Goal.Ge

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები


კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

გასული სეზონის სტარტზე მილანის "ინტერმა" სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ფურორის მაგვარი მოახდინა. "ნერიაძურიში" მოვიდა იმ დროისთვის ჯერ კიდევ მეგა-მოთამაშე ნაინგოლანი, მუნდიალის ერთ-ერთი გმირი ვრსალკო, დე ლიგტის გამოჩენამდე ვან დეიკის მეწყვილე დე ვრეი და ნიჭიერი ლაუტარო.

"შავ-ლურჯების" რიგები აგრეთვე შეავსეს ასამოამ, კეიტამ და პოლიტანომ. ერთი სიტყვით, ლომბარდიაში ჩამოყალიბდა ძალა ტურინის "იუვენტუსის" ჰეგემონიის დამხობის ამბიციით. დიახ, სპალეტის გუნდი გაძლიერდა, მაგრამ "სინიორას" თვით რონალდუ შეუერთდა, რითაც "ბიანკონერის" მონოპილია კიდევ უფრო მკვეთრი გახდა.

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

ამ ყველაფერთან ერთად, "ჯუზეპე მეაცას" მკვიდრებმა სეზონი კოჭლობით დაიწყეს, მაშინ, როდესაც "ბებერი ქალბატონი" ჩვეულ რეჟიმში უსწორდებოდა მეტოქეებს. ჩემპიონატის მსვლელობისას გაირკვა, რომ "ინტერი" "შავ-თეთრებისთვის" კონკურენტი სულაც არ იყო და კლასში სხვაობა ორ გუნდს შორის ისევ შესამჩნევი აღმოჩნდა.

შედეგად, "ზებრებმა" მორიგი სკუდეტო გაიფორმეს, მილანურმა კლუბმა კი შეასრულა თავისი რეალური პროგრამა მაქსიმუმი - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. დაიწყო მორიგი სეზონისთვის მზადება და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ნერიაძურიში" ასეთი სახის კარდინალური ცვლილებები მოხდებოდა.

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

"შავ-ლურჯების" გარდაქმნა ანტონიო კონტეს მოსვლას უკავშირდება, რომელმაც ლომბარდიაში ახალი გუნდის შენება დაიწყო. იტალიელმა პირველ რიგში ჭირვეულ ავტორიტეტებზე თქვა უარი. "მეაცას" ახალი ბოსის შავ სიაში აღმოჩნდნენ ისინი, ვისზეც იდგა სპალეტის გუნდი: იკარდი, ნაინგოლანი, პერიშიჩი.

ამის გარდა, აპენინელმა გაუშვა ვეტერანი მირანდა და უსარგებლო მეიჯარეები - ვრსალკო, კეიტა და სოარესი. ივანზე, მაუროსა და რაჯაზე უარის თქმა ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რადგან "ინტერი" ობიექტურად არ არის ის გუნდი, რომელსაც ხმამაღალი სახელებით წუწაობის ფუფუნება აქვს.

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

ბოლოს და ბოლოს "რეალი", "პსჟ" და "მანჩესტერიც" კი ითმენენ თავიანთი ვარსკვლავების ჭირვეულობას. მილანურმა კლუბმა კი ახალი მწვრთნელის ერთი ხელის მოსმით ამოშალა თავისი ლიდერები. გავერკვიოთ მიზეზებში და დავიწყოთ ნაინგოლანით.

ბელგიელი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ მას მთელი კარიერის განმავლობაში დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. რაჯა პერიოდულად არ ამბობს უარს თამბაქოზე, ალკოჰოლსა და აზართულ თამაშებზე. "ნერიაძურის" აწი უკვე ექს-შუახაზელის მორჯულება მისთვის კარგად ნაცნობმა სპალეტიმაც ვერ შეძლო.

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

კონტესთვის პირველ ადგილზე სწორედ მოწესრიგებულობა დგას და აქედან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ "ნინძას" წასვლა გარდაუვალი იქნებოდა. ბევრის აზრით, 31 წლის შუახაზელი ერთ შანსს კიდევ იმსახურებდა, მან "შავ-ლურჯებში" ხომ მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა.

ნაინგოლანი დაბრუნდა იქ, სადაც დაიწყო მისი გზა სერია ა-ში - "კალიარიში". რაც შეეხება ბელგიელის შემცვლელს, ლომბარდიელებს ასეთი ჰყავთ ორი - ახალგაზრდა მშრომელი იტალიელები: ბარელა და სენსი. დიახ, რაჯას სახელი ახლაც უფრო მეტს გვეუბნება, მაგრამ ნიკოლოსა და სტეფანოს ყველაფერი წინ აქვთ.

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

შემდეგი ათვალწუნებული - პერიშიჩი. ხორვატი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა "ჯუზეპე მეაცას" წამყვანი ფეხბურთელის სტატუსს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. არსებობს მოსაზრება, რომ ივანი თავის ბოლო სეზონში ქედმაღალიც გახდა.

