" სამხრეთ ამერიკელის კრეატივი არაფერში სჭირდებოდა, ის უბრალოდ უნდა გამხდარიყო ლიონელის კიდევ ერთი საფეხური მეტოქის კარამდე. "კამპ ნოუს" 7-იანს ასე არ შეეძლო, რადგან ის ფანტაზისტობას შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდანვე მიეჩვია.

გაიხსენეთ კოუტინიო მილანის "ინტერში", გუნდში, სადაც ის აგრეთვე დაიკარგა. "ნერიაძურის" შეტევაში ბატონობდნენ სნეიდერი, ეტო'ო და მილიტო, ბრაზილიელი კი მათი ერთგვარი დამხმარე უნდა ყოფილიყო. მოკლედ, ფელიპეს "შავ-ლურჯებში" გასაქანი არ ჰქონდა, ისევე როგორც ვალვერდესთან.

მორიგი მეგა-ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ ვერ გამოიყენა - კოუტინიოს კრახის მიზეზები

პირველი მწვრთნელი, რომელმაც ლომბარდიელთა შემტევს მთავარი როლი არგო აღმოჩნდა მაურისიო პოჩეტინო. არგენტინელი სპეციალისტი იმ დროს "ესპანიოლში" მუშობდა და მან კოუტინიო "ჯუზეპე მეაცადან" იჯარით გადმოიყვანა.

კატალონიური გუნდის მწვრთნელმა და ბრაზილიელმა ერთად სულ რაღაც ნახევარი სეზონი გაატარეს, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადგენად, რომ ფელიპე არის მოთამაშე, რომელზეც გუნდის მთლიანი რიტმი უნდა იყოს აწყობილი.

მორიგი მეგა-ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ ვერ გამოიყენა - კოუტინიოს კრახის მიზეზები

"თუთიყუშებიდან" დაბრუნების შემდეგ, "ინტერმა" თავის ტალანტს ისევ ვერ მოუნახა ადგილი, რის გამოც სამხრეთ ამერიკელი კაპიკებად "ლივერპულში" იქნა გაყიდული. რა მოხდა პრემიერ ლიგაში კარგად გვახსოვს, 'წითლებმა" ნანატრი 10-იანი იპოვეს.

კოუტინიო წლების განმავლობაში დირიჟორდა მერსისაიდელთა შეტევებს ისე, რომ მას ხელს არავინ უშლიდა. ბრაზილიელი სრულფასოვან ვარსკვლავად სწორედ "სკაუზერებში" იქცა, რის შემდეგაც ის ასტრონომიულ თანხად "ბარსამ" წაიყვანა.

მორიგი მეგა-ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ ვერ გამოიყენა - კოუტინიოს კრახის მიზეზები

ფელიპე კატალონიაში ელოდებოდა კრეატივის, ფანტაზისტობისა და იმპროვიზაციის დღესასწაულს, მაგრამ მას ვალვერდეს პრაგმატიზმი დახვდა. ყველა გზა მესისკენ მიდიოდა, "ბლაუგრანას" ახალწვეულის მთავარი ამოცანა კი ლეომდე ბურთის მიწოდება იყო.

სამხრეთ ამერიკელმა "კამპ ნოუზე" ტრანსფერი მალევე ინანა და "ლივერპულში" დაბრუნებაც მოინდომა, თუმცა როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, "წითლებში" თავიანთი ყოფილი 10-იანის ადგილი აღარ აღმოჩნდა.

მორიგი მეგა-ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ ვერ გამოიყენა - კოუტინიოს კრახის მიზეზები

ამ ყველაფრის შემდეგ, ვალვერდე ჯიუტად უშვებდა კოუტინიოს სხვადასხვა გუნდებში (პრემიერ ლიგა, "პარი სენ-ჟერმენი"), მაგრამ ბრაზილიელს ეს ვარიანტები არ ხიბლავდა. ზაფხულის მიწურულს "ბარსამ" თავისი მაინც გაიტანა და ფელიპე მოიშორა.

კატალონიელთა შემტევმა თავი იჯარით "ბაიერნში" ამოყო და პირველივე დღეს მან "ბლაუგრანას" წაკბინა. მიუნხენში სამხრეთ ამერიკელი მიიღებს იმას, რაც არ ჰქონდა მას "კამპ ნოუზე" ან თუნდაც "ინტერში": თავისუფლება. დიახ, "რეკორდმაისტერში" ინდივიდუალისტები უყვართ.

მორიგი მეგა-ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ ვერ გამოიყენა - კოუტინიოს კრახის მიზეზები

საინტერესო ფაქტი - კოუტინიო ჩაქრა იქ, სადაც ის შვიდ-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა ("ბარსელონა", "ნერიაძური"), მაგრამ ათამაშდა ათი ნომრით ზურგზე ("ლივერპული", "ვასკო და გამა"). რაც შეეხება ნაკრებს, ბრაზილიელი 11-ს ირჩევს. ცნობისთვის, "ბავარიაში" ფელიპემ არიენ რობენის ნომერი გადაიბარა.

ვულოცავთ კოვაჩს და ვუსამძიმრებთ ვალვერდეს, რატომ? სამხრეთ ამერიკელის წასვლის დღიდან კატალონიაში პრობლემებმა დაისადგურა. თავად განსაჯეთ - მარცხი "ბილბაოსთან", გრიზმანის ჩაგდებული დებიუტი, სუარესის ტრავმა, სირთულეები ნეიმარის ტრანსფერში, დემბელეს ტრავმა, მესის გაწელილი რეაბილიტაცია.

მორიგი მეგა-ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ ვერ გამოიყენა - კოუტინიოს კრახის მიზეზები

როგორც ვხედავთ, "ბლაუგრანა" "რეალ ბეტისთან" შეხვედრისთვის ანტუანისა და რაფინიას იმედზე რჩება - "ბაიერნის" ახალმა ათიანმა სარკასტულად ჩაიცინა. მოკლედ, ველოდებით კოუტინიოს დებიუტს: 24 აგვისტო, გელზენკირხენი, მიუნხენელებს სწორედ "შალკე" მიიღებს.

გავიხსენოთ კოუტინიოს ყველაზე გამორჩეული მომენტი ბარსაში - ულამაზესი გასროლა მანჩესტერის კარში

კოუტინიოს გაშვება შეცდომაა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბარსელონას დემბელეც დაუბრუნდა

"ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავია.

დღეს, 11:36

ნეიმარი: "პსჟ-დან წასასვლელად ყველაფერი გავაკეთე"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა თავისი გუნდის გულშემატკივრებს უპასუხა:

დღეს, 11:24

მატიჩი სოლსკიაერზე გაბრაზებულია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა უკმაყოფილება გამოთქვა:

დღეს, 11:16

აზარი: "ოცნება ავიხდინე"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ედენ აზარმა თავის ოცნებებზე ისაუბრა:

დღეს, 11:05

მესი: "საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით"

"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა:

დღეს, 10:50

Nike-ი ფატის ექსკლუზიურ ბუცებს შეუკერავს

ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ცნობით, ანსუმანე ფატი Nike-ისგან სასიამოვნო ბონუსს მიიღებს.

დღეს, 10:41

კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა:

დღეს, 10:31

ინტერი ლუკაკუს კარგავს?!

იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერის" ბანაკიდან სამწუხარო ამბავი გაისმა.

დღეს, 10:24

ითამაშებს თუ არა მესი? - ვალვერდეს კომენტარი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 10:11

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10