Goal.Ge

მოჭიდავე, რომელმაც თავი ყველას მოაბეზრა - როგორ გადავიდა კონორის წყევლა ხაბიბზე?


მოჭიდავე, რომელმაც თავი ყველას მოაბეზრა - როგორ გადავიდა კონორის წყევლა ხაბიბზე?

კონორ მაკგრეგორი სრულიად დამსახურებულად ითვლება ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ეპატაჟურ სპორტსმენად. ირლანდიელმა ტრეშტოკის ხელოვნება ახალ საფეხურზე აიყვანა და MMA პოპულარულ ტრენდად აქცია.

არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც შერეული ორთაბრძოლები სწორედ "ნოტორიუსთან" ასოცირდება. მათ დიდად ბრძოლაც კი არ აინტერესებთ, რადგან მაკი მთავარს უშუალოდ ოქტაგონში გამოჩენის წინ აკეთებს.

მოჭიდავე, რომელმაც თავი ყველას მოაბეზრა - როგორ გადავიდა კონორის წყევლა ხაბიბზე?

კელტის გამოხტომების შემდეგ, რვაკუთხედში დატრიალებული მოვლენები უფრო ბონუსად ითვლება ხოლმე, ვიდრე კულმინაციად. ერთი სიტყვით, 31 წლის მებრძოლი ნამდვილი ჰაიპის მანქანაა. ბედის ირონიაა, მაგრამ კონორი მაყურებელს დროთა განმავლობაში მობეზრდა.

ირლანდიელის მიმართ ინტერესი მისმა ერთგულმა გულშემატკივრებმაც კი დაკარგეს, რადგან ბოლო წლებში ის იმაზე მეტს ლაპარაკობს, ვიდრე აკეთებს. მაკგრეგორის დაღმასვლა ნეიტ დიასთან მარცხის შემდეგ დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ "ნოტორიუსმა" შეძლო რევანშის აღება, პუბლიკას დასისხლიანებული ამერიკელი უფრო დაამახსოვრდა.

მოჭიდავე, რომელმაც თავი ყველას მოაბეზრა - როგორ გადავიდა კონორის წყევლა ხაბიბზე?

მაკს ეს ნაკლებად ანაღვლებდა, რადგან მან თავმოყვარეობა დაიკმაყოფილა და მიიღო ჰონორარი. სწორედ ეს არის კელტის მთავარი პრობლემა - ანგარებამ და მარტივი გზების გამონახვის მცდელობებამ 31 წლის მებრძოლის პროფესიონალური თვისებები გადაფარა.

ფული ყველას უყვარს, მაგრამ მაკგრეგორის გამდიდრების მეთოდებმა მარაზმის ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა. სწორედ ამიტომ, ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლის წინ, მაყურებლების უმეტესობა ემხრობოდა დაღესტნელს და არა ირლანდიელს.

მოჭიდავე, რომელმაც თავი ყველას მოაბეზრა - როგორ გადავიდა კონორის წყევლა ხაბიბზე?

გულშემატკივრებს "არწივის" დაუმარცხებელი სერია ნაკლებად ადარდებდათ, მათ უბრალოდ ეგოისტურად კონორის წაგება სურდათ. სანახაობა შედგა - "ნოტორიუსი" უშანსოდ დამარცხდა, რის შემდეგაც ის კრიტიკისა და დაცინვის ობიექტად იქცა.

მაკის პოპულარობა იმდენად დაეცა, რომ მის გამონათქვამებს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. ერთი სიტყვით, კელტმა ყველაფერი გაფლანგა, კავკასიელი მებრძოლი კი პუბლიკის ახალ გმირად იქცა. რას ვხედავთ ახლა? ხალხი ამჯერად უკვე ხაბიბის კრახსაც ელის.

მოჭიდავე, რომელმაც თავი ყველას მოაბეზრა - როგორ გადავიდა კონორის წყევლა ხაბიბზე?

დიახ, გულშემატკივრებს დაღესტნელიც მობეზრდათ, მაგრამ განსხვავებული მიზეზით. თუ მაკგრეგორი გამაღიზიანებელია თავისი გამოხტომებით, ნურმაგომედოვი - ბრძოლის სტილით. MMA პირველ რიგში ასოცირდება სისხლთან, დარტყმებსა და ნოკაუტებთან, "არწივმა" კი ეს ყველაფერი ოლიმპიურ ღონისძიებად აქცია.