კონტემ თავის გუნდში ასეთი დამოკიდებულება ვერ აიტანა და ბალკანელი მოიშორა. ნაინგოლანისგან განსხვავებით, "ინტერნაციონალეს" ყოფილი 44-იანის კარიერაში დაღმასვლა არ შეინიშნება. 30 წლის ვინგერმა, ფელიპე კოუტინიოსთან ერთად, თვით მიუნხენის "ბაიერნის" რიგები შეავსო.

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

კიდევ ერთი თეორია - იტალიელმა მწვრთნელმა პერიშიჩთან ტაქტიკური სქემის გამო იკამათა. საქმე იმაშია, რომ ანტონიო ხორვატს 5-3-2-ში ე.წ. ვინგბეკად ხედავდა, მაშინ, როდესაც ივანს შეტევაში თამაში სურდა. ბალკანელს თავდამსხმაში ასპარეზობის ბედნიერება აწი "რეკორდმაისტერში" ექნება.

რაც შეეხება ყოფილი 44-იანის შემცვლელს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს, მივიწყებული ანტონიო კანდრევაა. იტალიელმა მილანურ კლუბში მეორე პლანზე დიდი ხნის წინ გადაინაცვლა, მაგრამ კონტემ მას კარიერის რეანიმირების შანსი მისცა, ანუ ის, რაც იგივე ნაინგოლანმა არ მიიღო.

კანდრევას ულამაზესი გასროლა ლეჩესთან



ცნობისთვის, აპენინელმა ვინგერმა ხმაურიანი ქამბექი მოახდინა, შეხედეთ მის შედევრს "ლეჩეს" კარში. "ნერიაძურის" 87-იანის გარდა, პერიშიჩის ჩანაცვლება შეუძლია ასამოას, პოლიტანოს, დალბერტს, დიმარკოსა და ლაზაროს. ბოლოს კი ყველაზე გემრიელი ლუკმა: იკარდი.

არგენტინელის მიმართ "შავ-ლურჯები" ზედმეტად ცივსისხლიანად არიან განწყობილები. ბევრის აზრით - უსამართლოდ, ზოგისთვის კი სამართლიანად. გასაგებია, რომ მაურო არ არის ხავიერ ძანეტის საქმის იდეოლოგიური გამგრძელებელი, მაგრამ მან ლომბარდიელებს ბევრი სიხარული აჩუქა.

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

219 შეხვედრა, 124 გოლი - პირველად კრისტიან ვიერის შემდეგ, "ჯუზეპე მეაცას" მკვიდრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში ცვლილებები მოხდა. "ინტერის" ყოფილმა კაპიტანმა კაპოკანონიერე ორჯერ მიისაკუთრა და საერთო ჯამში გუნდს აღმასვლაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

სამხრეთ ამერიკელი სტატისტიკის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია მილანური კლუბის ისტორიაში, მაგრამ კონტეს ეს ფაქტი ნაკლებად ადარდებს. "ნერიაძურიმ" თავის ყოფილ 9-იანს სამკლაური წაართვა, იტალიელმა მწვრთნელმა: ნომერიც კი.

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

26 წლის ფორვარდი "იუვენტუსში" გაქცევაზე ოცნებობს და უნდა ითქვას, რომ ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად ტურინული კლუბია. საქმე იმაშია, რომ "შავ-ლურჯები" იკარდის სანაცვლოდ კატეგორიულად პაულო დიბალას ითხოვენ, აღნიშნული გარემოება "სინიორას" გეგმებში არ შედის.

"ნაპოლისა" და "რომას" ვარიანტი კი თავად არგენტინელს არ ხიბლავს. მაუროს კარიერა უფსკრულისკენ მიდის, რადგან სცენარის ასეთი განვითარებით, მოედანზე მას დიდი ხანი ვერ ვიხილავთ. ლომბარდიაში გუნდის ყოფილი ლიდერი რომელუ ლუკაკუთი უკვე წარმატებით ჩანაცვლდა, ახალწვეულმა გოლიც კი გაიტანა.

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

ერთი სიტყვით, კონტემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამხრეთ ამერიკელის ადგილი მის გუნდში არ ყოფილიყო. კარგად ვხვდებით, თუ ვინ არის ერთ დროს 120 მილიონ ევროდ შეფასებული ფორვარდის კრახში დამნაშავე. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ინტერის" ყოფილი კაპიტანი კარიერის გადარჩენას.

კონტეს შავი სია: იკარდი, რაჯა, პერიშიჩი - ათვალწუნების მიზეზი და უცნობი შემცვლელები

კონტე იკარდის, ნაინგოლანსა და პერიშიჩს უსამართლოდ მოექცა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

ვალვერდე ბარსელონადან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კლუბიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 17:34

ბარსელონას რაკიტიჩი გამოაკლდა

"ბარსელონამ" "ვილიარელთან" შეხვედრისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.