კავკასიელი სანახაობას მეორე პლანზე აყენებს და ბრძოლის პირველი წუთებიდანვე მხოლოდ შედეგზე ფიქრობს. 30 წლის მებრძოლი თავის არსენალში ეფექტურად იყენებს მხოლოდ ერთ იარაღს: ჭიდაობას. სისხლს მიჩვეული ფანებისთვის ეს ძალიან მოსაწყენია, მითუმეტეს, როდესაც 2012 წლის შემდეგ, არაფერი იცვლება.

მოჭიდავე, რომელმაც თავი ყველას მოაბეზრა - როგორ გადავიდა კონორის წყევლა ხაბიბზე?

ირლანდიელის წინააღმდეგ ეს დიდად არ ჩანდა, ნურმაგომედოვმა ხომ სიძულვილის ნომერ პირველი ობიექტი დაამარცხა. მეთოდს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ დასტინ პორიესთან ბრძოლაში დაღესტნელი თავად აღმოჩნდა კონორის როლში.

ამერიკელი არასდროს ყოფილა ხმაურიანი სკანდალისტი და მის წინაშე იდგა ისტორიული გამოწვევა - ხაბიბისთვის პირველი მარცხის მიყენება. ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პუბლიკის სიმპატია სწორედ "დაიმონდისკენ" გადაწეულიყო.

მოჭიდავე, რომელმაც თავი ყველას მოაბეზრა - როგორ გადავიდა კონორის წყევლა ხაბიბზე?

რით დასრულდა "არწივისა" და "მარგალიტის" ბრძოლა კარგად ვიცით, ჭიდაობის მორიგი გაკვეთილი პირველისგან. დიახ, კავკასიელი თავის პრინციპებსა და ტაქტიკას არასდროს ღალატობდა, მაგრამ გულშემატკივრებს მაინც ტრიუმფალური ქამბექის იმედი ჰქონდათ, ხაბიბი ოქტაგონს მიღმა ხომ 11 თვის მანძილზე რჩებოდა.

მაყურებელმა იხილა დაღესტნელის გაწელილი სერიალის თითიდან გამოწოვილი მორიგი ეპიზოდი და ის მომენტალურად დაივიწყა. "ნოტორიუსთან" დუელს დიდი ხნის მანძილზე იხსენებდნენ, თუმცა პორიესთან ბრძოლაზე უკვე ახლა შეიძლება იმის თქმა, რომ ის წარსულში დარჩა.

ხაბიბი პორიეს წინააღმდეგ



შეჯამება - ნურმაგომედოვმა თავისი ჩემპიონობა და დაუმარცხებლობა განამტკიცა, მაგრამ ჩაშლილი სანახაობისა და მობეზრების ფასად. დღეს, სამყარო "არწივის" დაცემის მოლოდინშია, როგორც ერთი წლის წინ, მაკის. ველოდებით ახალ იმედს: ტონი ფერგიუსონს.

მოჭიდავე, რომელმაც თავი ყველას მოაბეზრა - როგორ გადავიდა კონორის წყევლა ხაბიბზე?

ხაბიბი UFC-დან დაუმარცხებელი წავა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალმა ლა ლიგაში სეზონის პირველი მატჩი წააგო [VIDEO]

ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩი "მალიორკასა" და მადრიდის "რეალს" შორის, მოულოდნელად დასრულდა.

დღეს, 01:02

იუვენტუსის მორიგი გამარჯვება, რონალდუმ კვლავ გაიტანა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა დაძაბული მატჩი ტურინის "იუვენტუსსა" და "ბოლონიას" შორის.

დღეს, 00:56

დინამომ შინ წააგო, საბურთალოს გამარჯვება 16 წლის ბავშვებთან

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი მატჩები გაიმართა.

დღეს, 00:40

ახალზელანდიელი მორაგბის საოცარი თამაში ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

ახალი ზელანდია - ირლანდიის მატჩის დროს ზელანდიელთა მგეზავმა რიჩი მოუნგამ საოცარი ბურთი გადაარჩინა აუტში გადასვლისგან.

გუშინ, 23:17

ლეგენდარული რორი ბესტის კარიერის ემოციური დასასრული [VIDEO]

ირლანდიელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა, 38 წლის რორი ბესტმა დღეს ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ თავისი 15 წლიანი კარიერა დაასრულა.

გუშინ, 23:09

ახალი ზელანდია - ირლანდია 46:14 [VIDEO]

ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ირლანდია 46:14 დაამარცხა.

გუშინ, 23:04

იაპონიამ მსოფლიო რეიტინგში ახალი რეკორდი დაამყარა

იაპონიის ისტორიული მაქსიმუმი.

გუშინ, 22:54

წარუმატებელი სერია შეწყდა - დორტმუნდმა შინ გლადბახს სძლია [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" "გლადბახს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:38

სიტიმ კრისტალ პალასს მოუგო და ლივერპულთან ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტი" "კრისტალ პალასს" ესტუმრა.

გუშინ, 22:31

ნაპოლიმ შინაურ კედლებში ვერონა უპრობლემოდ დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "ნაპოლიმ" "ვერონას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:18

დიბალას და იგუაინის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელების, პაულო დიბალასა და გონსალო იგუაინის მომავალი გარკვეულია.

გუშინ, 21:57

მანჩესტერ სიტიმ სტერლინგის მომავალზე ფიქრი დაიწყო

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ რაჰიმ სტერლინგის მომავალზე ფიქრობს.

გუშინ, 21:45

იბრაჰიმოვიჩი: "ამჟამინდელი მილანი კატასტროფაა"

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამჟამინდელ "მილანზე" ისაუბრა.

გუშინ, 21:06

"MSG-ს მეტის ჩვენება შეუძლია", - გრიზმანი ეიბართან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა "ეიბარის" (3:0) განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:00

იბრაჰიმოვიჩი: "რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ამ კლუბში თამაში მსურს"

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:50

ტოტენჰემი ბოლოადგილოსან კრისტალ პალასთან მარცხს გადაურჩა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" "უოტფორდს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:12

ბოლო წუთებზე დაკარგული ქულები - ატლეტიკომ ვალენსიას ვერ მოუგო [VIDEO]

ლა ლიგის მე-9 ტურის ეგიდით, მადრიდის "ატლეტიკომ" "ვალენსიას" უმასპინძლა.

გუშინ, 20:08

ჩელსიმ ნიუკასლი მინიმალურად დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე აიწია [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლს“ უმასპინძლა და მინიმალურად, 1-0 იმარჯვა.

გუშინ, 19:50

ბარსელონამ კლუბის ამომავალი ვარსკვლავის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 19:30

ბოლო წუთზე ხელიდან გაშვებული გამარჯვება! ბაიერნს გნაბრის გოლი და საგოლე არ ეყო [VIDEO]

ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად „აუგსბურგს“ ეწვია და გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა.

გუშინ, 19:25

"ერთმანეთს რომ ვეყრებოდით, მემალებოდა", - იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლაზე

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:23

ბრწყინვალე თრილერი სერია ა-ში! ლაციომ მატჩი 0:3-დან გადაარჩინა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში დიდებული სანახაობა ვიხილეთ.

გუშინ, 19:16

ალეგრის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

ტურინის "იუვენტუსის" ექს-მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა.

გუშინ, 19:12

რონალდუ ინსტაგრამში უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე იუვენტუსში

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ინსტაგრამში უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე თავის კლუბში.

გუშინ, 19:06

ბარსელონას აპელაცია უარყოფილია - AS

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" შემტევი, უსმან დემბელე "სევილიასთან" (4:0) მატჩში მოედნიდან გააძევეს.

გუშინ, 19:01

სატრანსფერო ომი ბარსელონას, სევილიას და მანჩესტერ სიტის შორის

„ბარსელონა“, „სევილია“ და „მანჩესტერ სიტი“ სატრანსფერო ბაზარზე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელისთვის იბრძვიან.

გუშინ, 17:18

ის, რაც აქამდე არ მომხდარა - ბარსელონას ღირსშესანიშნავი მომენტი ეიბართან მატჩში

როგორც იცით, „ბარსელონამ“ „ეიბარს“ სტუმრად 0:3 მოუგო და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა.

გუშინ, 17:09

ბარსელონა ფორმაში შედის! რა საერთო ანგარიშით მოიგო გუნდმა ლა ლიგაში ბოლო 4 შეხვედრა?

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ნელ-ნელა ძველ ფორმას იბრუნებს.

გუშინ, 17:05

სანჩო დასჯილია! ინგლისელი შემტევი მინიმუმ ბორუსიების შერკინებას გამოტოვებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ერთ-ერთი ლიდერი „მიუნხენგლადბახთან“ დღევანდელ მატჩს მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის გადაწყვეტილებით გამოტოვებს.

გუშინ, 17:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10