დღეს, 17:17

უელსი - საქართველო 43:14 [VIDEO]

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა.

დღეს, 17:16

ფერგიუსონი ხაბიბზე: "მომეცით ეს თავგასიებული"

UFC-ის მებრძოლმა ტონი ფერგიუსონმა დეინა უაიტს ხაბიბ ნურმაგომედოვის თაობაზე მიმართა:

დღეს, 17:03

AS: ბარსელონას ულტიმატუმი ვალვერდეს

AS-ის ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ერნესტო ვალვერდეს ულტიმატუმი წაუყენა.

დღეს, 16:54

უოტფორდის მეკარე: "ბედნიერი ვიყავი, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ 5 გოლი გავუშვი"

"უოტფორდის" მეკარემ ბენ ფოსტერმა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა გაიხსენა:

დღეს, 16:40

ობამეიანგის გოლი ასტონ ვილას კარში არ უნდა ჩათვლილიყო - მსაჯს ახალი წესი დაავიწყდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალმა" ბირმინგემის "ასტონ ვილას" პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლის წყალობით მოუგო.

დღეს, 16:23

საშინელი პირველი ტაიმი და კარგი მეორე ნახევარი: უელსმა საქართველო დაამარცხა

უელსის ნაკრებმა საქართველო პირველ ტაიმში შესანიშნავი თამაშის წყალობით დაამარცხა

დღეს, 16:21

მესი/რონალდუს გარეშე - ვინ ლიდერობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ბომბარდირთა დავას?

ზოგის ლიდერობა პროგნოზირებადია, ზოგის - მოულოდნელი.

დღეს, 16:05

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

"ჩელსი" - "ლივერპულის" 56-ე წუთზე კამერამ დააფიქსირა საინტერესო მომენტი - აგრესიულად განწყობილი ფრენკ ლამპარდი და იურგენ კლოპი,

დღეს, 15:50

მცველი აზარი - რამდენჯერ აართვა ბელგიელმა ბურთი მეტოქეს განვლილ შეხვედრაში?

„სევილიასთან“ განვლილ შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა თავი სხვა მხრიდან წარმოაჩინა.

დღეს, 14:46

ქომაგებისგან თავის დასაცავად პოგბამ 18 ათას ფუნტად ძაღლი შეიძინა [ფოტო]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ქომაგებისგან თავის დასაცავად ძაღლი შეიძინა.

დღეს, 14:40

სოლსკიაერი იუნაიტედის ორი ფეხბურთელით არის უკმაყოფილო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, გუნდის შემტევების ქმედებებით უკმაყოფილოა.

დღეს, 14:35

ბალოტელი: "რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ჩემთვის სულერთია"

„ბრეშიას“ იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ სერია ა-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებს არ გვრის.

დღეს, 14:31

გრანადასთან მატჩის შემდეგ, მესიმ თანაგუნდელები გაკიცხა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „გრანადასთან“ მატჩში თანაგუნდელების მოქმედებით საშინლად უკმაყოფილო იყო.

დღეს, 14:27

ვერტონგენი: "VAR-მა ფეხბურთი სრულიად სხვა თამაშად აქცია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ლესტერთან“ წაგებაზე (1:2) ისაუბრა.

დღეს, 13:32

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

დღეს, 13:27

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უზბეკეთშიც კი არ გააჩერეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, უზბეკეთის ნაკრებიდან გაუშვეს.

დღეს, 13:26

"ყოველკვირა ერთიდაიგივე ნეხვია", - როისმა ჟურნალისტს უხეშად უპასუხა

დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა, მარკო როისმა, ჟურნალისტს მკაცრად უპასუხა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ჰკითხა.

დღეს, 11:50

ჟოზე: "ახლა მანჩესტერი იმაზე საშინელია, ვიდრე ჩემ დროს იყო"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 11:47

რიბერი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 11:43

რომელ ადგილზეა ბარსელონა ლა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ?

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონი არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

დღეს, 11:33

ზიდანმა სევილიასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 09:20

იკარდიმ ინტერს წაკბინა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერს" წაკბინა:

დღეს, 09:12

UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა:

დღეს, 09:04

ლამპარდის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი - პირველად 1988 წლის შემდეგ

"ლივერპულთან" წაგების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.

დღეს, 08:50

რეალის შთამბეჭდავი შედეგი სევილიასთან მატჩში - პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა.

დღეს, 08:39

იკარდიმ მესიზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 08:27

კოვინგტონი: "დათვები? ხაბიბი უარესს ცხვრებთან აკეთებს"

UFC-ის მებრძოლმა კოლბი კოვინგტონმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მისამართით მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:14

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10